აქტუალური
თავისი იუბილეს დღეს რეზო ამაშუკელი „სახალხო ტრიბუნალის საბჭოს“ შექმნის ინიციატივით გამოდის „ნაცმოძრაობის“ გასამართლების მიზნით!

1-aktual-rezo-topსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი.
საზოგადოებრივი მოძრაობა ლაზარეს“
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ნაციონალების სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდი ხანია მომწიფდა ფაშისტებზე არანაკლები  რეჟიმის - „ნაცმოძრაობის“ გასამართლების აზრი.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე“ გამოდის ინიციატივით, ქართული საზოგადოების და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე, შეიქმნას ქართული საზოგადოების  არაპოლიტიკოსი ღირსეული წარმომადგენლებისგან შემდგარი „სახალხო ტრიბუნალის საბჭო“.

ამასთან, იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული ზოგიერთი ორგანიზაცია შემჩნეულია ნაციონალების სისხლიან რეჟიმთან თანამშრომლობაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“  მოითხოვს, ქართულმა  საზოგადოებამ თავად დაასახელოს „სახალხო ტრიბუნალის საბჭოში“  შემავალი  წესიერი  პიროვნენებისა და ორგანიზციების ვინაობა.

საბჭოს შექმნის შემდეგ კი „სახალხო ტრიბუნალის საბჭოს“  შემადგენლობა  გადაწყვეტს ასევე საბჭოში შემავალი  ჟურნალისტების ვინაობას, რამდენადაც, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟურნალისტთა კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელიც, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, აქტიურად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ნაციონალების სისხლიან რეჟიმთან, რითაც, უმეტესწილად  შეგნებულად, ხელს უწყობდა და უწყობს რეჟიმის არსებობის გახანგრძლივებასა და ჩადენილი დანაშაულებების დაფარვას.

შექმნის შემდეგ „სახალხო ტრიბუნალის საბჭო“ ხელისუფლების წინაშე დააყენებს როგორც „ნაციონალური“ რეჟიმის „სახალხო ტრიბუნალის“ წინაშე წარდგომის, ისე საზოგადოებისთვის აქტუალური ზნეობრივი კატეგორიებისა და ეროვნული ღირსების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სენსიტიური საკითხის დაცვისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების თემასაც.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარე

რეზო ამაშუკელი

დღეს, 2013 წლის 24 ივნისს, დიდ ქართველ პოეტს, არაერთი ქართული და უცხოური პრემიისა და ორდენის მფლობელს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარეს რეზო ამაშუკელს 77 წელი შეუსრულდა.

საქინფორმი ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს და უსურვებს მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით მართალი სიტყვის სადარაჯოზე დგომას, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირულ ბრძოლაში!