თუმცა ერთმა მაღალმა ხელისუფალმა - პრეზიდენტმა-ნარკომანმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის 26 მაისსს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავი ვერ შეიკავა ჰელმანდის პროვინციაში სტუმრობისგან, რომელიც მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და სადაც მან ჩვენს ჯარისკაცებს ჩამოურიგა ორდენები კოლოფებში, რომლებიც კუბოებს ჰგავდნენ...
ამის შედეგად გუშინ, 2013 წლის 6 ივნისს, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის დღეს, ქართულ სამხედრო ბაზაზე ჰელმანდის პროვინციაში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელმაც კიდევ 7 ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა...
რამდენიმე საათით ადრე კი თალიბებმა ღიად გამოუცხადეს ჯიჰადი ქართველ სამხედროებს და სააკაშვილს: როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეომიმართვა TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN, რომელშიც ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედროებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ნათქვამია, რომ მათ ხვედრს გაიზიარებს ყველა, ვინც ერთმორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის. „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი ჯარისკაცების გამოგზავნა ავღანეთში, ამერიკის დასახმარებლად და ჩვენი ბავშვების დასახოცად. და ახლა ჩვენ ჯიჰადს ვუცხადებთ ქართველ ჯვაროსნებს. ყოველდღე ისინი მტანჯველი სიკვდილით იხოცებიან ჰელმანდში. იგივე ბედი ეწევა თითოეულ ქართველ ჯვაროსანს და შემდეგ ჩვენ მოვალთ საქართველოში და შურს ვიძიებთ. სააკაშვილო, ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ვიცით თქვენი მისამართები, ნათესავები, ჩვენ სამაგიეროს მოგიზღავთ!“ - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.