რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: „ინფორმაცია ილია მეორის საიდუმლო შეხვედრებზე პაატა ბურჭულაძესთან არის ყალბი“

1-burCulaZe-relig-3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა მასმედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ზოგიერთ გაზეთში ამ მიზნით უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან ბატონი პაატას ”საიდუმლო შეხვედრის” კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ყალბი და სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად.