პუბლიკაციები
რეზო ამაშუკელი: ,, მივმართავ მთავრობას, რამეთუ მაინტერესებს და ჩემთვის დღემდე უცნობია. ვინ არიან ის ჯგუფები ვინც დღემდე წლებია უშედეგოდ მონაწილეობას იღებს შეხვედრებში კონფლიქტების დარეგულირებისათვის ...”

analit-amaSukeliსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. როგორც სახალხო საზოგადოებრივი დიპლომატიური ორგანიზაციის ,,ქართულ-ოსური მისიის ''თავმჯდომარე ბატონი რეზო ამაშუკელი აცხადებს,  გაოცებას ვერ მალავს და უცნობია დღემდე მისთვის  თუ ვინ  და რომელი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას შეხვედრებში კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, რომელსაც წლებია უშედეგოდ წარმართავენ :

,,გუშინ  16 04.2013წ. ერგნეთიდან  სატელევიზიო ჩართვა   ,,იმედთან'' კადრების ნახვის შემდგომ გაოცებული დავრჩი, როცა ვიხილე ერგნეთში მოეწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 33-ე სამუშაო შეხვედრა, რომელიც წარუმატებელი წინა და 32 -ე შეხვედრების გაგრძელებაა, სადაც  მონაწილეობდნენ  ისევ ძველი, წარუმატებელი  კადრები მოსალაპარაკებლად, რომელთა წინ და უკან გასართობ სიარულმა წლებია არაფერი შედეგი არ მოუტანა ქვეყანას.

იმ ადამიანების ხილვით , რომლებიც დიდი დროა  ამ საქმეში მონაწილეობდნენ და თვითოეული შეხვედრა  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გასართობ  ტურისტულ  მოგზაურობად აქციეს  აღმაშფოთა. ნუთუ არ სცხვენით, რომ უამრავი წლები მათ  მუშაობას არაფერი სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია და დღესაც აგრძელებენ იგივეს! აქაც პატარა სამეგობროს წრე ტრიალებს და გავიგებთ იმასაც ვინ არის ამის თავი და წამომწყები, ჩვენ არ გვეჩქარება, თუმცა დეტალები   ცნობილია...მაინტერესებს ძალიან  რის მიხედვით არჩევენ კანდიდატებს და უწყებებს  მოლაპარაკებებში ჩასართავად, ვის გვეკითხებიან? როგორც დაუკითხავად იხტუნავეს და იყელყელავეს,  ისეც მოიტეხეს კისერი და  ისეთი შედეგებიც  გვაქვს სახეზე. თავი დაანებონ წინ და უკან უაზროდ სიარულს და თავგამოდებას. აღარ არის თამაშების  დრო, რამეთუ ამ თამაშმა დააზარალა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

,,ქართულ-ოსური მისიის '' თავმჯდომარე  ბატონი რეზო ამაშუკელი გამოდის წინადადებით და მიმართავს მთავრობას: რომ აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს სპეციფიკურ  საკითხებზე, როგორიცაა კონფლიქტების დარეგულირება, სამუშაო პროცესებში  შეხვედრების დროს მონაწილეობა უნდა მიიღოს, არა ერთ პატარა შეთითხნილ ჯგუფმა, არამედ ყველა იმ სამინისტროსა და  უწყების თითო ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლებიც ძირითადად დევნილებისა და კონფლიქტების საკითხებზე მუშაობს, რათა სამუშაო პროცესი ჩვენთვის,  საზოგადოებისათვის გამჭვირვალე  და ნათელი იყოს. ამიტომ ყველა ამ  სამინისტროებს და უწყებებს წერილობით  მივმართავ:  რომ აღნიშნულ უწყებებში დოულად  დასაქმდეს და ჩაერთოს  სახელმწიფო სამუშაო პროცესებში  ,,ქართულ -ოსური მისიის''  ის  წევრები,  რომელთა წარმატებულმა მოღვაწეობამ  ქვეყანას ავტორიტეტი და სახელი შესძინა სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მეცნიერება , კულტურა, ხელოვნება, სპორტი და სხვა.

შსს   ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის  დავით სუჯაშვილის გულწრფელმა განცხადებამ გამაოცა იმასთან დაკავშირებით, რომ  თურმე ოსური მხარე , მიუხედავად ეუთოს ელჩის ჩარევისა ,,ზარდიიანთ კარის პრობლემაზე'' კავშირზე არ გამოსულან. აბა სხვას რას ელოდით.

ამიტომ გთხოოვთ  ნუ გააგრძელებთ ნურც შსს კონფლიქტის ზონისათვის უცნობი ადამიანების გაგზავნას მოსალაპარაკებლად. გააგზავნეთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ახლი სახეები,  რომლისთვისაც ნაცნობია კონფლიქტის ზონაც და კონფლიქტის ხასიათიც, ვისაც ასე თუ ისე იმაზე  მეტად ეთქმით სიტყვა, ვიდრე არაადგილობრიებვს. ნუ გავაგრძელებთ ძველი ხელისუფლების გზას, რომელმაც წარმატებული  არაფერი მოუტანა ქვეყანას და დაგლეჯილ, დაქუცმაცებული სახელმწიფო შეგვატოვეს ხელში“.

,,ქართულ-ოსური მისიის'' თავმჯდომარე   რეზო ამაშუკელი

17.04.2013