რელიგია
ილია მეორე: „ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში“

1-patriarxსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ლტოლვილების დაბრუნების საკითხი კარგად წარიმართება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მათ ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან და ასევე იყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
მთავარი, რაც არის, დაიძრას საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, თავის სახლებში, ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი”, - აღნიშნა ილია მეორემ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორე ჭუაძ განცხადებით, პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პატრიარქის დაპირებით, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი მომზადდება.