რედაქტორისგან
“ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში დატოვებენ, რათა ყაყაჩოს ნათესები და ამერიკული შტაბი დაიცვან“ - საქინფორმი მკითხველის შეკითხვას პასუხობს

isafსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მკითხველი დავით ბერიძე ბათუმიდან გვეკითხება: “პატივცემულო რედაქცია! როგორც ცნობილია, უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები (ინგლ.International Security Assistance Force) - ეს არის საერთაშორისო საჯარისო კონტინგენტი ნატოს ხელმძღვანელობით, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე 2001 წლიდან მოქმედებს. ISAF შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 20 დეკემბრის №1386 რეზოლუციის შესაბამისად და თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანაში ყოფნა აუცილებელი იყო ავღანეთის დროებითი ორგანოსთვის ქაბულში და მის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დასახმარებლად, და აგრეთვე რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსონალს უსაფრთხოების პირობებში მოქმედება შეძლებოდა.

და რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული პოსტ ISAF-ის პერიოდი - 2014 წლის შემდეგ და რა ამოცანას შეასრულებს ავღანეთში ქართული კონტინგენტი?“

საქინფორმი: “ღრმად პატივცემულო დავით ბერიძე! უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებმა 12 წლის განმავლობაში თავიანთი მისია ვერ შეასრულეს და მთელი ეს წლები საკუთარი თავის დაცვას ცდილობდნენ, რაც ცუდად გამოსდიოდათ. ამერიკელებს დღემდე ეშინიათ საკუთარი ბაზების ტერიტორიიდან გასვლის, ხოლო ქართულ ბაზას, როგორც ხედავთ, თალიბები თვითონ ესხმიან თავს.

ამიტომ პოსტ ISAF-ის პერიოდი - ეს იქნება, როდესაც ნატო, აშშ-ის მეთაურობით, იქიდან გაასწრებს და მხოლოდ თავის მრჩეველებს და ქართველ ჯარისკაცებს დატოვებს ავღანეთის მარიონეტული მთავრობისთვის დახმარების გასაწევად.

ეს დახმარება ყაყაჩოს ნათესების და ამერიკული შტაბის დაცვას იგულისხმებს“.