პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: “ჩემთან ძალიან ბევრი მოდის, მეკითხება, მიმტკიცებს, რომ პუტინის მეგობარია… ყველას ვერიდები და ვფრთხილობ, რადგან სიტუაცია, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ, ძალიან რთულია დღესაც”

1-analit-2-inter-a-4საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჯორჯიან თაიმსის ექსკლუზიური ინტერვიუ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს აფასებს. Georgian Times-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერი შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, საგარეო ურთიერთობებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე საუბრობს.

- რა შეფასებას მისცემთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებას? არის ეს სამართლიანობის აღსრულება, რასაც ქართული საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს თუ პოლიტიკური დევნა, როგორც ამას თქვენი ოპონენტები აფასებენ? მოხდება თუ არა სხვა დამნაშავე კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა?

- ერთ-ერთი დაპირება, რაც ჩვენ მოსახლეობას არჩევნების პროცესში მივეცით იყო ის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს. ცოტა გაჭიანურდა პროცესები, რამეთუ ჩვენ პროკურატურის საქმიანობაში შეგნებულად არ ვერევით, მაგრამ ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო პროცესები. ამას უყურებენ უცხოელებიც, დამკვირვებლები და სხვები, საზოგადოება ღელავდა და დღესაც ღელავს. კარგია, რომ მოთმინების გამომუშავებაც ვისწავლეთ და არა ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა, რომ ჩვენ სწრაფად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და ერთი უბედურებიდან მეორეში ვვარდებოდით.

პროცესების პოლიტიკური შეფასება, რომ თითქოს ეს პოლიტიკური დევნაა, ან შერჩევითი სამართალი მიმდინარეობს, მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა აღარავინ აღარ ამბობს, თუმცა დასაწყისში, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ უცხოელს ჰქონდა მსგავსი დამოკიდებულება და ეჭვები - ამერიკელებსაც და ევროპელებსაც.

6 თვის განმავლობაში ახალ მთავრობასთან დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა, მათ დაინახეს რეალურად ჩვენი სახე. ამას ნაწილობრივ დაეხმარა ჩემი ვიზიტები ევროპაში. შესაბამისად, მსგავსი კითხვები აღარ ისმის. თქვენ თუ ნახეთ განცხადება ქალბატონი ეშტონის და ფულეს, რომელსაც მეც პასუხი გავეცი, იქ ზომიერებაა. რა თქმა უნდა, ევროპაც შფოთავს და ამერიკაც. ეს ნორმალურია, რადგან როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრს დააკავებენ, კითხვები ჩნდება.

ვისარგებლებ შემთხვევით და ხაზს გავუსვამ, რომ პოლიტიკურ დევნას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩვენი გუნდი და მე პირადად, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი განხორციელდეს.

- უნდა დარჩეს თუ არანაციონალური მოძრაობამთავარ ოპოზიციურ ძალად, როცა მისი წევრები დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები არიან და რა პერსპექტივები აქვთ სხვა ოპოზიციურ ძალებს? როგორ აპირებთ ისეთი სისტემის შექმნას, რომ მართლა ოპოზიცია შეიქმნას საქართველოში და არა <