პუბლიკაციები
საქინფორმი: ხანძარი აკვაპარკში, ისევე როგორც ავეჯის სახლში, და ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვა თბილისში არის საბოტაჟი პრემიერი ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ!

akva-mtსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში ავეჯის სახლი დაიწვა - უზარმაზარი კომპლექსი, სადაც ძვირფასი საზღვარგარეთული ავეჯის ასობით მაღაზია იყო განლაგებული.

და აი, გუშინ, 17 ივლისის ღამეს, თბილისში აკვაპარკი დაიწვა - ვეებერთელა გასართობი კომპლექსი ატრაქციონებით, აუზებით, ბარებით და რესტორნითურთ.

აკვაპარკი თბილისში ისეთსავე იდუმალ ვითარებაში დაიწვა, როგორც ავეჯის სახლი, რომელშიც, როგორც მკითხველს ახსოვს, “გაუმართავი ელექტროსადენიდან“ ცეცხლი საღამოს გაჩნდა - კომპლექსის დახურვის შემდეგ, როდესაც ელექტროენერგია შენობაში ავტომატურად ითიშება...

აკვაპარკიც, როგორც ავეჯის სახლი, ერთბაშად ყველა მხრიდან აალდა, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტები - ატრაქციონები, აუზები, ბარები და ა.შ. – 1,5 ჰექტარზე მეტზეა გადაჭიმული, ანუ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია, გუშინ კი თბილისში ქარი არ ყოფილა, სხვათაშორის, ისევე, როგორც სიცხე!

საქინფორმი არ ელოდება ექსპერტთა დასკვნას და აცხადებს, რომ ხანძარი აკვაპარკში განეკუთვნება ცეცხლის წაკიდებების იმავეს სერიას საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ: ხანძარი ავეჯის სახლში, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა თბილისში და დამწვარი აკვაპარკი - ეს არის საბოტაჟი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ!

სად მიგვიყვანს ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლები? საქინფორმი თითქმის დარწმუნებულია, რომ ქალაქ თბილისის მერიაში, სადაც დაინტერესებული არიან ქაოსის შექმნაში, არამიზნობრივად გაფლანგული მილიონების და დატაცების დაფარვაში - როცა საჭიროა, შეიძლება აკვაპარკში წყალსაც კი წაუკიდო ცეცხლი, რათა გამოძიების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო და კვალი წაშალო!

სხვათაშორის, ხანძარი აკვაპარკში დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის დასაწყისს  დაემთხვა - გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

akva-1 akva-2
akva-3 akva-4