უცხოეთი
„ევრაზიულ კავშირში გაერთიანების გარდა, აზერბაიჯანს სხვა გამოსავალი არ აქვს. კარგი იქნებოდა, სომხურ საზოგადოებას შიდა რევიზია ჩაეტარებინა. რეგიონში სტატუს-კვო ბოლო წუთებს ითვლის“

zarub-2-vestiazსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. 2008-2012 წლებში მედვედევის, ალიევისა და სარგსიანის მრავალრიცხოვანი შეხვედრები გაიმართა. თუმცა, აზერბაიჯანისთვის ამ შეხვედრებს დადებითი შედეგები არ მოუტანია. რა შეიცვლება ახლა? ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი შეხვედრის მონაწილეებს, უპირველესად, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ. ამგვარად, მოსკოვი ვითარების გაუმჯობესებას პირველ რიგში რუსეთისთვის ელის, - ამის შესახებ Vesti.az-ს ცნობილმა რუსმა ექსპერტმა, რუსეთის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელმა იანა ამელინამ განუცხადა.

რაც შეეხება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ამელინას აზრით, რუსეთი ულტიმატუმებს არ აყენებს (გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც რეგიონში კინაღამ მსოფლიო ომი გააჩაღა) და ცდილობს დარწმუნების მეთოდებით იმოქმედოს.

„ბაქოში საკმარისად რეალისტურად აფასებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ვფიქრობ, რომ ისტორიულ პერსპექტივაში აზერბაიჯანს სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ევრაზიის კავშირში გაერთიანდეს, დანარჩენი დეტალებია“, - განაცხადა მან.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანს ის დაიძაბა. „კარგი იქნებოდა, სომხურ საზოგადოებას შიდა რევიზია ჩაეტარებინა, გადაეხედა ზოგიერთი მცდარი, თუმცა ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპებისთვის, მაგალითად, „სომხეთი რუსეთს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სომხეთს რუსეთი“ და დაეძლია იზოლირებულობის სინდრომი, რომელმაც, სამწუხაროდ, ბევრი სომეხი პოლიტიკოსისათვის რეალობა დაამახინჯა“, - აღნიშნა იანა ამელინამ და დასძინა: „რეგიონში სტატუს-კვო ბოლო წუთებს რომ ითვლის, რასაც, სავარაუდოდ, რაღაც ნაკლებად პროგნოზირებადი მოვლენები მოჰყვება, ყველასთვის ცხადია“.