პუბლიკაციები
პრემიერი ივანიშვილი: „ახლა რუსეთს აშშ-სთან და ევროპასთან რთული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს“

aqt-2-telegraphსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მუდამ ვამბობდი და ახლაც ვაცხადებ - საქართველოს სტრატეგია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში მდგომარეობს, - ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებულ კითხვაზე, თუ როგორ შეესატყვისება ეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რადგან შეუძლებელია ერთდროულად იყო ევროკავშირის, ნატოსა და ევრაზიული კავშირის წევრი, მან შემდეგნაირად უპასუხა:

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა ვარიანტს და თუ დავინახავთ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიას, სასარგებლო და მომგებიანია ქვეყნისთვის, რატომაც არა? სად ხედავთ აქ წინააღმდეგობას? აი სომხეთმა ამას წინათ განაცხადა, რომ საბაჟო კავშირში გაწევრებას აპირებს“.

მისივე განმარტებით, ყველაფერი დიალექტიკის პრიზმაში უნდა იქნეს განხილული, რადგან ევროპის გარეშე რუსეთსაც გაუჭირდება.

„ადრე თუ გვიან რუსეთი ევროკავშირშიც გაერთიანდება და ნატოშიც. გლობალურ პოლიტიკაში ტრენდები შეიცვალა. დიახ, ახლა რუსეთს აშშ-სთან და ევროპასთან რთული დამოუკიდებულებები აქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწარფად შეიცვალოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.