პუბლიკაციები
ჰაკერებმა ამერიკის დაზვერვის პოლკოვნიკის ფოსტა გატეხეს: პენტაგონი, შესაძლოა, სირიაში ქიმიურ შეტევასთან იყოს კავშირში

1-xakeri-mtსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. პრესაში ვრცელდება  დამასკოს გარეუბანში ქიმიურ შეტევასთან ამერიკის დაზვერვის კავშირის ახალი მტკიცებულებები.

ჰაკერმა მოიპოვა და გამოაქვეყნა ამერიკის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ ენტონი ჯ. მაკდონალდის მიმოწერა, რომელსაც აშშ–ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის დაზვერვის საკითხებში მოადგილესთან არსებული ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების მართვის საერთო შტაბის უფროსის თანამდებობა უკავია. ეს მიმოწერა სირიაში ქიმიურ შეტევას ეხება.

22 აგვისტოს წერილში იუჯინ ფერსტი პოლკოვნიკს წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას ულოცავს და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას იმოწმებს სირიაში ქიმიური შეტევის შესახებ. ენტონის მეუღლის და მისი მეგობრის დიალოგიდან ცხადი ხდება, რომ ბავშვების ვიდეო, რომლებიც თითქოსდა დამასკოსთან ქიმიური შეტევის დროს დაიღუპნენ, ამერიკის დაზვერვის მიერ იყო ინსცენირებული.

ჰაკერის მიერ მოპოვებული COI.Mail–ის მიმოწერის სკრინშოტები

1-xakeri-1
1-xakeri-2
1-xakeri-3


გამოყოფილი სტრიქონების თარგმანი:

„როგორც ხედავ, მე ამისაგან შორს ვარ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მცდელობა არ დააკლეს. მომწონს, როცა გეწევი. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით“.

„სხვათაშორის, შენი ბოლო წარმატება ვნახე. კარგი ნამუშევარია. ყოჩაღ“. www.washintonpost.com/world/syrian-activists-accuse-government....

„სულ იმ სირიელ ბავშვებზე ვფიქრობ. მადლობა ღმერთს, ცოცხლები არიან. იმედი მაქვს, ამისათვის რამე საჩუქარს ან ფულს მისცემენ“.

„ეს მეც ვნახე და ძალიან შემეშინდა. მაგრამ ტონიმ დამამშვიდა. ის ამბობს, რომ ისინი არ დაზარალებულან, ეს კამერით გადასაღებად გაკეთდა. ასე რომ, ნუ ღელავ, ძვირფასო“.

„იცი, ვერაფრით ვივიწყებ იმ საშინელ სააირო შეტევას სირიაში. ის ბავშვები ნახე? როგორ ვღრიალებდი... ისინი მოწამლეს, ისინი დაიხოცნენ. როდის დამთავრდება ეს? მათი სახეები მესიზმრება. რას გეუბნება ტონი ამაზე?“

ჰაკერი ასევე ამტკიცებს, რომ მან პენტაგონის ბევრი სხვა ოფიცრის საფოსტო ყუთებში შეღწევა მოახერხა:

Evans, Anthony O COL USARMY HQDA ASA ALT (US)

Sims, John D COL USARMY HQDA OCPA (US)

Griffith, David M COL USARMY (US)

Bell, Craig A COL USARMY (US)

Parramore, David J (Dave) COL USARMY MEDCOM HQ (US)

Morris, Daniel L COL USARMY (US)

Ellison, Brenda K COL USARMY (US)

Jennings, Wesley J COL USARMY HQDA DCS G-8 (US)

Eberle, Brian K COL USARMY HQDA DCS G-3-5-7 (US)

Bradsher, John M COL USARMY (US)

Fish, Charles A COL USARMY JS J8 (US)

Roquemore, Darlene M COL USAF (US)

Mott, Robert L Jr COL USARMY HQDA OTSG (US)

Parramore, David J (Dave) COL USARMY MEDCOM HQ (US)

Weeks, Colin A LTC USARMY (US)

Reynolds, M Bridget LTC USARMY HQDA DCS G-2 (US)

Grahek, Christopher J LTC USARMY HQDA OTSG (US)

Henderson, Valerie D LTC USARMY HQDA OCPA (US)

 ჰაკერმა გამოაქვეყნა განცხადება Pastebin–ზე, სადაც ამბობს, რომ ვერ მოასწრო მთელი მათი მიმოწერის წაკითხვა, რომელშიც შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვებოდეს, და ბოლოს წერს: „მათ მიმოწერას მოგვიანებით ავტვირთავ“.

ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშულებათა საიტები გვთხოვენ, შევატყობინოთ ინფორმაციის წყარო, ამიტომ უნდა გაუწყოთ, რომ ეს ამბავი აგრეთვე გამოქვეყნებულია Telegraph–ში, ჩვენ კი ჰაკერის შესახებ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

წარმოდგენილია: საიდ ჰალაკი (ჟურნალისტი–ფრილანსერი)