რელიგია
ილია მეორე: „როდესაც გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ ადიდებენ უფალს, რომელიც ჩვენშია“

relig-mtსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 28 აპრილს ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ ადიდებენ უფალს, რომელიც ჩვენშია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ხოლო ბზა არის სიმბოლო ძლიერებისა, განახლებისა და ის უნდა შევინახოთ მთელი წლის განმავლობაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ფიზიკური და სულიერი ძალა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ჩვენ ყოველდღე შევთხოვთ უფალს მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. ჩვენი ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარივერტიკალისწრაფვა ღვთისაკენ და ჰორიზონტალისწრაფვა ხალხისაკენ. ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ ჯვარს ქმნის. ჯვარი გეწეროთ. ყოვლადწმიდა სამებამ დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

გუშინ სამების საპატრიარქო ტაძრიდან სრულიად საქართველოს ბზობა მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელიც მეუღლესთან ერთად სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერებას, გაძლიერებას და  გამრავლებას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს და ჩვენს სამშობლოს. მრავალს დაესწარით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

relig-1
relig-2
relig-3