რედაქტორისგან
საქინფორმმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობა გუშინ დილით გახსნა! მკვლელი ვაჰაბიტია სირიის ოპოზიციიდან, რომელიც თურქეთში რეაბილიტაციას გადიოდა! მეორე მკვლელი მიხეილ სააკაშვილია!

1-samartali-1-mariam2013 წლის 23 ივლისს, დილით, ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი იპოვეს - გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე ლოდი ედო. დაკარგული იყო მისი iPhone-ის ტიპის მობილური ტელეფონი და ველოსიპედი.

2013 წლის 24 ივლისს, დილით, საქინფორმმა პუბლიკაცია ვერ გამოაქვეყნა, რადგანაც სააგენტოს მუშაობა შეჩერებული იყოთელასის“ დაზიანებული ელექტროკაბელის გამო, მაგრამ   საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შსს-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ყურადღებას მიაპყრო იმ გარემოებას, რომ გამოჭრილი ყელი - რადიკალური ისლამისტების ხელწერა, მათი „სავიზიტო ბარათია“, ამიტომ გამოძიებამ, რომელიც ბათუმელი მკვლელის კვალზე გასვლას ცდილობს, დასამუშავებლად ეს ვერსიაც უნდა მიიღოს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს ბოევიკები - ვაჰაბიტები სირიის ოპოზიციიდან დაჭრის შემდეგ  თურქეთში რეაბილიტაციას გადიან (როგორც უწინ საქართველოში, პანკისის ხეობაში მკურნალობდნენ ვაჰაბიტები ჩრდილოეთ კავკასიიდან), ამიტომ ვერსია გამოვთქვი, რომ მკვლელი, შესაძლოა, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე, თავის „სანატორიუმში“ იმყოფებოდეს. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებდა სხვა ფაქტებიც - დამნაშავე ცუდად ფლობდა ქართულ ენას; მას არ შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე ძებნაში გამოცხადებული მობილური ტელეფონით სარგებლობა. სავარაუდოდ, მარიამ კოჩალიძის iPhone ანუ სხვის სახელზე დარეგისტრირებული ტელეფონი მას მნიშვნელოვანი ზარის განსახორციებლად სჭირდებოდა, მაგალითად - ჯიჰადის რომელიღაც ცენტრში.

და აი, 2013 წლის 24 ივლისს, საღამოს, შსს–მ დაადგინა, რომ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისსს 19.22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა (უყურეთ ვიდეოს).

საქართველოს გამჭვირვალე საზღვარი თურქეთთან აჭარაში და ნატოს წევრი ქვეყნის - თურქეთის მოქალაქეთა თვითნებობა საქართველოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიდა 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამო! მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც, საქართველოს  №1 სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების მიუხედავად, ირანთან უვიზო რეჟიმი შემოიღო! მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც პანკისის ხეობაში ბოევიკების ბანაკები ჰქონდა გახსნილი და მათი კვალის წასაშლელად ლოპოტაზე სამარცხვინო ოპერაცია ჩაატარა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 25 ივლისი