პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „მერკადერი“ სააკაშვილი, მომავალი მართლმსაჯულების შიშით, ორდენებს ურიგებს სკანდალური ბექგრაუნდის მქონე უცხოელ მზვერავებს, რომლებიც ჩავარდნის შემთხვევაში მისთვის გაქცევას ამზადებენ!

1-merkaderპრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა და 08.08.08 ომში რუსი მშვიდობისმყოფელების დახოცვა – ორი მთავარი დანაშაულია, რომელთა გამო „მერკადერი“ სააკაშვილი სასჯელს ვერ გაექცევა და მას ეს ესმის. ამიტომ მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

– არ დაიკარგოს ივანიშვილის ჩრდილში, გამუდმებით შეახსენოს თავი დასავლელ პარტნიორებს – აშშ–ს, ნატოს და ახალი ევროპის ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც გულღიად მასპინძლობენ ქართველ პრემიერს;

– გამოიყენებს რა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოუცდელობას,  გათიშულობის კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, რომელიც ამომრჩევლებს კარგავს ნაციონალებთან კოჰაბიტაციით ელექტორატის უკმაყოფილების გამო; გამოიყენებს რა თავის უპირატესობას PR–ტექნოლოგიების ცოდნის თვალსაზრისით, ეცადოს, რომ თუ თავის კანდიდატს პრეზიდენტად ვერ გაიყვანს, მეორე ადგილზე მაინც გავიდეს და „ნაცმოძრაობას“ სახელმწიფოში მეორე (მმართველის შემდეგ) პარტიის და ერთადერთი რეალური ოპოზიციის სტატუსი დაუმკვიდროს. დანარჩენი – ტექნიკის საქმეა: მერე შეიძლება კოალიციური მთავრობის მოთხოვნაც, ვიცე–პრეზიდენტის პოსტის შემოღებაც, ხოლო პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ნაცმოძრაობა“ ისედაც ძალიან შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი.

მაგრამ ამ გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში, რასაც, ალბათ, დაპატიმრება, გამოძიება და სასამართლო მოჰყვება ორ ზემოხსენებულ დანაშაულში მონაწილეობის საქმეზე, „მერკადერი“ სააკაშვილი, რომელმაც ჟვანია საფერფლით მოკლა, როგორც მერკადერმა ტროცკი – წერაყინით, გაქცევას იმზადებს, რომელიც უცხოური სპეცსამსახურების მზვერავებმა უნდა უზრუნველყონ, საქართველოში უკვე დიდი ხანია რომ მუშაობენ და დივერსიული ოპერაციების დიდი გამოცდლება აქვთ.

პირველი მათგანის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ გასულ შაბათს შეიტყო, როდესაც სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა თავისი ოფიციალური მრჩეველი – ესტონეთის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ექსხელმძღვანელი (სახელმწიფო უშიშროების სამსახურების კოორდინატორი), ესტონეთის საგარეო პოლიტიკური დაზვერვის უფროსი ერიკ კროსი – „იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ის ქართულ ოფიციალურ ინტერნეტრესურსებზე მასობრივი რუსული კიბერ შეტევის მოგერიებაში დაეხმარა და მათი ჰოსტინგი ოპერატიულად გადაიტანა უცხოურ სერვერებზე“...

ცნობისათვის: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდებიან „კულტურის, განათლების, მეცნიერების, შემოქმედების და სპორტის სფეროების გამოჩენილი მოღვაწეები ღირსშესანიშნავი მიღწევებისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში და საქართველოს წინაშე მაღალი დამსახურებისათვის“. ხოლო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ოქროს ვერძის ორდენია გათვალისწინებული. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ერიკ კროსი უცხოელი მოქალაქე არ არის – პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

merkader-Sua1

ეს სწორედ ის ერიკ კროსია, რომელიც სხვადასხვა დროს დიპლომატიურ სამსახურში იყო ლონდონში, ვაშინგტონში, ბაღდადსა და თბილისში, რომელსაც ბრალი ედებოდა 2009 წლის 24 ივნისს შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გამოსასყიდის მიზნით ტვირთმზიდი „Arctik Sea“–ს მეკობრულად ხელში ჩაგდების ორგანიზებაში! ხომალდზე დაახლოებით 2 მილიონი ევროს ღირებულების ხეტყე იყო, რომელიც ტვირთმზიდს ფინეთიდან ალჟირში მიჰქონდა...

მეორე მზვერავი, რომლის შესახებ ქართული საზოგადოება მალე გაიგებს – ეს არის დარიუს იურგელიავიჩუსი, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალური მრჩეველი, ლიტვის სახელმწიფო უშიშროების მოადგილე (სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე), რომელიც ისევე, როგორც კროსი, შემდგომში დიპლომატიურ სამსახურში გადავიდა და ახლა საქართველოში ცხოვრობს.

2012 წლის 29 ოქტომბრიდან დარიუს იურგელიავიჩუსი – შპს „ტელეკომპანია ПИК“–ის აქციების 60%–ის მფლობელია: მისმა კუთვნილმა შპს „შვისეამ“, რომელიც 4 დღით ადრე შეიქმნა (2012 წლის 25 ოქტომბერს, საგანგებოდ ПИК–ის შესაძენად), ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, 1,5 მილიონი აშშ დოლარი ჩადოს შეძენილი ტელეარხის ინვესტირებაში.

merkader-Sua2

2006 წელს კი ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დარიუს იურგელიავიჩუსი გადიოდა ბელორუსიაში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე ლიტვის დაზვერვის თანამშრომლის ვიტაუტას პოციუნასის დაღუპვის სკანდალურ საქმეში, რომელიც ან მოწამლეს, ან თავში დარტყმით გათიშეს, მერე კი მე–9 სართულიდან – ბრესტის სასტუმრო „ინტურისტის“ ნომრის ფანჯრიდან გადმოაგდეს. როგორც ამბობენ, პოციუნასმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დასამხობად აშშ–ის კონგრესის მიერ გამოყოფილი 420 მილიონი დოლარის მიზნობრივი გამოყენების გამოძიება (ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ლიტვაში ირიცხებოდა, სადაც ფულს ანაღდებდნენ და კურიერებით აგზავნიდნენ მინსკში). აღმოჩნდა, რომ სერიოზულ თანხებს ბიუჯეტიდან, რომელიც ბელორუსიაში „ფერადი რევოლუციის“ ორგანიზებისთვის იყო განკუთვნილი, ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ითვისებდა, რომლის დირექტორის მოადგილე გახლდათ დარიუს იურგელიავიჩუსი. ის მაშინ ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა გივი თარგამაძემ გადაარჩინა (რომელმაც, ალბათ, გვარიანად იხეირა იმ 420 მილიონი დოლარიდან!), საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად მოიწვია (როგორც მოგვიანებით მოიწვიეს ЖОП–ი – ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი) და მერაბიშვილის მრჩეველად გაამწესა...

merkader-qvem

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 16 სექტემბერი, თბილისი