პუბლიკაციები
„ამერიკული მედია სიყალბეს ავრცელებს! მოუსყიდავ ჟურნალისტებს მოელით უმუშევრობა, ციხე ან...“

1-aqt-1-jurn-mtსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამერიკული ტელეარხი CNN-ის ყოფილი კორესპონდენტის ემბერ ლიონის განცხადებით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები ახალი ამბებით მანიპულირებენ და გაწეული სამსახურისთვის ფულად ჯილდოებს ხშირად იღებენ.

ტელეარხზე მუშაობის დროს მას დეზინფორმაციის გავრცელებას აიძულებდნენ – არ ჰქონდა უფლება გაეშუქებინა ის ინფორმაცია, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას ხელს არ აძლევდა და სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების მხრიდან აგრესია ირანისა და სირიის მიმართ.
ლიონის განცხადებით, ამერიკული მედია ანტიირანულ პროპაგანდას ეწევა, რათა საზოგადოების თვალში ირანზე თავდასხმის იდეა გაამართლოს. მიმდინარეობს ირანისა და სირიის დემონიზაცია!“.

ლიონმა დაადასტურა, რომ CNN-ის თანამშრომლები ამერიკის მთავრობისა და სხვა ქვეყნებისგან ჰონორარებს იღებენ გაყალბებული სიახლეებისათვის, მათი შინაარსის მიხედვით.

ჟურნალისტის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაცია ბოროტად იყენებს კანონს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის შესახებ, რაც ხელისუფლებას მათი პოლიტიკის წინააღმდეგ ნებისმიერი გამოსვლის აღკვეთის შეუზღუდავ, დიქტატორულ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ემბერ ლიონმა შეშფოთება გამოთქვა იმ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა უკვალოდ გაუჩინარების გამო, რომელთა საქმიანობაც ამერიკის მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამებოდა. ისინი, შესაძლოა, დააპატიმრონ და ტერორიზმის ბრალდებით აწამონ. ასე დააკავა გფბ-მ ყოფილი ამერიკელი სამხედრო ბერნადონ რობი იმისათვის, რომ ის Youtube-ზე აშშ-ის მთავრობის გამაკრიტიკებელ ინფორმაციას აქვეყნებდა.

1-aqt1-jurn-qv