აქტუალური
Forbes: "თბილისი ამერიკის სანქციების დარღვევის ნებას იძლევა, რაც წარმოუდგენელი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს"

1-aktual-gakvetiliსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. გამოცემა Forbes-მა 21 ივნისს გამოაქვეყნა მელიკ კაილანის სტატია "გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეხება და სადაც, კერძოდ, წერია:

დასავლეთმა საქართველოს ერთგულება იმით დაუფასა, რომ 2008 წელს საქართველოში პუტინის შემოჭრას გვერდიდან უყურებდა და რუსეთს სეპარატისტული რეგიონების სპონსორობის ნება დართო... თბილისი ამერიკის სანქციების დარღვევ ნებას იძლევა (ირანის მიმართ - საქინფორმი), რაც წარმოუდგენელი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს. როგორც ჩანს, “The Wall Street Journal”-მა, ისევე, როგორც დასავლური სამყაროს დიდმა ნაწილმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოტოვესმიუხედავად მისი პროტესტისა, ივანიშვილი არასდროს აპირებდა იმ პროდასავლური კურსის გაგრძელებას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო...

მას არაფერი გაუკეთებია თავისი მიმდევრების შესაჩერებლად....

ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებელი შენიშნავდა ამ ვიდეოების (ციხეებში წამების - საქინფორმი) უსაფუძვლობასა და ხელოვნურობას...

,,საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ქართული მაფიის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისინი თავდასხმას გეგმავდნენ. ქართული და რუსული მაფია მჭიდრო მოკავშირეები არიან.

...ბევრი მიმტკიცებდა, რომ ივანიშვილსა და კრემლს შორის კავშირის სამხილები არ არსებოდა. ესეც თქვენ სამხილიირანული ეკონომიკის მხარდაჭერის თანამონაწილეობა. პირადად ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილაყველაფერი, რასაც მანამდე ვწერდი და ვამბობდი, ახდა და უარესებიც მოხდა. სააკაშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებს სასამართლო წესით დევნიან, ათავისუფლებენ რეგიონული თვითმმართველობების თანამშრომლებს და აშინებენ ადგილობრივ გამგებლებს, არის ქართამის აღებისა და სასამართლოს დაშინების მცდელობები.

...ივანიშვილს შეუძლია მთელ ხმაზე იყვიროს, რომ ამა თუ იმ დასავლურ კლუბში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ბევრ დროს კარგავს თავისი ქვეყნის ამ კლუბში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ. ვინც ზემოხსენებულს ეწინააღმდეგება, კრემლინოლოგიაში ძველმოდური გაკვეთილები სჭირდება. ამ პერსპექტივით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ირანის სანქციების დარღვევით მოსკოვის სტრატეგიული ინტერესების მიმდევრობა კრემლს შიიტური ნახევარმთვარის გადარჩენის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

...ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო მზად იქნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და ნატოს მიუახლოვდეს. ირონია ის არის, რომ სააკაშვილმა ამისთვის ყველა საჭირო ხერხი გამოიყენა. ივანიშვილმა კი ეს ხერხები უკუაგდო. უფრო დიდი ირონია კი ის არის, რომ მისი სჯერათ", - წერს მელიკ კაილანი.