უცხოეთი
და ხვალ იყო ომი: ხუთშაბათს სირიაზე სარაკეტო იერიში განხორციელდება, რომელსაც შეუძლია გაუთვალისწინებელი შედეგების მქონე სხვა ომების ჯაჭვის პროვოცირება მოახდინოს, მათ შორის - საქართველოსთვისაც

1-ucx-voinaსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ვაშინგტონი მზადაა, სირიას ხვალვე შეუტიოს. ამისათვის მხოლოდ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ბრძანებაა საჭირო, - ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.

სცენარი უკვე დაწერილია. მთავარი ფორმალური საბაბი - ქიმიური იარაღია, რომელიც უცნობმა პირებმა გასულ ოთხშაბათს დამასკოს გარეუბანში გამოიყენეს. ლონდონის „სანდი ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო სარდლობა სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტების საიერიშოდ პოტენციური სამიზნეების სიას აკეთებს. ომის უწინდებურად წარმოების საშუალებას აშშ-ს არც ეკონომიკური მდგომარეობა და არც ბარაქ ობამას ხელმძღვანელობით დემოკრატების პოლიტიკური რეიტინგი აძლევს. 12–წლიანი განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად გადასახადის გადამხდელები 600-600 მილიარდისა და, რაც მთავარია, წელიწადში საშუალოდ 500 ამერიკელი ჯარისკაცის დაკარგვით დაიღალნენ. ამასთან, ახლა, მხილებებისა და გამოაშკარავების ეპოქაში, ვაშინგტონს აღარ შეუძლია უბრალოდ აიღოს და მიაფურთხოს ქვეითი ჯარების შესაყვანად აუცილებელ გაეროს მანდატს, როგორც ეს ერაყში შეჭრის წინ მოხდა.

იმ დროის განმავლობაში კი, რომელიც სანქციის მისაღებად არის აუცილებელი, კონფლიქტი სირიაში, სამთავრობო ჯარების მიერ სწრაფი შეტევის განხორციელების გათვალისწინებით, შესაძლოა ამოიწუროს. პენტაგონში ეს მშვენივრად ესმით, ამიტომ, სავარაუდოდ, პოტენციური კონფლიქტი ლიბიის სცენარით განვითარდება: არასაფრენი ზონა და წერტილოვანი ავიაიერიშები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განმარტა, რომ ბარაქ ობამამ პენტაგონს ყველა შემთხვევისათვის მოქმედების გეგმის მომზადება დაავალა. მინისტრმა პრეზიდენტის თხოვნა შეასრულა.