რედაქტორისგან
ალექსანდრე ჭაჭია: „ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც ერის ნორმალური მომავალი სურს, ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი თანამებრძოლია!“

1-anal-NEW-popularსახალხო მოძრაობა სამეგრელო შეიქმნა როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ეს მოხდა იმ კუთხეში, რომელიც ვერა და ვერ გაიმართა წელში «მხედრიონისა» თუ შევარდნაძის ოფიციალური სამხედრო-ბანდიტური ჯგუფების სამოქალაქო ომის, ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთში წამოწყებული ავანტიურის შედეგად ასი ათასობით დევნილის და სხვა კარგად ცნობილი ფაქტორების გამო, რაც შევარდნაძის «ბრძნულ» მმართველობას და სამეგრელოსადმი მის «განსაკუთრებულ ყურადღებას» მოჰყვა შედეგად. ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას  თავიდანვე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმმა. ამ მოძრაობის შესახებ ავრცელებდნენ ათასგვარ ჭორს და დეზინფორმაციას, თითქოს მას სურდა სამეგრელოს ავტონომია, ჰქონდა სეპარატისტული მისწრაფებები. ამ დეზინფორმატორების მთავარ სამიზნეს მოძრაობის ლიდერი, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია წარმოადგენდა,  რომლის დისკრედიტაციასაც უტიფარი სიცრუით ცდილობდნენ და ამ მიზნებისათვის პროვოკატორ მედიასაშუალებებსა და ქვებუდანობაში შემჩნეულ პირებს აქტიურად იყენებდნენ. მართალია, შევარდნაძე ოფიციალურად გადამდგარია, მაგრამ მის პილიტიკურ კურსს ღირსეული მემკვიდრე და გამგრძელებელი ჰყავს «მოქკავშირის» პირმშო «ნაცმოძრაობის» სახით, რომლის ზოგიერთი დამქაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით დღესაც არ წყვეტს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოსა» და მისი ლიდერის უპერსპექტივო დისკრედიტაციას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი პროვოკატორი გაუგონარ სიცრუეს კადრულობს, თითქოს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე მისმა ხელმძღვანელობამ ავტონომია მოითხოვა და სეპარატისტული შინაარსის განცხადებები გაავრცელა. ხელთ მაქვს და გიგზავნით სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე მისი ხელმძღვანელის გამოსვლის სრულ ტექსტს, რომელზეც იმის თქმა, რომ სეპარატიზმის მოწოდებებს შეიცავს, არის აბსურდი და შეგნებული დეზინფორმაცია. გთხოვთ მის გამოქვეყნებას, რათა ზემოხსენებულმა დეზინფორმატორებმა  ვეღარ მოახერხონ ჭორების გავრცელებით ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

 

პატივისცემით, როსტომ დანელია 

ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვა სახალხო მოძრაობა სამეგრელოს II ყრილობაზე 

. ზუგდიდი, 2001 წლის 12 ოქტომბერი 

პატივცემულო საზოგადოებავ!

ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ დღეს მიწევს ჩემი მშობლიური კუთხის მთავარ ქალაქში, ზუგდიდში, სამეგრელოს ყველა რაიონის ღირსეულ წარმომადგენლებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ყრილობა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება სამეგრელოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფოთში, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა ინიციატივით, დაარსდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო». მოგეხსენებათ, რომ ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოში. მე ვიცოდი, რომ ასეთი სახელწოდების მქონე, თუნდაც არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა შეაშფოთებდა ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს, ზოგში კი ზიზღსა და სიძულვილსაც კი გამოიწვევდა, ამიტომ მზად ვიყავი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ იმ ისტერიამ, შეთითხნილი ბრალდებების ნიაღვარმა, რომელიც თავს დაგვატყდა, ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

ჩვენ, როგორც იცით, დაგვაბრალეს «სეპარატიზმი», ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის როგორც ერთიანი ორგანიზმის უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე. დაგვაბრალეს სწორედ იმ ძალებმა, იმ პიროვნებებმა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმ . . ოპოზიციის თავკაცებმა, ვინც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს სამშობლოს, შლის ქვეყანას, ყიდის ისტორიულ ტერიტორიებს, მათხოვართა ბრბოდ აქცევს ქართველ ხალხს, კლასიკური ფორმის გენოციდს უწყობს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამ ძალების ასეთმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჩვენდამი, მოსახლეობაში, მოაზროვნე, პატრიოტულ წრეებში უკურეაქცია გამოიწვია და ის ენთუზიაზმი, რომლითაც მთელი სამეგრელო შეხვდა ჩვენი ყრილობის ჩატარებას, ამის ნათელი დადასტურებაა. არ მინდა, მოძრაობა «სამეგრელოს» შექმნის მნიშვნელობა გადავაჭარბო, მითუმეტეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ერთგვარად გაყინული, თუ შეიძლება ითქვას, «დაკონსერვებულიც» იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ გავუსვა ხაზი მოძრაობის შექმნის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს შედეგს.

ჯერ ერთი, ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ სამეგრელოს მოსახლეობას შეუძლია პარტიული დაქუცმაცებულობა გადალახოს და გაერთიანდეს, ხოლო გაერთიანების შემთხვევაში ძალუძს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ქვეყნის განვითარების მიმართულების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

სწორედ ჩვენი გაერთიანების შესაძლებლობამ, ერთად დგომის უნარმა ანტიეროვნულ ძალებში ასეთი პანიკური შიში განაპირობა. მეორეც, ჩვენს ყრილობაზე მიღებული დოკუმენტების სახით ყველას დავანახეთ, რომ სამეგრელოს საზოგადოებას ძალუძს, საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მაღალპროფესიული ანალიზი გააკეთოს. სამეგრელოს სათანადო პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ შეიმუშაოს და მთელ საქართველოს წარუდგინოს ქართული საზოგადოების პოლიტიკური სისტემის თვისობრივად ახალი მოდელი, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. მესამე, ერთიან, ზეპარტიულ ორგანიზაციაში მოსახლეობის აქტიური ნაწილის გაერთიანებით, ჩვენ დავანახეთ ხელისუფლებას, რომ რეგიონს ყურადღება სჭირდება და სამეგრელოს ინტერესების იგნორირების გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი მოქმედებით ანტიეროვნული ძალების თარეშს ბოლო მოვუღოთ.

და ბოლოს, ჩვენ პირველად ოფიციალურად და ხმამაღლა განვაცხადეთ, ყრილობის დოკუმენტებშიც აღვნიშნეთ, რომ არსებობს მეგრული ენა, როგორც სრულფასოვანი ენა, არსებობს მეგრული ენობრივი კულტურა, როგორც ქართული ენობრივი კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. არსებობს და კიდევაც უნდა იქმნებოდეს ლიტერატურული ნაწარმოებები მეგრულ ენაზე. ყველაფერი ეს პატივისცემას, შენარჩუნებას და განვითარებას ითხოვს. ჩვენ ამ თემიდან ტაბუ მოვხსენით, დღეს მეგრულ ენაზე, მეგრულ კულტურაზე გაზეთებშიც წერენ, სამეცნიერო კონფერენციებზეც ღიად ლაპარაკობენ და ეს თემა, ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის პროვოკაციული გამოხდომების მიუხედავად, ღია გახდა.

მოძრაობა «სამეგრელოს» შექმნამ (და დღევანდელი ყრილობაც ამის დადასტურებაა) გამოამჟღავნა აქტიური, პატრიოტულად ორიენტირებული, პოლიტიკურად მომზადებული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ ცენტრალურ სახელისუფლო ორგანოში სამეგრელოს ინტერესების ღირსეული წარმოდგენა. ჩვენი დღევანდელი ყრილობის შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ აქ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სხვადასხვა იდეოლოგიური შეხედულების ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს სამეგრელოსა და საკუთარი ხალხის მიმართ სიყვარული. ყველას გვესმის, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანად დავიცვათ რეგიონისა და ქვეყნის ინტერესები. ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ სამეგრელო, ისევე, როგორც მთლიანად საქართველო, მანამდე იქნება დათრგუნული, დაბეჩავებული, ღატაკი და დამცირებული, სანამ მისი მოსახლეობა პარტიული თუ მსოფლმხედველობითი ნიშნით იქნება დაქუცმაცებული და ერთმანეთს გადაკიდებული.

ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ არ მიუღია აქტიური მონაწილეობა მოძრაობა «სამეგრელოს» გასული ორი წლის პოლიტიკურ ბატალიებში. იცით, იყო აზრი იმისი თაობაზე, რომ მოძრაობა გადაკეთებულიყო პოლიტიკურ ორგანიზაციად და საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ არ მივიღეთ ეს მოსაზრება ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებდით საზოგადოების დაქუცმაცებას პარტიული ნიშნით; მე კი მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში შეიქმნება, ხალხის გამთლიანება უნდა ჰქონდეს მიზნად. მოძრაობა «სამეგრელოს», როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ჩამოყალიბება ამის საშუალებას იძლეოდა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალთა დიდი ნაწილი ერთ ბლოკად გაერთიანდა. ამ ბლოკის უპერსპექტივობა ჩემთვის ნათელი იყო, მაგრამ არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის შემთხვევაში თავიანთ გარდაუვალ წარუმატებლობას ოპოზიცია ჩვენ დაგვაბრალებდა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ იმ პერიოდში არსებულ ოპოზიციურ ბლოკს კარტბლანში უნდა მიეცეს, სამაგიეროდ დღეს ჩვენ სრული უფლება გვაქვს, განვაცხადოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას არ ძალუძს, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები გადალახოს და ჭეშმარიტი ეროვნული იდეის ირგვლივ გაერთიანდეს.

ყველა ის პირობა, რომლებმაც გამოიწვია სამეგრელოში ზეპარტიული სახალხო მოძრაობის შექმნის სურვილი ორი წლის წინ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღესაც უცვლელი რჩება. რით ვხელმძღვანელობდით ჩვენ მოძრაობის შექმნისას? იმით, რომ ახლანდელი ხელისუფლების მმართველობის წლებში სამეგრელო აყვავებული, საკმაოდ განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული რეგიონიდან გაძარცულ, გაღატაკებულ და ჩამორჩენილ პროვინციად გადაიქცა, უმუშევარი მოსახლეობით, ემიგრაციის კატასტროფული დონით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით, გაყინული კულტურული ცხოვრებით. აფხაზეთის დაკარგვისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკეტვის შედეგად სამეგრელო გეოეკონომიკურ ჩიხში მოექცა. უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს ემატება ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი ის დამცირება, ტანჯვა და შეურაცხყოფა, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ მიაყენა სამეგრელოს მოსახლეობას. როდესაც მე მსაყვედურობდნენ იმის თაობაზე, რომ სამეგრელოს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობას ვუსვამდი ხაზს და მეუბნებოდნენ, რომ ყველა რეგიონი დიდ გაჭირვებას განიცდის, მე ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ: ჯერ ერთი, რა საამაყო და სატრაბახოა, რომ მთელი ქვეყანა გაჭირვებასა და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. მეორეც, სამეგრელომ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უმძიმესი და უსასტიკესი მორალური დარტყმა მიიღო, რომელიც თავისი სიმძიმით ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეს ერთად აღებულს უდრის. საქართველოს სხვა რეგიონებს, საბედნიეროდ, ანალოგიური დარტყმა არ მიუღიათ.

სწორედ ამიტომ ვამბობდი და ვამბობ, რომ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, იმ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ვისაც საქართველოს გადარჩენა სურს, სამეგრელოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული ზრუნვა მართებთ. მაგრამ ეს გარემოება ახლანდელი მმართველი ელიტისთვის, ინტელიგენციის ე. წ. ელიტარული ნაწილისთვის არც გასაგებია და არც მისაღები. ისინი, დიდი ხანია, მოწყვეტილნი არიან ქართულ ეროვნულ სხეულს, მათთვის უცხოა ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების პრობლემები. მეტიც, მთელი მათი მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში საფუძველს გვაძლევს, განვაცხადოთ, რომ ქვეყნის დაშლა, ქართველი ერის დაქუცმაცება და საბოლოოდ მისი მოსპობა მათთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. არსებობს ერთადერთი საშუალება, ვაიძულოთ მათ ქვეყნისა და ერის ინტერესების დაცვა. ეს საშუალება  ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ რას წარმოადგენდა ან რას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით სამეგრელო? დიდი მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ გენოციდი, შეურაცხყოფა, გაღატაკება თავს დაატყდა სამეგრელოს იმიტომ, რომ ამ პერიოდში სამეგრელო არ წარმოადგენდა და არც დღეს წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას. ჩვენ არ გაგვაჩნდა და არც დღეს გაგვაჩნია ის ერთიანი საზოგადოებრივი ძალა, რომელიც აიძულებდა ანტიეროვნულ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ, თუ არ იზრუნებს, ხელი მაინც არ შეუშალოს რეგიონის განვითარებას.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სამეგრელოს პრობლემებზე, სამეგრელოს მოსახლეობის გაჭირვებულ მდგომარეობაზე, სამეგრელოს პერსპექტივებზე ნებისმიერი მსჯელობა გარკვეულ წრეებში მაშინვე იწვევს ბრალდებას სეპარატიზმში. თვით სიტყვაც კი «სამეგრელო» ზოგიერთის ავადმყოფურ აზროვნებაში სეპარატიზმთანაა დაკავშირებული. ამ სენმა ისეთი გავრცელება ჰპოვა, რომ თვით მეგრელებიც კი ერიდებიან სამეგრელოს სავალალო მდგომარეობაზე, მეგრულ კულტურასა თუ სპეციფიკაზე საჯარო საუბარს, ამ ბრალდების თავიდან ასაცილებლად. მეტიც, ამ ბრალდებებმა ჩვენს ხალხში თავისებური არასრულფასოვნების კომპლექსიც კი ჩამოაყალიბა. ჩვენ იძულებულნი ვართ, სულ ვუმტკიცოთ ვიღაცას, რომ ვართ ქართველები, რომ მთელი საქართველოს ტკივილი ისევე გვტკივა, როგორც ჩვენი კუთხის, ჩვენი ოჯახის სატკივარი. ამას ვუმტკიცებთ, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იმ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც თვითონ წლების განმავლობაში ანგრევენ ამ ქვეყანას და სპობენ ყველაფერ ქართულს. მოძრაობა «სამეგრელოს» წინა ყრილობა სწორედ ამ კომპლექსისგან გათავისუფლების ცდა იყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერი გვჭირს საკომპლექსო.

იმ უვიც, გაუნათლებელ, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკანებსა თუ ფსევდოინტელიგენტებს შევახსენებ, რომ სამეგრელოს მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდნენ კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება. იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება ქართულ ისტორიაში, ვისაც ერთიანი საქართველოს შექმნისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე გიორგი ჭყონდიდელმა გააკეთა. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართველოს, მათ შორის თბილისის, აფხაზეთის გაქართველებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე ლავრენტი ბერიამ გააკეთა. დამისახელოს ვინმემ პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი გაერთიანებისთვის, ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისთვის, ქართული სულის ამაღლებისთვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე ეს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა.

ნუთუ არ რცხვენია ვიღაც პოეტსა თუ მსახიობს ამის შემდეგ სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება? მაგრამ ისინი სეპარატიზმს ეძახიან იმას, როდესაც ადგილობრივი ადამიანი, მათივე ბანდიტური თავდასხმებით გაუბედურებული, მათივე ეკონომიკური პოლიტიკით გაღატაკებული, მათივე სოციალური პოლიტიკის გამო უმწეო, მათივე ქმედებებით დაცემული, მშიერი, მომაკვდავი, ყვირის: რას შვრებით, ხალხო, რატომ მკლავთ? პასუხად გაისმის: არ მოგწონს, პროტესტს აცხადებ? ე. ი. სეპარატისტი ხარო.

მიზანმიმართულად ყალიბდება აზრი, რომ სამეგრელოს მოსახლეობის მიერ ნებისმიერი უკმაყოფილების გამოხატვის ნებისმიერი ფორმა სეპარატიზმს ისახავს მიზნად, . . ჩვენ ჩუმად, უსიტყვოდ, უპროტესტოდ უნდა დავიხოცოთ, თორემ ყველა სხვა შემთხვევაში სეპარატიზმს დაგვაბრალებენ. ბევრი ჩემი მეგობარი, აქაური მკვიდრი, სისტემატურად მაფრთხილებს: შენი ჭირიმე, არ თქვა არაფერი სამეგრელოზე, თორემ სეპარატიზმს დაგაბრალებენო. ასეთი ქცევა, ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის, ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. მეტიც, ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დაშლილ, დანგრეულ, დაქუცმაცებულ, ეკონომიკურად და ზნეობრივად დაცემულ, შეურაცხყოფილ საქართველოში ჩვენ ისევ და ისევ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გამაერთიანებელი როლი უნდა შევასრულოთ. მეგრელებისთვის, ისევე, როგორც სხვა ქართველებისთვის, ცხოვრების არეალს მთელი საქართველო წარმოადგენს. თუ ახლანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთი კუთხე – აფხაზეთი მეგრელებისგან გაათავისუფლა, ნუ ექნება იმის იმედი, რომ სხვა კუთხეებიდანაც გაგვდევნის და რომელიღაც გამოყოფილ «სამეგრელოს რესპუბლიკაში» ერთად მოგვიყრის თავს.

ახლა მინდა შევეხო ისეთ სათუთ, ასე ვთქვათ, დელიკატურ საკითხს, როგორიცაა მეგრული ენის არსებობა და გამოყენება. სამწუხაროა, რომ მე, ქართველი კაცი, იძულებული ვარ, ერთ-ერთი ქართველური ენის შესახებ, როგორც დელიკატურ საკითხზე ვილაპარაკო. მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ენა, რომელზეც ქართველთა ერთი მესამედი ლაპარაკობს, უძველესი ენა, რომლის ლექსიკური მარაგი ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში, ქართველების მიერვე ხან კილოთი, ხან დიალექტით, ხან დამახინჯებული ქართულით იწოდებოდა. მინდა შეგახსენოთ აკაკი წერეთლის სიტყვები: «მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-თათრულ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს. და მეგრულ ენაში კი შენახულან მარგალიტებად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერალ-მწიგნობრებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსოს დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი». ეს არის





E-mail: saqinform@mail.ru