პუბლიკაციები
„ნოეს კიდობანში“ ეშმაკი შეიპარა! ღია წერილი შპს ”ნოეს კიდობანი მედიას” გენერალურ დირექტორს გ.ი. ანისონიანს

1asatპატივცემულო გრიგორი იურის ძევ! გაზეთ ”ნოეს კიდობანში” («Ноев Ковчег»), რომლის დამფუძნებელი თქვენ ბრძანდებით, კერძოდ – 2012 წლის 16 მაისის №9-ში გამოქვეყნდა მასალა "კონსენსუსის ძიებაში”, რომელიც თქვენი გაზეთის ელექტრონულ ვერსიაზეც განთავსდა. ეს არის ინტერვიუ, რომელიც თითქოსდა ვინმე დინარა მელიქ-ნუბაროვამ თითქოს აიღო გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ვითომდა მთავარი რედაქტორის მოადგილის თეა ასათიანისაგან.

უკიდურესი აღშფოთებით ვაცხადებთ, რომ ეს პუბლიკაცია უხეში ნაყალბევია, რომელიც, თავიდან ბოლომდე, სავალალოდ ცნობილი მიხეილ თათევოსოვის მიერ არის შეთითხნილი, რაც მან რამდენიმე დღის წინ თვითონ აღიარა ”ღრმა სინანულით” და ფიცითა და დაპირებებით – ”მსგავსი რამ აღარ განმეორდება”. მაგრამ არა იმიტომ, რომ სინდისმა შეაწუხა, არამედ იმიტომ, რომ შეეშინდა, როდესაც თავისი ნაჯღაბნის ქვეშ თავად თეა ასათიანის განრისხებული კომენტარი აღმოაჩინა, რომელმაც მასალასთან ყოველგვარი კავშირი უარყო და სასამართლოთი დაემუქრა.

საქმე ის არის, რომ მ. თათევოსოვი იმ სომეხთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ქართველების გონებრივ შესაძლებლობებზე არცთუ მაღალი წარმოდგენა აქვთ და ”ტუტუც ვრაცის” (”ბრიყვი ქართველი”) გვიწოდებენ. ამიტომაც შეცდა, იფიქრა, რომ გონებაშეზღუდული ქართველი ჟურნალისტები გაუნათლებელი პროვინციალები არიან, მხოლოდ ქართულ გამოცემებს კითხულობენ, რომლებშიც თვითონ მუშაობენ, და უცხოურ რუსულენოვან მედიაში მის მონაჩმახს ვერ შეამჩნევენ. 

კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ:

– ჟურნალისტი თეა ასათიანი არასოდეს ყოფილა არც ”ასავალ-დასავალის”, არც რომელიმე სხვა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე;

– ჟურნალისტ თეა ასათიანს არასოდეს მიუცია ინტერვიუ არც ”ნოეს კიდობნისათვის” და არც რომელიმე სხვა გაზეთისთვის. ბუნებრივია, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინმე დინარა მელიქ-ნუბაროვას არსებობაზე, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავთან ინტერვიუს გამომცხობი მიხეილ სიმონის ძე თათევოსოვი აღმოჩნდა;

– ჟურნალისტ თეა ასათიანის ფოტო, რომელიც გაზეთ ”ნოეს კიდობანში” მ. თათევოსოვის მიერ შეთითხნილ ნაყალბევს ამშვენებს, ამ უკანასკნელის მიერ „Facebook“-ზე თეა ასათიანის პირადი გვერდიდან არის აღებული და თქვენს გაზეთში ჟურნალისტის ნებართვის გარეშე დაიბეჭდა;

– პოპულარული მრავალტირაჟიანი გაზეთი ”ასავალ-დასავალი”, რომელიც უკვე 20 წელია გამოდის, ქართული გაზეთია, და არა ”ქართულ ენაზე გამოცემული”. ის მუდამ იყო და არის დამოუკიდებელი, ზეპარტიული, და არასოდეს ყოფილა ”ანტისომხური”, როგორც უმადურ ინტრიგან მ. თათევოსოვს მიაჩნია.

ქართული პრესის ფლაგმანი ”ასავალ-დასავალი” საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე და სარკეა თუნდაც სრულიად განსხვავებული, მაგრამ საქართველოში არსებული აზრისათვის. და თუკი საქართველოში ანტისომხური მოსაზრებები არსებობს კიდეც, ეს სწორედ მოფაშისტო თათევოსოვების დამსახურებაა, რომლებიც ქართველებს და სომხებს ყოფენ ”წმინდად და არაწმინდად” (”კუდიანებზე მონადირეთა” ლექსიკით, ”შურტვაცებად”, ანუ ორპირებად);

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასადმი თათევოსოვის მიერ გაცხადებული უზარმაზარი პატივისცემის, ”ხალხთა მეგობრობაზე” მისი ლაქლაქის (ყალბი, როგორც ა.წ. 9 მაისს აღმოჩნდა), დაჟინებული თხოვნისა და მრავალრიცხოვანი წერილების გათვალისწინებით, ”საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა ორიოდე თვის წინ პირადად მიმართა ”ასავალ-დასავალის” მთავარ რედაქტორს თხოვნით – აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება მიეცა მ. თათევოსოვისათვის, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან (თუმცა იქიდან გაკვეთილები ვერ გამოიტანა!) და რომელსაც საქართველოში ყველა კეთროვანივით უფრთხის (როგორც აღმოჩნდა, არც ტყუილუბრალოდ...).

”საქინფორმი” სარგებლობს შემთხვევით და ბოდიშს უხდის თავის მედიაპარტნიორს გაზეთ ”ასავალ-დასავალს”, ესოდენ დაუფიქრებელი შუამდგომლობისთვის, რომლის წყალობითაც ეს სუბიექტი ზედიზედ რამდენჯერმე მოხვდა ავტორიტეტული ქართული გაზეთის ფურცლებზე, რომლის ბანერი მუდმივად არის განთავსებული ”საქინფორმის” მთავარ გვერდზე;

– გაზეთ ”ნოეს კიდობანში” გამოქვეყნებული ავტოინტერვიუს ყველა კითხვასა და პასუხს, რომლებიც მთელ მსოფლიოზე გაბოროტებულმა შარისთავმა მ. თათევოსოვმა მოიფიქრა, ერთადერთი მიზანი აქვს – ლაფში ამოსვაროს, შეურაცხყოს და პირადი ანგარიში გაუსწოროს გარშემომყოფებს, რომლებმაც ის უკვე კარგად გაიცნეს. წამქეზებელ თათევოსოვს ნებისმიერი საშუალებით სურს, ”კანონიერი” იყოს, ამიტომ მთელი მისი ბოდვითი მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ გვარშეცვლილ სომხებზე, სადაც მოხვედრის იმედს დღემდე არ კარგავს (თუმცა მას ოპოზიციაც კი გაურბის!) – შოვინისტური სიცრუე და პროვოკაციაა, რომელიც საქართველოში ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას, საქართველოს ხელისუფლებასთან ქართველი სომხების დაპირისპირებას, საქართველოს სომხურ დიასპორაში შიდა განხეთქილებას და ქართულ-სომხური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის კომპრომეტირებას ემსახურება.

ძალიან ნაღვლიანი სურათია – მაგიდასთან მჯდომი ხანდაზმული უიღბლო კაცი, რომელიც სხვისი სახელით საკუთარ თავს შეკითხვებს უსვამს და სხვისივე სახელით პასუხობს მათ...

როგორც ჩანს, ქართველებისა და სომხების თანაბრად მოძულე ნაციონალისტის სადოქტორო დისერტაციის თემამ (”ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია”), პლუს რამდენიმეთვიანმა პატიმრობამ მ. თათევოსოვის ფსიქიკაზე ისეთი ღრმა გავლენა მოახდინა, რომ ”ახალგაზრდობის დამრიგებელი” თვითონ გადაიქცა დაკომპლექსებულ განაწყენებულ მოზარდად, რომელიც საქართველოში სომხების მდგომარეობას, პრაქტიკულად, ფაშისტურ გერმანიაში ებრაელთა მდგომარეობას უთანაბრებს. და ამას აკეთებს არა კაცურად საკუთარი სახელით ან, თუნდაც, გაი ავარას ფსევდონიმით, არამედ ლაჩრულად ქართველი ჟურნალისტის, დედის, ქართველის, ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პატივსაცემი პიროვნების სახელით, რომლის ქალის კაბას ამოფარებული, ერთდროულად უნამუსოდ დამცირებას ცდილობს!

უცნაურია, რომ გაზეთ ”ნოეს კიდობნის” რედაქტორს არ გაუკვირდა: როგორ აძლევს თავს უფლებას ქართველი ინტელიგენტი ახალგაზრდა მანდილოსანი,  ძმაბიჭურად მოიხსენიოს მასზე ასაკით ბევრად უფროსი რობერტ სტურუა ”კაი ბიჭ რობიკოდ”; უცერემონიოდ გაარჩიოს  ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის შედეგები, რისი ნებაც თავის თავს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც კი არ მისცა; მოიწონოს იმ ეკლესიების რეაბილიტაცია, რომლებსაც თვით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადავოდ მიიჩნევს; იხმაროს ორაზროვანი, ჟარგონული, სკაბრეზული გამოთქმები, მაგალითად, «шуртвацев» будем долбать», რომლებიც სტაჟიანი პატიმრის როლმორგებული ფსიქოლოგიის დოქტორისთვის არის დამახასიათებელი.

პატივცემულო გრიგორი იურის ძევ! გვინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება რაშიც გნებავთ, იმაში დავადანაშაულოთ და ვაკრიტიკოთ, მაგრამ შოვინიზმის თემა ჩვენთან მოდიდან გამოდის და ქსენოფობიის გამოვლინებები სისხლის სამართლის კანონით ისჯება, რაც აშკარად არ აძლევს ხელს ფიასკოგანცდილ "საზოგადოებრივ მოღვაწეს", მატყუარა მ. თათევოსოვს, რომელიც ცდილობს, თავისი ძირგამომთხრელი მიზნებისათვის "ნოეს კიდობანი" გამოიყენოს, როგორც ცოტა ხნით ადრე – "ასავალ-დასავალი" და “საქინფორმი”, ცდილობს, ჩვენი გამოცემები საკუთარი პიარის და სახიფათო ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისათვის ტრიბუნად გადააქციოს. ამიტომაც მოგმართავთ სწორედ ღია წერილით, რათა გამოუცდელმა მკითხველმა უნებლიეთ არ აღიქვას მ. თათევოსოვი თბილისელი სომხების ლიდერად და მათი მისწრაფებების გამომხატველად.

რამდენადაც ჟურნალისტიკისათვის უპრეცედენტო ეს ფაქტი სერიოზულ ზიანს აყენებს "ასავალ-დასავალისა" და მისი მედიაპარტნიორისაქინფორმის წლობით შექმნილ იმიჯს, გაზეთში მრავალი წლის ნამუშევარი ჟურნალისტის თეა ასათიანის პროფესიულ და მორალურ რეპუტაციას, და, აგრეთვე, შესაძლოა, მატერიალური ზარალი მიაყენოს მედიაჰოლდინგ შპს "ასავალ-დასავალს" და შპს "ნოეს კიდობანი მედიას", როგორც მედიაბიზნესის სუბიექტებს, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უარყოფა "ნოეს კიდობანის" უახლოეს ნომერში და თქვენს ვებგვერდზე, რადგან . თათევოსოვმა უკვე ფართოდ გაუწია რეკლამა თავის სისაძაგლეს («западло» –  ფსიქოლოგიის დოქტორ თათევოსოვის საყვარელი გამოთქმა!) სოციალურ ქსელ Facebook-ში. მომავალში კი ჩვენ, ყველანი,  უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა თანამემამულეებისადმი თანაგრძნობის გამო კიდევ ერთხელ არ გადავეყაროთ გაიძვერასა და თაღლითს.

P.S. სხვათაშორის, გრიგორი იურის ძევ, გირჩევთ, შეიხედოთ მ. თათევოსოვის გვერდზე „Facebook“-ში: ვფიქრობ, თქვენ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელიც  ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში და დაუბრკოლებლად გამოსცემს გაზეთს მოსკოვში, მაინცდამაინც არ მოეწონება, როგორ მოიხსენიება იქ რფ-ის პრეზიდენტი ვ. ვ. პუტინი (თუკი ამ წერილის შემდეგ კომპრომატი სასწრაფოდ არ იქნა ამოღებული ისევე, როგორც ადრე – ყალბი ინტერვიუ „კონსენსუსის ძიებაში“ „ნოეს კიდობანზე“ ბმულით). განა არ გაინტერესებთ – რა აკავშირებს თქვენს ავტორ გაი თათევოსოვს "გაი" პანფილოვთან - სომხებისა და ქალების ცნობილ მოძულესთან, ნომრიან სექსოტთან, პროვოკატორთან, ავარასთან და რუსოფობთან?

მაგრამ ეს ცალკე, საკმაოდ პიკანტური საუბრის თემაა "ნოეს კიდობანის"  ვებგვერდზე თათევოსოვის პროვოკაციის ქვეშ კომენტარების სტილში. ეჭვი გვაქვს, რომ მათ შორის ყველაზე უხამსები სხვადასხვა სახელს ამოფარებულ მოძველბიჭო ფსიქოლოგიის დოქტორს ეკუთვნის – შეამოწმეთ, თუ მათი IP არის 188.93.90.182, მაშინ ეს მიშიკ-გაი თათევოსიანია, „ყოველთა სომეხთა კონგრესის“ წევრი.

და კიდევ – გრიგორი იურის ძევ, რატომ "ნოეს კიდობანის" ვებგვერდზე, თათევოსოვის ნაყალბევის ქვეშ, არის დატოვებული მარტო პანეგირიკები მხოლოდ "კორესპონდენტის" მისამართით, „რესპონდენტისთვის“ შეურაცხმყოფელი? რეალური კომენტარები კი, მათ შორისთავად თეა ასათიანის, სადაც ის ამ იაფფასიან პროვოკაციასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, წაშლილია?! რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ამ შემთხვევაში თქვენი თანამშრომელი – საიტის ადმინისტრატორი? იცის თუ არა მან, რომ თქვენი გაზეთის ლოგოზე მითითებულია: "ნოეს კიდობანი დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური საერთაშორისო სომხური გაზეთი", და რომ ცნებები "დამოუკიდებელი" და "სომხური" ერთმანეთთან კოლიზიაში არ უნდა შევიდეს, ანუ ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს?!

P.P.S. თათევოსოვზე საქართველოში, ჩვეულებრივ, არავინ წერს, გამომდინარე ცნობილი პრინციპიდან – „არ გაქექო...“ და ა.შ. ჩვენ კი, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ავდექით და დავარღვიეთ ეს პრინციპი – პირველად და უკანასკნელად დავწერეთ მასზე, რის შემდეგაც საგულდაგულოდ დავიბანეთ ხელები, საპნით.

საქინფორმი
თბილისი, 2012 წლის 6 ივნისი