უცხოეთი
ობამამ პენტაგონისა და ცსს-ის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარადგინა

obama-predlozhil-ucxსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მეორე საპრეზიდენტო ვადისას ახალი ადმინისტრაციის ფორმირებითაა დაკავებული. მან თავდაცვის მინისტრისა და ცსს-ის ხელმძღვანელთა კანიდატები დაასახელა.

თუ წამოყენებულ კანდიდატებს სენატი მოიწონებს, მაშინ პენტაგონს სათავეში ჩაუდგება ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი, რომელიც ობამამ „ნამდვილ პატრიოტად“ დაახასიათა, ხოლო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი პრეზიდენტის მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლაში ჯონ ბრენონი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ცსს-ის დირექტორის ადგილი დევიდ პეტრეუსის სკანდალური გადადგომის შემდეგ გათავისუფლდა.

რაც შეეხება ბრენონს, იგი ქვეყანაში კონტრტერორისტულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანია.