პუბლიკაციები
საქინფორმის მთავარი რედაქტორი მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს („ПИК“, ივანიშვილი, რუსული ენა, ეროვნული უმცირესობები)

1-analitneW-gruzმკითხველმა გიორგიმ საქინფორმის რედაქციაში დარეკა: „წავიკითხე თქვენი სარედაქციო წერილი „ПИК“ – პირველი დივერსიული კავკასიური და პრეზიდენტ სააკაშვილის პიკის ქალები. მთლიანად ვიზიარებ რედაქციის აზრს. მხოლოდ დასანანია, რომ შეკვეთილი არაობიექტური კონტენტის გამო რუსულენოვანი ტელეარხი დაიხურება და საქართველოში რუსულ ენას კიდევ უფრო ნაკლებად გავიგონებთ...“

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: „პატივცემულო გიორგი! ფაშისტებიც თვითმფრინავებიდან რუსულ ენაზე შედგენილ პროკლამაციებს ყრიდნენ, რომლებშიც ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ, კარგ ცხოვრებას და რუსეთის კომუნისტური უღლისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ახლა ჩვენს ცნობიერებას რუსულ ენაზე „ПИК“ წამლავს თავისი ანტირუსული პროპაგანდით: რა განსხვავებაა?!  ეს არის საქართველოს მტრის ხმა, ოღონდ რუსულ ენაზე, რომელსაც უნდა, საბოლოოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს ქართველები და რუსები.

ამიტომ ახალ მთავრობას იმ სექსოტებით, პროვოკატორებით, ლიბერტარიანელებით და ქსენოფობებით დაკომპლექტებული ტელეარხის შენარჩუნება კი არ უნდა ვთხოვოთ, სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილს და კათოლიკოს-პატრიარქს რომ ლანძღავენ, არამედ აკრძალვის მოხსნა რუსული ტელეარხების ტრანსლაციაზე, როგორებიცაა „ОРТ“, „НТВ“, „РТР“ და სხვები, რომლებიც სააკაშვილის მთავრობამ აკრძალა, ისევე, როგორც ფაშისტური გერმანიის მთავრობა კრძალავდა მოსკოვის მოსმენას.

რა სიმართლის ეშინოდათ ჰიტლერს და სააკაშვილს, რა არ უნდა გვცოდნოდა? რატომ არიან იძულებულნი რუსულენოვანი ტელემაყურებლები, საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ „ПИК“-ის საშუალებით გაიგონ?! „ПИК“ იყო ს





E-mail: saqinform@mail.ru