რელიგია
მ ი მ ა რ თ ვ ა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს

1-mimartva-propagandaსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი.
მ ი მ ა რ თ ვ ა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
ასლი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-
(დაუყოვნებლივ რეაგირებისათვის)
როგორც ცნობილია, 1 ივნისი - საქართველოში, მოციქულთა სწორი განმანათლებელის, წმ. ნინოს შემოსვლის და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ 24 მაისს ქართველთა თვითმყოფადობის სიმბოლურ - დედაენის ძეგლის ადგილზე გაუკუღმართებული სქესობრივი ორიენტაციის მოქალაქეთა მიერ შებილწვის პრეცენდენტი შედგა და ,,არა” თეოკრატიას“ ლოზუნგის აღმართვა მოხდა, უთუოდ შემდეგი უნდა მოგახსენოთ.

გარკვეულ პოლიტიკურ მიმდინარეობათა თუ იუდას ვერცხლის თაყვანისმცემელმა საზოგადოების ნაწილმა განაცხადა: ეკლესია ძალადობას ნერგავს და სახელმწიფოს საქმეებში ერევაო.

ქრისტიანთათვის ბიბლიური ფასეულობანია მთავარი. ამიტომ, ადამიანის უფლებათა დაცვის ვეტერანი (და არაგრანტირებული) წარმომადგენლები ვალდებულნი ვართ, შევნიშნოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ანტიქრისტიანული დემაგოგიის ცთომილება, რა არის მისი გამომწვევი მიზეზნი და გაგიზიაროთ ივნისის (მოსალოდნელ, მომდევნო) პროპაგანდისტული გეიგამოსვლების გასანეიტრალებელი ოფიციალური საშუალებანი.

მართალია, ეკლესია არ ერევა პოლიტიკასა და ქვეყნის საერო მართვის საკითხებში, და არც არასდროს ქადაგებდა თეოკრატიას, მაგრამ არსებობს ბიბლიური აქსიომა, რომელიც გარდუვალი ვალდებულების წინაშე აყენებს მთავრობას და აცხადებს, რომ ხელისუფალნი ,,კეთილისმოქმედთათვის კი არა ­ ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი;… კეთილი ჰქმენ და იქები მისგან. რადგანაც ღმრთის მსახურია იგი, შენდა სასიკეთოდ; მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი ასხია მახვილი: იმისათვის, რომ ღმრთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ“ (რომ. 13,3,4).

ვერავინ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ქვეყნის უაღრესად ამორალიზაციის, დემოგრაფიულად თუ ტერიტორიულად შესამცირებელი და ერის სულიერი გენოციდის, გადასაშენებელი, ფსევდოდემოკრატიის დიქტატი - უკიდურეს ბოროტებას არ წარმოდგენს.

უტოპიაა, რომ არ იქნება გლობალური ომი. ზუსტად რომელ წელს და რომელი გეოგრაფიული წერტილიდან გაღვივდება ის, მართალია, არ ვიცით, მაგრამ გარდაუვალი საერთაშორისო მოვლენა, საერთო შეჭირვების ჟამს (დაჩქარებული ტემპით), უპირველესად მცირერიცხოვან ერებს ავნებს, მით უმეტეს, ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობის ქვეყანას შეიძლება შეეხოს ეს, როგორიც საქართველოა. აქედან გამომდინარე კი - ე.წ. იდენტობის ლოზუნგით დემოგრაფიული რეგულირების პრობლემა ჩვენი ქვეყნის მკვიდრთათვის მრავალგზის უფრო საგანგაშოა, ვიდრე დიდი სახელმწიფოებისათვის.

ახლა ისმის ელემენტარული კითხვა: - როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია მაშინ, როცა ხელისუფლების ,,მახვილი“ კეთილის წინააღმდეგ აღიმართება - ბოროტებისა და მავნებლობის დასაცავად? ამაზე არსებობს მხოლოდ ერთი - ბიბლიური აქსიომიდან გამომდინარე, პატროლოგიური და ჰაგიოგრაფიული პასუხი - ეკლესიამ ყოველივე უნდა იღონოს უსჯულოების სამხილებლად…

როდესაც უსჯულოების მამხილებელ ეკლესიურ ავტორიტეტსა თუ მართლმადიდებლობის კანონიკური საკითხებიდან გამომდინარე ღონისძიებებს ვახსენებთ - სულაც არ უნდა ავურიოთ იგი, ცალკეულ სასულიერო პირთა არაორგანიზებულ თვითშემოქმედებაში. ხოლო 17 მაისს ცოდვის რამდენიმე ათეულ აპოლოგეტთან მათი უშუალო (პირისპირ) ფიზიკურად წარდგომის ნაცვლად - უფრო მართებული იქნებოდა, მათ, დაახლოებით, ისეთივე ნაბიჯი გადაედგათ, როგორიც ადამიანის უფლებათა დაცვის ჩვენმა ასოციაციამ განახორციელა.

კერძოდ: ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის წინ რომ შეკრებილიყვნენ ორი დღით ადრე ისინი და დე-ფაქტო პრეზიდენტისთვის საჯაროდ გადაეცათ ულტიმატუმის მსგავსი მიმართვა, რათა ე. წ. უმცირესობის მიერ დაგეგმილი აქციის ასაკრძალავად ან პერიფერიაში გადასატანად მთავრობისა და ,,ნაციონალი“ მერისათვის მოწოდებით  მიემართა მას. ამ ფოკუსირებული მოთხოვნის შედეგად - შესაძლოა, მას იმ ცოდვათა ნაწილიც ჩამოხსნოდა, რასაც 9 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების, საჯარისო თუ სამოქალაქო სექტორში ახორციელებდა და ის სამღვდელონიც უფრო ღირსეულად წარმდგარიყვნენ ღმერთისა და ერის წინაშე, რომელთა ნაწილობრივ დუმილის შედეგადაც - აქამდე მოვედით და უმსგავსო პრეცენდენტის წინაშეც აღმოვჩნდით ჩვენ დღეს.

ბ-ნო პრემიერ-მინისტრო!

თქვენ რთულ ვითარებაში იბარებთ სახელისუფლო ბერკეტებს და ამდენად - უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრათ ღმრთისა და ერის წინაშე.

გთხოვთ, სასწრაფოდ (ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებამდე) გამონახოთ ისეთი სახელისუფლებო იურიდიული ბერკეტები, რის მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული ჩვენი შვილების, ქართველი ერისა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ზნეობრივ და რელიგიურ გრძნობათა შემდგომი შეურაცხყოფის ფაქტები და აღარ მოხდება ხალხის ფიზიკური დაპირისპირება უდიდესი ცოდვისა და უზნეობის აპოლოგეტებთან. გვსურს, იმედი ვიქონიოთ, რომ ხალხისა და ნამდვილი დემოკრატიის სახელით - ამას სამართალი და სამართალდამცავი სტრუქტურები სასწრაფოდ დაარეგულირებენ.

პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტი
გიორგი კერვალიშვილი მირონ (მერაბ) სულაქველიძე
31. 05. 2013 წ.