რელიგია
პრეზიდენტი სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობა ფარულად უჭერენ მხარს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიწოდებით „აფხაზეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნას!

dorofei-mtსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმში ექს–მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული კომპეტენტური წყაროსაგან ინფორმაცია შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ ა.წ. ივლისში „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის დახურული თათბირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბაქრაძე.

განხილვის საგანი იყო ბოლო დროს აფხაზეთის მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა წრეში მიმდინარე პროცესები, კერძოდ – მამა დოროთეის (დბარი) და მამა დავითის (სარსანია) აქტიური მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციიდან ოფიციალურად გამოსვლისა და კონსტანტინოპოლის საპარტიარქოს მხარდაჭერით აფხაზეთის ტერიტორიაზე „ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნისათვის. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოს I–მა უკვე მიიღო შესაბამისი წერილობითი მიმართვა აფხაზთა ჯგუფისაგან.

როგორც ამასწინათ იუწყებოდა საქინფორმი, ახალი ათონის მონასტერი დღეს მოსკოვის საპატრიარქოსა და სავანის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოების ეპიცენტრად იქცა. მათ სკანდალით გაწყვიტეს ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც მართლმადიდებელ მორწმუნეებს აფხაზეთში უწინდებურად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წიაღში აღიარებს. ამჟამად საეკლესიო წესს ახალ ათონში აღასრულებენ მღვდლები, რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსახურება აკრძალული აქვთ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სულიერი კავშირი 20 წლის წინ ომის დროს გაწყდა და ახლა აფხაზეთის მართლმადიდებლობის მომავალი მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკავშირდება. მოსკოვის საპატრიარქომ, თავის მხრივ, ანონიმური წარმომადგენლის პირით აფხაზეთში ეკლესიის სტატუსის პრობლემის სირთულე დაიმოწმა და ყველა საეკლესიო კანონის გათვალისწინებით კომპლექსური მიდგომის გამომუშავებისთვის დრო მოითხოვა.

დახურული თათბირის მონაწილეებმა, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა, დაასკვნეს, რომ აფხაზეთში საეკლესიო სიტუაციის განვითარება „აფხაზეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის მიმართულებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I–ის მიწოდებით საბოლოო ჯამში ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით დაისახა ამ პროცესის ფარული მხარდაჭერის ღონისძიებები.

ამგვარი გადაწყვეტილების ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს:

– მიხეილ სააკაშვილმა „საიდუმლო სერობაზე“ გააზიარა ინფორმაცია ვაშინგტონური წყაროებიდან იმის შესახებ, რომ „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის“ ჩამოყალიბების პროცესით გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯასტინ ემაში დაინტერესდნენ, რომლებმაც ნატოს სტრუქტურების საშუალებით მხარდაჭერაზე დაითანხმეს ანკარა, რომელიც ფარულად აკონტროლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. პროექტის „ავტოკეფალია მართლმადიდებელთათვის აფხაზეთში“ რეალიზაცია მთლიანად შეესაბამება აშშ–ის და დასავლეთ ევროპის კონცეფციას, რომელიც ევრაზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების დაბლოკვაზეა მიმართული და, კერძოდ, აფხაზეთში რუსული პოზიციების შესუსტებისთვის პირობებს ქმნის. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მითითება მისცა მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის და სამხრეთ კავკასიის მიმართულებებზე მუშაობენ, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო სიტუაცია სისტემურად და აშშ–ისათვის ხელსაყრელ კონტექსტში გააშუქონ.

– კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის“ აღიარება, აფხაზეთში კონსტანტინოპოლის მიერ ეპისკოპოსის ხელდასმა ხელს შეუწყობს აფხაზი მორწმუნეების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოწყვეტას. გარდა ამისა, ამ მიმართულებით სიტუაციის განვითარება უთუოდ შეურაცხყოფს რუსებს, რომლებიც 20 წელზე მეტია აფხაზებზე ზრუნავენ და საპასუხო მეგობრობის იმედი აქვთ. ეს რუსეთისგან აფხაზეთის დისტანცირებას და რუსულ–აფხაზური პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს. საქართველო და მისი მოკავშირეები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ ისარგებლონ შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით.

– კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიების თანასაზოგადოებაში ტრადიციულად „თანასწორთა შორის პირველად“ ითვლება. კონსტანტინოპოლს ფორმალური უფლება აქვს, აფხაზეთის ეკლესიის „დამოუკიდებლობა“ აღიაროს, საქართველოს, რუსეთის და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პროტესტის მიუხედავად. თუმცა საქართველოს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება – სინამდვილეში აფხაზები საეკლესიო დამოუკიდებლობას არ მიიღებენ, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გადაქცეულია საეკლესიო ინსტიტუტად ბუნდოვანი, უფრო სიმბოლური სტატუსით, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ანკარაზე. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის – კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თურქეთის – ნატოს წევრის იურისდიქციაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური, ფინანსურ–ეკონომიკური ნიუანსით და უსაფრთხოების სფეროს საკითხებით.

– რეფორმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი აქვს, აშშ–ის მხარდაჭერით ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საქართველოს ნატოში შესვლა დააჩქაროს. ამ ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია „ნაციონალების“ იმიჯის გაუმჯობესება, პარტიისთვის ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლის ახალი შარავანდედის დადგმა. და აქ ეკლესიის საკითხმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. უშიშროების საბჭოს მდივნის ბოკერიას იდეით, ამერიკელი სენატორები მაკკეინი და ემაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან ერთად, თავისი წევრის – თურქეთის მეშვეობით აუცილებელ ზეწოლას მოახდენენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, რათა მან, აფხაზეთში მის მიერ კონტროლირებადი ეპისკოპოსის და სხვა სასულიერო პირების გამოყენებით, აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის წიაღში დააბრუნოს. ამასთან, გამორიცხული არ არის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფხაზების გაერთიანება სრულფასოვანი ავტონომიის უფლებებით, რაც აფხაზებს „მწარე აბს დაუტკბობს“! ხალხს ამას მიაწოდებენ, როგორც ნატოში შესვლის პირველ სიკეთეს, რომელსაც მალე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოჰყვება.

– საქართველომ აუცილებლად ყველანაირად უნდა წაახალისოს აფხაზი მართლმადიდებელი სასულიერო პირების მისწრაფება მოსკოვის გავლენიდან გამოსვლისაკენ და მხარი დაუჭიროს აფხაზი ექსტრემისტების ჯგუფს, რომლებიც ამ პროექტის პოლიტიკურ რეალიზაციას უზრუნველყოფენ. თუმცა ამ საკითხში წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას საიდუმლოდ და ძალიან ფრთხილად გააკეთებენ, სასურველია – ევროპელი მოკავშირეების მეშვეობით, რომელთა მიერ აფხაზეთის სამოქალაქო სექტორში ჩამოყალიბებულ სტრუქტურებს აფხაზები ენდობიან.

საგულისხმოა, რომ საეკლესიო „ავტოკეფალიის“ ხიბლში აფხაზების ჩათრევის დასახული გეგმის განხორციელებაში ძირითადი მამოძრავებელი ძალის როლი განკუთვნილია არა მამა დოროთეის (დბარი), ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხელდასმული მამა დავითისთვის (სარსანია), რომელიც ბოლო მომენტამდე დბარის ჩრდილში უნდა იყოს, აფხაზეთის ეპისკოპოსის პოსტზე მისი ამბიციები გააღვივოს და, ამასთან, თავისი ქმედებების მჭიდრო კოორდინირება მოახდინოს კურატორებთან ევროპაში, და არამც და არამც – საქართველოში.

საქინფორმის ანალიტიკოსები თვლიან, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მისწრაფება, მხარი დაუჭირონ აფხაზ საეკლესიო პირებს, განპირობებულია არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით, არამედ ვაშინგტონიდან მიღებული პირდაპირი მითითებით, რომელთა სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს რუსეთის გავლენის შესუსტება პოსტსაბჭოთა სივრცეში და განხეთქილების შეტანა მართლმადიდებლობაში.

ფოტო №1 (ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ)ბერდიაკონი დავითი (სარსანია), კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I, არქიმანდრიტი დოროთეი (დბარი) კონსტანტინოპოლის პატრიარქის კაბინეტში სტამბულში (უკან – მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი).

ფოტო 2 (ქვემოთ) – კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I–ის შეხვედრა არქიმანდრიტ დოროთეისთან (დბარი), მღვდელმონაზონ ანდრეისთან (ამპარი), ბერდიაკონ დავითთან (სარსანია), თემურ ძიძარიასთან და გერმან მარშანიასთან.

dorofei-1

ფოტო 3 – აფხაზეთის საეკლესიო დელეგაციის იგივე წევრები – ე.წ. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს წარმომადგენლები – ბართოლომეოს I–ს სამახსოვრო საჩუქარს – წმინდა ევსტათე აპსილელის ხატს გადასცემენ (კონსტანტინოპოლის პატრიარქის კაბინეტში, ათათურქის პორტრეტის ქვემოთ აშშ–ის დროშაა, რომელიც, ხატის მსგავსად, მინის ქვეშ ხის კიოტშია მოთავსებული, ოღონდ სამკუთხა ფორმის).

dorofei-2

ფოტო 4 ბერდიაკონი დავითი (სარსანია) კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I–ს „ახტირპას“ აცმევს.

dorofei-3

ფოტო №5 არქიმანდრიტი დოროთეი (დბარი) კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I–ს აფხაზეთში საეკლესიო პრობლემატიკის მისეულ ხედვას და აფხაზეთის დელეგაციის თხოვნას აცნობს.

dorofei-4