პუბლიკაციები
ძველი პუბლიკაციის კვალდაკვალ: „აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს, ულვაშითა და ბლანჟით შაჰ აბასს ძალიან რომ ჰგავს, ერთი სიტყვით შეეძლო სისხლისღვრის შეჩერება 26 მაისს, თუმცა ეს არ გაუკეთებია! უფრო მეტიც...“

1-analit-a2-slediსაქართველო, 2011 წლის 26 მაისის დილა, საქინფორმი. დიახ, აქ, გოლგოთად ქცეულ ადგილას, ჩვენ, ქართველები, ტრადიციულად ვხოცავთ ერთმანეთს, ბოლო წუთებში ჩვენს გონზე მოყვანას ლამობს პატრიარქი, რომლისაც, ასევე ტრადიციულად, არ გვესმის...

ისტორია ყველა ამ მოვლენას თავისებურად შეაფასებს: „სისხლიან კვირად“ მონათლულ 1989 წლის 9 აპრილს, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის „თბილისის რევოლუციას“, 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციასა“ და გუშინდელ – 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიას (როცა, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმისკოლექტივისდა სამწუხაროდ, მოვლენები ჩვენი სააგენტოს მიერ 24 მაისისა და 25 მაისის ანალიტიკურ მასალებში პროგნოზირებული სცენარის მიხედვით წარიმართა, მცირეოდენი და მეორეხარისხოვანი კორექტივებით).

თუმცა დღეს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ: 2011 წლის 26 მაისს საქართველოში კვლავ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც კარდინალურად შეცვალა მისი ისტორია და დამოუკიდებლობის დღის 20 წლის იუბილე გლოვის დღედ აქცია! განა 20 წლის წინათ ან, თუნდაც, გუშინ ვინმე ივარაუდებდა, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის დამრბევი გენერალ როდიონოვის სპეცრაზმი სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეებად მოგვეჩვენებოდა საქართველოს შსს სპეცრაზმთან შედარებით, რომელმაც წუხელ ღამის სადამსჯელო სპეცოპერაცია იმავე ადგილას ჩაატარა?!

დაშლა კი არა, სწორედაც რომ სადამსჯელო სპეცოპერაცია განახორციელეს ღამით ჩვენმა უშიშარმა პოლიციელებმა საკუთარი უიარაღო ხალხის წინააღმდეგ, გულგრილად რომ შემოარტყეს ალყა მომიტინგეთა პერიმეტრს და ყველა მხრიდან ერთდროულად თავს დაესხნენ, წამოეწეოდნენ რა და გზადაგზა ხელთ იგდებდნენ – რეზინის ხელჯოხებით, მუშტებით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლით ცელავდნენ და წამლავდნენ მხუთავი გაზით!

დიახ, თბილისის ცენტრში გუშინ იყო გაზის სექტორი, მაგრამ კვამლის საფარმა ვერ დაფარა საშინელი რეალობა:

– რომ პოლიციელები, სპეცრაზმი – ესეც ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი შვილები და ქართველები არიან: დღევანდელი დღიდან უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი არიან გამოწვრთნილი ტერმინატორები, რომლებიც თავიანთი ხელმძღვანელობის ბრძანების შემთხვევაში მზად არიან, მოკლან მშობელი დედა!

– რომ ამერიკის შეერთებული შტატები – საქართველოს მეგობარი და პარტნიორია: დღეიდან ნებისმიერი ქართველისთვის, რომელსაც აზროვნება ჯერ კიდევ შერჩენია, ჯონ ბასი და შაჰ აბასი არის ერთი და იგივე! აშშ-ის ელჩს საქართველოში, ულვაშითა დაბლანჟეწვერით ძალიან რომ ჰგავს ირანის იმ შაჰს, წუხელ ერთი სიტყვით შეეძლო სისხლისღვრის შეჩერება, თუმცა ეს არ გაუკეთებია. უფრო მეტიცტრაგედიამდე ორი საათის წინ მოიწონა ხელისუფლების თვითნებობა, როცა სატელევიზიო განცხადებაში დემონსტრანტები მონათლა რადიკალებად, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ დაძაბულობა და კონფრონტაცია“, ანუდესტრუქციულ, საზოგადოებისათვის საშიშ და გასანეიტრალებელ ელემენტებად!

ამგვარად აშშ-მ 2011 წლის მაისში მორიგ ჯერზე უგანა პრეზიდენტ სააკაშვილს (როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა არ გადაათქმევინა, დაეწყო საომარი მოქმედებები), რადგან ის თავისი უზომო ამბიციებითა და რუსეთთან მტრობით ამერიკისთვის მიუღებელი ხდება. მის გამო საქართველოს ვერ იღებენ ნატოში, რადგანაც საქართველოს წევრობის შემთხვევაში სააკაშვილი ალიანსისგან მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას რუსეთთან ომის გზით. ამიტომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მიშას დისკრედიტაცია, თანაც კომპრომატი არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს რუსეთს. ამისათვის სააკაშვილი ჯერ სომხად გამოაცხადეს (ტელეკომპანია „იმედი“, 2011 წლის 19 მაისი, „ქრონიკა“ 20:00 სთ.), წუხელ კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აიძულეს, დაეღვარა საკუთარი ხალხის სისხლი, რითაც სისხლიან დიქტატორად გამოაცხადეს.

თუმცა მიშა იმიტომაცაა მიშა, რომ მოვლენებს მაინცმტრისა და ოკუპანტისსაწინააღმდეგოდ შემოატრიალებს: „უახლოეს დღეებში რუსი ჯაშუშებისა და საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ მორიგ სერიას შემოგვთავაზებენ და მასობრივ დაპატიმრებებსაც განახორციელებენ.

შეგნებულად არაფერს ვამბობთ დარბეულ ოპოზიციაზე – მათ მიზნებსა და ტაქტიკაზე საკმარისია ნათქვამი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ზემოხსენებულ ანალიტიკურ პუბლიკაციებში. დავძენთ მხოლოდ, რომ ის პოლიტიკოსები, ვისაც გუშინ ჭკუა, მოქალაქეობრივი გამბედაობა და პატრიოტიზმი ეყო, საპროტესტო აქციას შეერთებოდა, თავისი სისხლით მოიპოვა საგზური საქართველოს ხვალინდელ დღეში, ყველა დანარჩენმა კი დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოქმედი ხელისუფლების ანტურაჟად და ნამდვილ ქართველ პოლიტიკოსად დარჩა. მფრინავებს აქვთ ასეთი ცნება – „არდაბრუნების წერტილი“: ასე უწოდებენ სიტუაციას, როცა აფრენისას, ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, თვითმფრინავის გაჩერება არ შეიძლება. ჰოდა, გუშინ თავისი არდაბრუნების წერტილი გამოსცადა საქართველოში ყველამ – ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც.

P.S.წუხელ თბილისში, თითქოსდა სააკაშვილის შეკვეთით, ძლიერი თავსხმა წამოვიდაწვიმა ხომ ყველა ნაკვალევს შლის, თუნდაც ის სისხლიანი ნაკვალევი იყოს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი