რელიგია
ილია მეორე – კონფერენციის – „ტრადიციული ფასეულობები და დემოკრატიული თავისუფლებები თანამედროვე სამყაროში“ – მონაწილეებს

1-relig-zemotსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. მართლმადიდებლური სულიერი ტრადიციების მქონე ქვეყნების პარლამენტარების, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების თანამშრომლობის განმტკიცების პროგრამის განვითარების მიზნით მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (МАП) მხარდაჭერის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის მხარდაჭერით, მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საზოგადოებრივი ფონდი (МОФЕПН) 2013 წლის 17-20 თებერვალს ქალაქ ვარნაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ტრადიციული ფასეულობები და დემოკრატიული თავისუფლებები თანამედროვე სამყაროში“.

17 თებერვალს, კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოვიდა ღვთისმეტყველების მაგისტრი, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, რომელმაც  წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მისასალმებელი სიტყვა კონფერენციის მონაწილეებისადმი (ტექსტის ორიგინალი წაიკითხეთ ქვემოთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელმოწერილ ბლანკზე):

1-relig-mt