სამართალი
მალაიზიაში დაკავებული ქართველების სასამართლო უახლოეს დღეებში გაიმართება

malaysian_courtროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მალაიზიაში დაკავებული ქართველების სასამართლო ამ დღეებში გაიმართება. ცნობილია, რომ ქართული მხარე ცდილობს მოქალაქეების სამართლებრივი დაცვის უფლება მოიპოვოს. საქმეში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურია ჩართული.

37 წლის დარეჯან კოხტაშვილი და 26 წლის ბაბუცა გორდაძე, რამდენიმე დღეა, ქვეყნის სხვადასხვა კუნძულის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ტვირთი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, მათ არ ეკუთვნოდათ.