პუბლიკაციები
საქინფორმის საგანგებო განცხადება: „სტალინის ძეგლი უნდა დაბრუნდეს არა სახლ–მუზეუმში, არამედ თავდაპირველ ადგილზე – ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანზე!“

1-gruzinf-mt„ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავს ათასგვარ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას!“
ი.ბ. სტალინი
ძვირფასო თანამემამულენო და თანამოქალაქენო! ძმებო და დებო!
უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნის უდიდესმა სირცხვილმა - სამხედრო დამნაშავემ, სერიულმა მკვლელმა და ჯალათმა, ამაზრზენმა გარყვნილმა და ოფიციალურმა გიჟმა მიხეილ სააკაშვილმა გაბედა და თავისი ისტერიული ხმა აიმაღლა ქართველი, და არა მხოლოდ ქართველი ხალხის უდიდესი სიამაყის - იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ხსოვნის წინააღმდეგ!

სააკაშვილმა, რომელსაც უკვე ნახევარ წელზე მეტია უკანონოდ უკავია პრეზიდენტის თანამდებობა (მან ის ორჯერ მიიტაცა ასობით მილიონი დოლარი უცხოური დახმარების წყალობით, არჩევნების საზარელი გაყალბების გზით, მოსახლეობის ტოტალური დაშინებით, არაადამიანური წამებით პოლიციასა და ციხეებში) 2013 წლის 30 ივლისს პრეზიდენტის რეზიდენციაში შემდეგი განცხადება გააკეთა: „იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს საუკეთესო მიწები და გადასცა ის სხვა საბჭოთა ქვეყნებს! იოსებ სტალინმა შექმნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიები – ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად! სტალინის ხელმოწერით დაიხვრიტნენ ქართველები და პოლონელები ერთად კატინში. იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაულებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ! 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის ბარბაროსული, ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში!“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 25 ივნისის ღამეს ამწეთი და პოლიციის რაზმებით შეიარაღებულმა სააკაშვილის ერთმა მუჭა ნაძირალებმა და ვანდალებმა შებილწეს ქალაქ გორის მერიის წინ მდგარი დიდებული სკულპტურული ქმნილება: სტალინის 6-მეტრიანი ბრინჯაოს ფიგურა სამიარუსიანი, 9-მეტრიანი კვარცხლბეკიდან მოგლიჯეს, ღამის საფარქვეშ ქურდულად გაიტანეს ქალაქგარეთ და ნანგრევებში გადააგდეს! მანამდე კი მხდალი და გამყიდველი მდაბიოები აბუჩად იგდებდნენ მიწაზე პირდაღმა მწოლიარე "დამხობილ" ბელადს – ისევე, როგორც მიწაზე იწვა მილიონობით ჯარისკაცი, რომლებმაც "სამშობლოსათვის! სტალინისათვის!" გაწირეს სიცოცხლე და, როგორც დღეს აღმოჩნდა, თურმე ამ არაადამიანებისთვისაც... ეს უსახო არარაობები ველურებივით მღეროდნენ და ცეკვავდნენ მის გარშემო, ბინძურ ხელებს ურტყამდნენ თავში გიგანტის ძეგლს, რომელსაც პასუხის გაცემა არ ძალუძდა, რომლისაც ეშინოდათ და რომლის წინაშე ქედს იხრიდნენ ამერიკისა და ევროპის ყველაზე დიდი ხელმძღვანელები! დიდი გამარჯვებიდან ზუსტად 65 წლის შემდეგ კი, ამერიკისა და ევროპის გულის მოსაგებად, დოლარებით ნაყიდი გაურკვეველი სქესის საზიზღარი არსებები მასხარად იგდებდნენ უმაღლესი მთავარსარდლის ხსოვნას - მთავარსარდლისა, რომლის წყალობით არსებობენ დღეს თვითონ, მათი ოჯახები და ნაშიერები! ნონსენსია! იმ ღამით (ეს ორგია კი დაახლოებით ღამის 2 საათზე დაიწყო) სტალინის მშობლიური ქალაქის ალყაშემორტყმულ ცენტრალურ მოედანთან არ მიუშვეს არც ერთი ჟურნალისტი - ქართული პოლიცია კეთილსინდისიერად იცავდა ქურდებს!..

1952 წელს, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში დადგმულმა მონუმენტმა - ცნობილი მოქანდაკის შოთა მიქატაძის და არქიტექტორების არჩილ და ზაქარია ქურდიანების ნამუშევარმა ხრუშჩოვის დროსაც კი გაუძლო! როგორც გორის მკვიდრი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი და შრომის გმირი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე ირაკლი ყანდარელი მოწმობს, "ძეგლის აღება 1956 წელსაც უნდოდათ და სცადეს კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ მაშინ მთელი გორი აღდგა და არაფერი გამოუვიდათ. მოსახლეობამ კარვები დადგა და დღედაღამ იცავდა ძეგლს, რომ ჩუმად არ აეღოთ".

მაგრამ 2008 წლის 3 ოქტომბერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ შესთავაზა, სტალინის ძეგლი ქალაქ გორის ცენტრიდან მოეშორებინათ და "რუსული აგრესიის მუზეუმის" ექსპოზიციის ნაწილად ექციათ, რომლის გახსნას კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მაშინდელი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის სახლ-მუზეუმის შენობაში  აპირებდა. ბარამიძე-ვაჩეიშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ, რომელიც დღეს, 5 წლის შემდეგ, აღარავის ახსოვს, ისევე, როგორც ვაჩეიშვილი... რაც შეეხება ამჟამინდელ პარლამენტარ გიორგი ბარამიძეს, ის საქართველოში ჯერ კიდევ ახსოვთ - სწორედ მან ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი სვანეთში, როცა თავდაცვის მინისტრობისას გასამხედროებულ დამსჯელ ოპერაციას ხელმძღვანელობდა! ქალებთან, მოხუცებთან და ბავშვებთან ვერტმფრენებით, ყუმბარმტყორცნებით და ავტომატებით ომი, მათი ხოცვა-ჟლეტა და ერთმანეთის თვალწინ წამება, ძეგლებთან ბრძოლა ხომ ამათი სტილია!

მაგრამ სააკაშვილი – არა მარტო ლაჩარია, რომელიც შიშით საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს და მოახლოებული თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე ხოხავს, არამედ ენით აუწერელი ცრუპენტელაც: „როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ! აბა როგორ შეიძლება?! ჩვენ – კულტურული, ცივილიზებული ადამიანები ვართ და სტალინის ძეგლს, უბრალოდ, მისი სახელობის სახლ–მუზეუმის ეზოში გადავიტანთ, სადაც არის კიდეც მისი ადგილი, სადაც ის თავისი სარკინიგზო ვაგონის და მშობლიური, თავის დროზე იქ გადატანილი სახლის გვერდით იქნება!“ – მოატყუა მაშინ ქართული საზოგადოება ჯამბაზმა სააკაშვილმა, რომელსაც ძალიან ეშინია სტალინის, მკვდრისაც კი...

მაგრამ ახალი დროება მოვიდა და გორში სტალინის ძეგლი ბრუნდება: 2013 წლის 21 დეკემბერს, ბელადის დაბადების დღეს, ძეგლი ი. ბ. სტალინის სახლ–მუზეუმის ეზოში აღიმართება, როგორც ადრე ჰპირდებოდა სინდის–გონება დაკარგული სააკაშვილი. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საზოგადოებრიობის ზეწოლით, დააკმაყოფილა ქალაქ გორის საკრებულოს შუამდგომლობა შებილწული ძეგლის აღდგენის თაობაზე და უახლოეს დღეებში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. სააკაშვილი კი ჰააგის ტრიბუნალის მოლოდინში „ორცხობილას ახმობს“ და პოლონეთის ყოფილ პრემიერ კაჩინსკის იღებს, რომლის საამებლადაც გამოიდო თავი კატინზე და შესწკავწკავა სტალინის ძეგლს.

ქართველ ხალხს არ უკვირს დუჟმორეული ცინგლიანი სააკაშვილის ყვირილი, რომლის სიმაღლე მისი მდაბალი სულის და განათლების უკუპროპორციულია: თანაკურსელის – ლევან ვარშალომიძის მამა 1988 წელს გარიცხულ მიხეილას კიევის უნივერსიტეტში აღდგენაში მოეხმარა, სადაც მან ზედაპირული ცოდნა შეიძინა (ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში, რომლებსაც ამის შემდეგ წელიწადში სამ–სამს დაამთავრებს, მას მხოლოდ ენის, მამულის და სარწმუნოების ღალატს ასწავლიან!). მადლიერების ნიშნად უდღეურმა, როცა პრეზიდენტი გახდა, ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა.

მაგრამ უნივერსიტეტში აღდგენა მხოლოდ 1989–1990 წლებში ვადიანი სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც საქართველოს დღევანდელმა უმაღლესმა ვაი–მთავარსარდალმა „კაგებეს“ სასაზღვრო ჯარებში გაიარა – თარჯიმნად ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დედის მხრიდან ბიძამ – ყოვლისშემძლე თემურ ალასანიამ მოაწყო (თუმცა იქაც მარად ცინგლიან ფეთხუმს, ამბიციური და გამყიდველი ხასიათის გამო, არც ამხანაგები, არც მეთაურები პატივს არ სცემდნენ, რის გამოც სააკაშვილმა საბოლოოდ შეიძულა არმია!).

არადა, ბიჭუნა ელიტური, მაგრამ უიღბლო ოჯახიდან, რომელიც სტალინის დაბადების დღეს დაიბადა, (21 დეკემბერს, ოღონდ არა 1879, არამედ 1967 წლის), სიყმაწვილეში ნაკლებად რომ ყოფილიყო გატაცებული თანატოლი–თანაკლასელების მონაწილეობით პორნოფილმების ფარული ვიდეოგადაღებით (!) უბრალო ადამიანებისთვის იმ დროს მიუწვდომელი ვიდეოტექნიკით და ბეჯითად ესწავლა ისტორია, ეცოდინებოდა – ვინ იყო სინამდვილეში სტალინი. ეცოდინებოდა – რას წარმოადგენდა სტალინის დროინდელი საქართველო, სადაც მისი მშობლები ხალხში გამოვიდნენ და დიდი კომფორტით ცხოვრობდნენ! საბჭოთა საქართველო სსრკ–ის მასშტაბით ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის მოწინავე იყო, რომლებიც სააკაშვილმა გაანადგურა და საუკეთესო მიწები და ქარხნები ჯართად მიჰყიდა უცხოელებს! სტალინმა საქართველო გააერთიანა და ერთიანი და აყვავებული დაგვიტოვა, მოძმე ხალხთა მრავალეროვანი ოჯახით, რომლებიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლოდ წაჰკიდა! ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს, რუსები, ებრაელები, უკრაინელები და ბერძნები გაემგზავრნენ, ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, თანაც ცოდვა გამხელილი ჯობს – განა დღეს ქართველები ჯგუფებად არ არიან დაყოფილი, რომლებსაც ერთმანეთი ყველა დანარჩენზე მეტად სძულთ?! განა სტალინის დროს ყველაზე მდიდარ ფანტაზიასაც კი ამის თუნდაც წარმოდგენა შეეძლო?!

და კიდევ, ნახევრად ნასწავლმა ყბედმა, რომელიც უცხო ენებზე გაცილებით უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე მშობლიურზე, არ იცის, რომ „კატინის ტრაგედია“ – NSDAP–ს პროპაგანდის საკითხებში რაიხსლაიტერის, დოქტორი გებელსის ფაშისტური პროპაგანდისტული მანქანის მიერ მისივე უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილი მითია! მითი, რომელიც ომის შემდეგ ლიბერალური ყაიდის დასავლელმა პროპაგანდისტებმა აიტაცეს და გაბუქეს, რათა ახალგაზრდა თაობის თვალში ჩვენი საერთო ისტორიის საბჭოთა პერიოდისთვის სახელი გაეტეხათ!

ქართველ ხალხს სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას აზრიც არ უკვირს, ის ხომ აშკარა იდეოლოგიური მტერია, რომელმაც დივერსიულ–ძირგამომთხრელი მომზადების სრული კურსი „ოტპორის“ ბანაკებში გაიარა (ციტატა): “მილიონობით ადამიანის ჯალათის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ჯალათის, ბოროტების იმპერიის შემოქმედის, ფაშიზმთან ერთად მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტებისა და უბედურების შემოქმედის ძეგლის დაბრუნება და მისი "ხსოვნის განდიდება" იქნება ჩვენი წარსულის შეურაცხყოფა, რეპრესირებულთა შეურაცხყოფა, ასევე დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე! მინდა მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს (ბიძინა ივანიშვილს – საქინფორმი), შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს ჯალათის ძეგლი ჩვენს ქალაქებში“.

ქართველი ხალხი უკიდურესად გააკვირვა და აღაშფოთა იმ ადამიანის სიტყვებმა, რომელსაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემის გამო ყველაზე წმინდა – საკუთარი კულტურა მიანდო! „პრინციპულად ვაცხადებ, რომ ძეგლი არ დაბრუნდება ძველ ადგილზე! მე ამის წინააღმდეგი ვიქნები!“ – სააკაშვილის და ბოკერიას კვალდაკვალ განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, რომლისთვისაც ეს არც არავის უკითხავს... საოცარია, რას უშვრება ადამიანებს თანამდებობა და დოლარები! ჯერ კიდევ გუშინ დამსახურებული მოქალაქე და ყველასთვის პატივსაცემი მოკრძალებული მწერალი, სოლიდური ასაკის მამაკაცი სათნო ჭაღარით, დღეს იძულებულია, აკრობატი –„კოჰაბიტანტივით“ იაროს „ბაგირზე“ დასავლეთისა და აშშ–ის წინაშე, რათა ანგლოსექსებმა, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოს კულტურის მინისტრს „კრამოლა“ – რაიმე ეროვნულის, ქართულისადმი ერთგულება არ დააბრალონ!

სამარცხვინო და ამაზრზენია გაგრძელება, ამიტომ დასასრულს გვინდა მხოლოდ მუხლი მოვიყაროთ ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი და ყველა სხვა ჯარისკაცის, ოფიცრის და გენერლის წინაშე, რომლებმაც მრავალეროვანი საბჭოთა ხალხის გვერდიგვერდ იხსნეს მსოფლიო ფაშიზმისგან უმაღლესი მთავარსარდლის - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მეთურობით! სირცხვილი იმ ქართველებს, რომლებიც მისი ნათელი ხსოვნის შერყვნას შეეცდებიან - მათზე გადადის დიდ სამამულო ომში დაღუპული 350 ათასი საქართველოს შვილის წყევლა – ფრონტზე წასული 700 ათასიდან, რომლებიც ჩვენი მამები და დედები, ბაბუები და ბებიები იყვნენ!

ყველა ღირსეული ადამიანის - საქართველოს პატრიოტების სახელით, ვინც ამ დღეებში დაგვირეკა, მოგვწერა ან მხცოვანი ასაკის თუ დაკავებულობის მიუხედავად საქინფორმის რედაქციაში მოვიდა; უფროსებისადმი პატივისცემის ჭეშმარიტად კავკასიურ ტრადიციებზე აღზრდილი ჩვენი ახალგაზრდობის სახელით; ქართული საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლების - გამოჩენილი მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოღვაწეების სახელით; საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის სახელით, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა იმედით, რომ საქართველოშსამართლიანობა აღდგებოდა და ბედნიერი ხვალინდელი დღე გაუთენდებოდათ; თავისი ათიათასობით მკითხველის სახელით - საქინფორმი აცხადებს:

– ი. ბ. სტალინის ძეგლი თავის პირვანდელ ადგილზე უნდა დაბრუნდეს – ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანზე, კვარცხლბეკზე ქალაქის მერიის შენობის წინ, და არა მოპირდაპირე მხარეს, დიდი ბელადის მუზეუმის ეზოში!

– ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ მიდის, ადრე თუ გვიან ისტორიის ქარი გაფანტავს, როგორც ნაგვის გროვას სტალინის საფლავიდან!

– კოჰაბიტაცია და გლობალიზაცია საქართველოში არ გავა, იმიტომ რომ „ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერი დამარცხდება და ჩვენ გავიმარჯვებთ!“.

მარტივი სტატისტიკა: სტალინის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ორი ხელი საცვალი, ერთი წყვილი ჩექმა, რამდენიმე კიტელი, 4 მანეთი და 40 კაპიკი და მის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია დარჩა;

სააკაშვილს, ყველაზე მოკრძალებული გამოთვლით, სიცოცხლეშივე მილიარდ დოლარზე მეტი აქვს (უძრავი ქონების გარეშე) და დაქუცმაცებულს ტოვებს პატარა საქართველოს, რომელმაც მისი „წყალობით“ ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.

სტალინმა დასახლებული ხმელეთის ერთ მეექვსედზე, ანუ 22 402 ათას კვადრატულ კილომეტრზე, მოსახლეობის რაოდენობით მესამე სახელმწიფო შექმნა – 16 საკავშირო რესპუბლიკისგან შემდგარი სსრკ, და ის ატომურ დერჟავად აქცია, რომელშიც არ იყვნენ უმუშევრები. სწორედ ამ მიზნით უხდებოდა მას უმკაცრესი ზომების მიღება და ხალხის მტრების დასჯა, რომელთა შორის უდანაშაულოდ ბრალდადებულნიც იყვნენ (სააკაშვილის მსგავსი ჩამშვებები და მოღალატეები მაშინაც მრავლად მოიძებნებოდნენ!); 

სააკაშვილი 69 ათას კვადრატულ კილომეტრიან საქართველოში (324 ათასჯერ უფრო მცირე ფართობზე!) უცნობი მიზნით ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს ძმათამკვლელ შიდა კონფლიქტებში, კლავდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ბიზნესმენებს და სხვაგვარად მოაზროვნეებს, ციხეებში აწამებდა სახელმწიფოს მთელი ისტორიის განმავლობაში პატიმრების რეკორდულ რაოდენობას, პატიმრების, რომელთა რიცხვით საქართველო ევროპაში – პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, ისევე, როგორც უმუშევართა რაოდენობით.

1-gruzinf-1