პუბლიკაციები
მიხეილ ხუბუტიას სურს, 500-700 ბავშვი იშვილოს და ამ საქმეზე თავდაპირველად 100 მილიონი დოლარი დახარჯოს

analit-xubutiaსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათა საბჭოს წევრმა მიხეილ ხუბუტიამ და ბიზნესმენთა ჯგუფმა გადაწყვიტეს შექმნან სკოლა ნიჭიერი ბავშვებისათვის მცირედ უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, რომელშიც მიიღებენ ნიჭიერ ბავშვებს მთელი რუსეთიდან. ამის შესახებ “Вести ФМ"-ის დილის ეთერში თავად მიხეილ ხუბუტიამ  განაცხადა.

ისეთ ხალხს ვემავსები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ცხოვრებაში. კობზონი ებრაული წარმოშობისაა, მაგრამ მასზე უფრო რუს ადამიანს მე არ ვიცნობ. მეც მინდა, ამ საქმეი მას ვგავდე და საკუთარი კვალი დავტოვო.

მას შემდეგ, რაც ჩვენ, უნდა აღვნიშნო, რომ სამართლიანად, ავკრძალეთ ამერიკელების მიერ ჩვენი ბავშვების შვილად აყვანა, რატომ უნდა გახდნენ ისინი ამერიკელები, როცა ჩვენთან ისედაც დიდი დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს? ახლა პროპაგანდა ტარდება, აქაოდა, ბავშვები იშვილეთო... ჰოდა, მინდა ვიშვილო, ოღონდ არა მცირე რაოდენობით, არა 2-3, არამედ 500-700. ამიტომ გადავწყვიტე, შევქმნა სკოლა ნიჭიერი ღარიბი ბავშვებისათვის. ეს უდიდესი სამუშაოა, გარდა იმისა, რომ საწყისშივე ეს უკვე 100 მილიონ დოლარი ჯდება, ეს ჯოჯოხეთური სამუშაოცაა, ვინაიდან მასწავლებლების შესარჩევად ცალკე კონცეფციას ვქმნით.

მე კი ამას ვაკეთებ, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათა საბჭოს წევრი. და როცა ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ეს იდეა მოვახსენე, მან მხარი დამიჭირა. მერე მერთან მივედი, სერგეი სემიონოვიჩთან, მას ნამდვილად ძალიან გაუხარდა. შევთავაზე სკოლის აშენება მოსკოვის ოლქში. მინდა ვალი მოვიხადო სამშობლოს წინაშე. მხოლოდ მე კი არა, ხომ მყავს თანამოაზრეები, წესიერი ადამიანები, რომლებსაც სამშობლო უყვართ და ამგვარად სურთ თავისი წვლილის შეტანა“.