პუბლიკაციები
ფრაგმენტები რფ-ის პრეზიდენტის ვ.ვ.პუტინის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაზე

analitika-1-fragmentiსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„რუსებისთვის, რუსეთისთვის შეკითხვები – „ვინ ვართ?“ „ვინ გვინდა ვიყოთ?“ – ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის. ჩვენ ჩამოვშორდით საბჭოთა იდეოლოგიას, მისი დაბრუნება შეუძლებელია. ფუნდამენტური კონსერვატიზმის მიმდევრები, რომლებიც 1917 წლამდე რუსეთს აიდეალებენ, როგორც ჩანს,ისევე შორს არიან რეალობისგან, როგორც დასავლური ულტრალიბერალიზმის მომხრეები.

ცხადია, რომ ჩვენი მოძრაობა წინ შეუძლებელია სულიერი, კულტურული, ეროვნული თვითგამორკვევის გარეშე, სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გარე და შიდა გამოწვევებს, ვერ მივაღწევთ წარმატებას გლობალური კონკურენციის პირობებში. დღეს კი ჩვენ ასეთი კონკურენციის ახალ ბრუნს ვხედავთ.

დღევანდელი კონკურენციის ძირითადი მიმართულებებიაეკონომიკურტექნოლოგიური და იდეურსაინფორმაციო. მწვავდება სამხედრო–პოლიტიკური პრობლემებიც და სამხედრო–პოლიტიკური სიტუაციაც. მსოფლიო სულ უფრო მკაცრი ხდება, ზოგჯერ უარყოფილია არა უბრალოდ საერთაშორისო სამართალი, არამედ ელემენტარული წესიერება. უნდა ვიყოთ ძლიერები სამხედრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი, რაც წარმატებას განსაზღვრავს, არის ადამიანების ხარისხი, საზოგადოების ხარისხიინტელექტუალური, სულიერი, მორალური. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური ზრდაც, კეთილდღეობაც, გეოპოლიტიკური გავლენაც – ეს ხომ თავად საზოგადოების მდგომარეობიდან წარმოებულებია, იქიდან, თუ რამდენაც გრძნობენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები თავს ერთიან ხალხად, რამდენად არიან დამკვიდრებული ამ თავის ისტორიაში, ფასეულობებში და ტრადიციებში, აერთიანებს თუ არა მათ საერთო მიზნები და პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით ეროვნული იდენტობის მოპოვებისა და განმტკიცების საკითხი რუსეთისთვის მართლაც ფუნდამენტური ხასიათის მატარებელია“.

„დღეს რუსეთი განიცდის არა მარტო გლობალიზაციის ობიექტურ ზეწოლას თავის ეროვნულ იდენტობაზე, არამედ XX საუკუნის ნაციონალური კატასტროფების შედეგებსაც, როდესაც ჩვენ ორჯერ გადავიტანეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა. შედეგად მივიღეთ გამანადგურებელი დარტყმა ერის კულტურულ და სულიერ კოდზე, შევეჯახეთ ტრადიციებისა და ისტორიასთან ერთიანობის გაწყვეტას, საზოგადოების დემორალიზაციას, ურთიერთნდობისა და პასუხისმგებლობის დეფიციტს. სწორედ ამაშია იმ მწვავე პრობლემების ბევრი ფესვი, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით. საკუთარი თავის, საზოგადოების და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი ხომ ერთ–ერთი ფუძემდებლურია არა მარტო სამართალში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

1991 წლის შემდეგ იყო ილუზია, რომ ახალი ეროვნული იდეოლოგია, განვითარების იდეოლოგია, თითქოს თავისთავად დაიბადება. სახელმწიფო, ხელისუფლება, ინტელექტუალური და პოლიტიკური კლასი პრაქტიკულად თვითჩამოცილდა ამ სამუშაოს, მითუმეტეს, რომ წინა, ოფიციოზური იდეოლოგია მძიმე კვალს ტოვებდა. და უბრალოდ სინამდვილეში ყველას ეშინოდა ამ თემასთან შეხებისაც კი. გარდა ამისა, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ეროვნული იდეის არარსებობა ხელსაყრელი იყო ელიტის იმ კვაზიკოლონიალური ნაწილისთვის, რომელიც ამჯობინებდა მოეპარა და გაეტანა კაპიტალი, და არ უკავშირებდა თავის მომავალს ქვეყანას, სადაც ეს კაპიტალი გამომუშავდებოდა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახალი ეროვნული იდეა არ იბადება და არ ვითარდება საბაზრო კანონებით. სახელმწიფოს, საზოგადოების თვითმოწყობამ არ იმუშავა, ისევე როგორც სხვისი გამოცდილების მექანიკურად გადმოღებამ. ასეთი უხეში სესხებები, რუსეთის გარედან გაცივილიზების მცდელობები ჩვენი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ მიიღო, იმიტომ რომ დამოუკიდებლობისკენ, სულიერი, იდეოლოგიური, საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტისკენ სწრაფვა – ჩვენი ეროვნული ხასიათის განუყოფელი ნაწილია. სიტყვამ მოიტანა და, ასეთი მიდგომა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ მუშაობს. წავიდა ის დრო, როდესაც ცხოვრების მოწყობის მზა მოდელების დაყენება სხვა სახელმწიფოში ისე უბრალოდ შეიძლებოდა, როგორც კომპიუტერული პროგრამის“.
„ჩვენ გვესმის, რომ იდენტურობის, ეროვნული იდეის ზემოდან თავს მოხვევა, იდეოლოგიური მონოპოლიის საფუძველზე აშენება შეუძლებელია. ასეთი კონსტრუქცია არამყარი და ძალზე მოწყვლადია, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით, მას თანამედროვე სამყაროში მომავალი არა აქვს. აუცილებელია ისტორიული შემოქმედება, საუკეთესო ეროვნული გამოცდილების და იდეის სინთეზი, ჩვენი კულტურული, სულიერი, პოლიტიკური ტრადიციების სხვადასხვა თვალსაზრისით გააზრება იმის გაცნობიერებით, რომ ეს არ არის რაღაც გაქვავებული, სამუდამოდ მოცემული, არამედ ცოცხალი ორგანიზმია. მხოლოდ მაშინ დაემყარება ჩვენი იდენტობა მყარ საძირკველს, მიმართული იქნება მომავალში, და არა წარსულში. ეს მთავარი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ განვითარების იდეოლოგიის საკითხი აუცილებლად უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა შეხედულებების ადამიანთა შორის, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ ყველას: ეგრეთ წოდებულ ნეოსლავოფილებსაც და ნეოპროდასავლელებსაც, სახელმწიფო მოხელეებსაც და ეგრეთ წოდებულ ლიბერალებსაცმთელ საზოგადოებას მოგვიწევს ერთად ვიმუშაოთ განვითარების საერთო მიზნების ჩამოყალიბებაზე. უნდა გავთავისუფლდეთ მხოლოდ იდეური თანამოაზრეების მოსმენის ჩვევისგან, როდესაც ნებისმიერი სხვა თვალსაზრისი დაუფიქრებლად, ბრაზით, ზოგჯერ კი აგრესიით არის უკუგდებული. არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ფეხბურთის ბურთივით აგორავო აქეთიქით და ფეხიც კი ურტყა, არ შეიძლება ჩავეფლოთ თავაწყვეტილ ნიჰილიზმში, მომხმარებლობაში, ყველასა და ყველაფრის კრიტიკაში ან შავბნელ პესიმიზმში. ეს კი ნიშნავს, რომ ლიბერალებმა უნდა ისწავლონ მემარცხენე შეხედულებების წარმომადგენლებთან საუბარი და, პირიქით, ნაციონალისტებმა უნდა გაიხსენონ, რომ რუსეთი პირველივე ნაბიჯებიდან ყალიბდებოდა სწორედ როგორც მრავალეროვანი და მრავალკონფესიური სახელმწიფო, და რომ ჩვენი მრავალეროვნულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რუსული, თათრული, კავკასიური, ციმბირული და კიდევ რომელიც გნებავთ სხვა ნებისმიერი ნაციონალიზმის და სეპარატიზმის ექსპლუატირებით, ჩვენ საკუთარი გენეტიკური კოდის განადგურების გზას ვადგებით. არსებითად, საკუთარი თავის განადგურებას ვიწყებთ“.
„ევროპულ და რიგ სხვა ქვეყნებში ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმი, ბევრწილად შემოტანილი, ზემოდან ხელოვნურად დამკვიდრებული მოდელი, დღეს ეჭვქვეშ დგება, და გასაგებია – რატომ. იმიტომ რომ საფუძველში დევს ერთგვარი საზღაური კოლონიალური წარსულისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს თავად ევროპის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ მულტიკულტურალიზმის მარცხზე, იმაზე, რომ მას არ ძალუძს საზოგადოებაში უცხოენოვანი და უცხოკულტურული ელემენტების ინტეგრაციის უზრუნველყოფა.

რუსეთში, რომლისთვისაც თავის დროზეხალხთა ციხისიარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, საუკუნეების განმავლობაში არ გამქრალა არცერთი, თუნდაც სულ მცირე ეთნოსი. ყველა მათგანმა შეინარჩუნა არა მარტო საკუთარი შინაგანი დამოუკიდებლობა და კულტურული იდენტურობა, არამედ თავისი ისტორიული სივრცეც. იცით, ინტერესით შევიტყვე (არც კი ვიცოდი!), საბჭოთა დროს ამას ისეთი ყურადღებით ეკიდებოდნენ, თითქმის ყველა პატარა ხალხს თავისი ბეჭდური გამოცემა ჰქონდა, მხარს უჭერდნენ ენებს, მხარს უჭერდნენ ეროვნულ ლიტერატურას. სხვათაშორის, კარგი იქნება, ბევრი რამ იქიდან, რაც ამ თვალსაზრისით ადრე კეთდებოდა, დავაბრუნოთ და მივიღოთ. ამავე დროს, ჩვენ ურთიერთგავლენის, ურთიეთრგამდიდრების, სხვადასხვა კულტურის ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება დაგვიგროვდა. ეს პოლიკულტურულობა, პოლიეთნიკურობა ჩვენს ისტორიულ ცნობიერებაში, ჩვენს გონში, ჩვენს ისტორიულ კოდში ცოცხლობს. ამაზე ათასი წელი ბუნებრივად შენდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“.
„რუსეთი, როგორც ხატოვნად ამბობდა ფილოსოფოსი კონსტანტინ ლეონტიევი, ყოველთვის ვითარდებოდა, როგორც „აყვავებული სირთულე“, როგორც სახელმწიფოცივილიზაცია, გამტკიცებული რუსი ხალხით, რუსული ენით, რუსული კულტურით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიით და რუსეთის სხვა ტრადიციული რელიგიებით. სწორედ სახელმწიფოცივილიზაციის მოდელიდან გამომდინარეობს ჩვენი სახელმწიფო წყობის თავისებურებები. ის ყოველთვის ისწრაფოდა მოქნილად გაეთვალისწინებინა ამა თუ იმ ტერიტორიების ეროვნული, რელიგიური სპეციფიკა და ერთიანობაში მრავალფეროვნება უზრუნველეყო. ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, იუდაიზმი, სხვა რელიგიებირუსეთის იდენტურობის და ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია მისი მოქალაქეების დღევანდელ ცხოვრებაში. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებულიტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების და ათეისტებისთვის თანაბარი უფლებების, ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სინდისის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფაა.

თუმცა მხოლოდ ეთნოსით, რელიგიით  იდენტიფიკაცია პოლიეთნიკური შემადგენლობის უმსხვილეს სახელმწიფოში, უდავოდ, შეუძლებელია. სწორედ სამოქალაქო იდენტურობის ჩამოყალიბება საერთო ფასეულობების, პატრიოტული ცნობიერების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის, კანონის პატივისცემის, სამშობლოს ბედთან თანაზიარობის საფუძველზე საკუთარ ეთნიკურ, რელიგიურ ფესვებთან კავშირის გაუწყვეტლადქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. როგორ გაფორმდება პოლიტიკურად, იდეურად, კონცეპტუალურად ეროვნული განვითარების იდეოლოგია – ფართო დისკუსიების საგანია, მათ შორის, თქვენი მონაწილეობით, პატივცემულო კოლეგებო. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ფილოსოფიის ცენტრში უნდა იყოს ადამიანის განვითარება – მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური. ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისში სოლჟენიცინი ლაპარაკობდა უმძიმესი XX საუკუნის შემდეგ ხალხის შენარჩუნებაზე, როგორც მთავარ ნაციონალურ მიზანზე. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენციების სრულად გარდატეხა ჯერჯერობით ვერც ჩვენ შევძელით, ჩვენ მხოლოდ ცოტათი მოვშორდით ეროვნული პოტენციალის დაკარგვის სახიფათო ზღვარს“.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცალკეული ადამიანის სიცოცხლის ღირებულება ხშირად მცირე იყო. ადამიანები მეტისმეტად ხშირად რჩებოდნენ განვითარების მხოლოდ საშუალებად, და არა მიზნად და მისიად. ჩვენ უკვე აღარა გვაქვს არა მარტო უფლება, არამედ შესაძლებლობაც, რომ განვითარების საცეცხლეს მილიონობით ადამიანი შევუკეთოთ. თითოეულის მოფრთხილებაა საჭირო. სწორედ განათლებული, შემოქმედი, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ადამიანები, და არა ბუნებრივი რესურსები ან ბირთვული იარაღი იქნება ამ და მომდევნო საუკუნეების რუსეთის მთავარი ძალა.

განათლების როლი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პიროვნების, პატრიოტის აღსაზრდელად ჩვენ დიდი რუსული კულტურისა და ხელოვნების როლის აღდგენა გვჭირდება. ისინი უნდა გახდეს მოქალაქეთა თვითგამორკვევის საძირკველი, თვითმყოფადობის წყარო და ეროვნული იდეის გაგების საფუძველი. აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მასწავლებლების, პედაგოგების საზოგადოებაზე, რომელიც იყო და რჩება ზოგადეროვნული ფასეულობების, იდეებისა და განწყობის უმნიშვნელოვანეს მცველად. ეს საზოგადოება ერთ ენაზე ლაპარაკობს – მეცნიერების, ცოდნის, აღზრდის ენაზე. და ეს ხდება უზარმაზარ ტერიტორიაზე – კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე. და უკვე ამით ეს საზოგადოება, მხედველობაში მაქვს მთლიანად მასწავლებელთა თანასაზოგადოება ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, განამტკიცებს ქვეყანას. და ამ საზოგადოების მხარდაჭერა – ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ძლიერი, აყვავებული რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე“.
„რუსეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა – უპირობოა. ეს არ არის „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთის უფლება არავის აქვს. ჩვენი შეხედულებების მთელი განსხვავების მიუხედავად, დისკუსია იდენტობის, ეროვნული მომავლის შესახებ შეუძლებელია ყველა მისი მონაწილის პატრიოტიზმის გარეშე. პატრიოტიზმის, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ყველაზე სუფთა მნიშვნელობით. ნაციონალურ ისტორიაში მეტისმეტად ხშირად ვხვდებით ხელისუფლების ოპოზიციის ნაცვლად თავად რუსეთის ოპოზიციას. მე უკვე ვიხსენებდი ამის შესახებ. პუშკინმა თქვა ამის შესახებ. და ჩვენ ვიცით, რით მთავრდებოდა ეს – სახელმწიფოს, როგორც ასეთის, დანგრევით.

ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს ისეთი ოჯახი, რომელსაც გასული საუკუნის უბედურებებმა გვერდი აუარა. ამა თუ იმ ისტორიული მოვლენების შეფასების საკითხი დღემდე თიშავს ქვეყანას და საზოგადოებას. ჩვენ უნდა მოვიშუშოთ ეს ჭრილობები, აღვადგინოთ ისტორიული ქსოვილის მთლიანობა. აღარ შეიძლება თავის მოტყუების გაგრძელება, უსანდომო ან იდეოლოგიურად არახელსაყრელი გვერდების ამოშლა, თაობათა კავშირის გაწყვეტა, უკიდურესობებში გადავარდნა და კერპების შექმნა ან დამხობა. დროა შევწყვიტოთ ისტორიაში მხოლოდ ცუდის შემჩნევა, საკუთარი თავის იმაზე მეტად ლანძღვა, ვიდრე ამას ნებისმიერი ჩვენი არაკეთილმოსურნე გააკეთებს! კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ საკუთარი ღირსების გრძნობის გარეშე, სამშობლოსადმი სიყვარულის გარეშე ეს კრიტიკა დამამცირებელი და კონტრპროდუქტიულია.

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით და საამაყო მართლაც გვაქვს. მთელი ჩვენი ისტორია გამონაკლისების გარეშე რუსული იდენტობის ნაწილი უნდა გახდეს. ამის აღიარების გარეშე ურთიერთნდობა და საზოგადოების წინსვლა შეუძლებელია“.
„რუსული იდენტურობის სერიოზული გამოწვევა უკავშირდება მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. აქ არის როგორც საგარეო პოლიტიკური, ისე მორალური ასპექტები. ჩვენ ვხედავთ, ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა ფაქტობრივად როგორ წავიდა საკუთარ ფესვებზე უარის თქმის გზით, მათ შორის ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის საფუძველს შეადგენენ. უარყოფილია ზნეობრივი საწყისები და ნებისმიერი ტრადიციული იდენტურობა: ეროვნული, კულტურული, რელიგიური და სქესობრივიც კი. ტარდება პოლიტიკა, რომელიც ერთ დონეზე აყენებს მრავალშვილიან ოჯახს და ერთსქესიან პარტნიორობას, უფლის რწმენას და სატანის რწმენას. პოლიტკორექტულობის ექსცესები იქამდე მიდის, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ იმ პარტიების რეგისტრაციაზე, რომლებიც პედოფილიის პროპაგანდას ისახავენ მიზნად. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ადამიანებს რცხვენიათ და ეშინიათ საკუთარ რელიგიურ კუთვნილებაზე ლაპარაკის. დღესასწაულებს აუქმებენ ან სხვა სახელს არქმევენ, მორცხვად მალავენ რა ამ დღესასწაულის არსს – ზნეობრივ საფუძველს. და ცდილობენ, ეს მოდელი მთელ მსოფლიოს აგრესიულად მოახვიონ თავს. დარწმუნებული ვარ – ეს პირდაპირი გზაა დეგრადაციის და პრიმიტივიზაციისკენ, ღრმა დემოგრაფიული და ზნეობრივი კრიზისისკენ.

რა შეიძლება იყოს ადამიანური სოციუმის მორალური კრიზისის უფრო მეტი მოწმობა, ვიდრე თვითაღწარმოების უნარის დაკარგვა?! დღეს პრაქტიკულად არცერთ განვითარებულ ქვეყანას უკვე აღარ შეუძლია საკუთარი თავის აღწარმოება, მიგრაციის დახმარებითაც კი. ქრისტიანობასა და სხვა მსოფლიო რელიგიებში ჩადებული ფასეულობების გარეშე, ათასწლეულობით ჩამოყალიბებული მორალისა და ზნეობის ნორმების გარეშე ადამიანები გარდაუვალად დაკარგავენ ადამიანურ ღირსებას. და ჩვენ ბუნებრივად და სწორად მიგვაჩნია ამ ფასეულობების დაცვა. პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი უმცირესობის უფლებას განსხვავებულობაზე, მაგრამ უმრავლესობის უფლებაც არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ“.
ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ერთპოლარული უნიფიცირებული მოდელის ამა თუ იმ საშუალებით რეანიმირების, საერთაშორისო სამართლის და ეროვნული სუვერენიტეტის ინსტიტუტის წაშლის მცდელობებს. ასეთ ერთპოლარულ, უნიფიცირებულ მსოფლიოს არ სჭირდება სუვერენული სახელმწიფოები, მას ვასალები სჭირდება. ისტორიული თვალსაზრისით ეს არის საკუთარ სახეზე, ღმერთის, ბუნების ნაბოძებ სამყაროს მრავალფეროვნებაზე უარის თქმა.

რუსეთიიმათთან არის, ვისაც მიაჩნია, რომ საკვანძო გადაწყვეტილებები კოლექტიურ საფუძველზე უნდა შემუშავდეს, და არა ცალკეული სახელმწიფოს ან ქვეყნების ჯგუფის შეხედულებითა და ინტერესების მიხედვით. რომ უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო სამართალი, და არა ძლიერის სამართალი, მუშტის სამართალი. რომ ყოველი ქვეყანა, ყოველი ხალხი არ არის განსაკუთრებული, მაგრამ უნიკალურია, რა თქმა უნდა, თვითმყოფადია, თანაბარი უფლებები აქვს, მათ შორის საკუთარი განვითარების დამოუკიდებელი არჩევანის უფლება.

ასეთია ჩვენი კონცეპტუალური თვალსაზრისი, ის გამომდინარეობს ჩვენი საკუთარი ისტორიული ბედისგან, მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის როლისგან. ჩვენს დღევანდელ პოზიციას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. რუსეთი თვითონ ვითარდებოდა მრავალფეროვნების, ჰარმონიისა და ბალანსების საფუძველზე და ასეთი ბალანსი გარემოშიც შეჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ 1815 წლის ვენის კონგრესმაც და 1945 წლის იალტის შეთანხმებებმაც, რომელთა მიღებაში რუსეთს ძალიან აქტიური როლი ჰქონდა, ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველყვეს.

რუსეთის ძალა, გამარჯვებულის ძალა ამ შემობრუნების მომენტებში კეთილშობილებასა და სამართლიანობაში ვლინდებოდა. და მოდით, გავიხსენოთ ვერსალი, რომელიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე იქნა დადებული. ბევრი სპეციალისტი, და მე მათ აბსოლუტურად ვეთანხმები, მიიჩნევენ, რომ სწორედ ვერსალში ჩაეყარა ფესვები მომავალ მეორე მსოფლიო ომს. იმიტომ რომ ვერსალის ხელშეკრულება გერმანელი ხალხის მიმართ უსამართლო იყო და მას ისეთ შეზღუდვებს აკისრებდა, რომლებსაც ნორმალურ რეჟიმში ვერ გაუმკლავდებოდა, ეს საუკუნით ადრე იყო ცხადი“.
თუ არ მოვახდენთ ჩვენი ძალების კონცენტრაციას ადამიანების განათლებასა და ჯანმრთელობაზე, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის ურთიერთპასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, დაბოლოს, საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე, ისტორიულ კონკურენციაში დავმარცხდებით. რუსეთის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის, მხარის, თავისი პატარა სამშობლოს, თავისი ქონების, საკუთრების და თავისი ცხოვრების პასუხისმგებელ პატრონებად უნდა გრძნობდნენ თავს.

მოქალაქეის არის, ვისაც საკუთარი საქმეების დამოუკიდებლად გაძღოლა და თავის თანასწორებთან თავისუფლად თანამშრომლობა შეუძლია. მოქალაქეობრიობის საუკეთესო სკოლა კიადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა თვითმოქმედი ორგანიზაციებია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არაკომერციული ორგანიზაციები. სხვათაშორის, ერთ–ერთი საუკეთესო რუსული პოლიტიკური ტრადიცია, საერობო ტრადიცია, ასევე სწორედ თვითმმართველობის პრინციპებზე იყო აგებული. მხოლოდ თვითმმართველობის ეფექტიანი მექანიზმებიდან შეიძლება გაიზარდოს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება და ნამდვილი ეროვნულად ორიენტირებული ელიტა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩათვლით, რომელსაც საკუთარი იდეოლოგია, ფასეულობები, კარგისა და ცუდის საზომები, საკუთარი და არა თავსმოხვეული (მითუმეტეს, საზღვარგარეთიდან) მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ექნება. სახელმწიფო მზად არის ენდოს თვითმოქმედ და თვითმმართველ სტრუქტურებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის ვენდობით. და ეს აბსოლუტურად ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას ამაღლებს“.
„XXI საუკუნე დიდი ცვლილებების საუკუნედ, მსხვილი გეოპოლიტიკური  მატერიკების – ფინანსურ–ეკონომიკური, კულტურული, ცივილიზაციური, სამხედრო–პოლიტიკური – ჩამოყალიბების ეპოქად გადაქცევას გვიქადის. და ამიტომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტიეს არის მეზობლებთან მჭიდრო ინტეგრაცია. მომავალი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომლის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობთ, არ არის უბრალოდ ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების ნაკრები. ევრაზიული კავშირიეს არის ახალ საუკუნეში და ახალ მსოფლიოში ხალხების იდენტურობის, ისტორიული ევრაზიული სივრცის შენარჩუნების პროექტი. ევრაზიული ინტეგრაციაეს არის შანსი მთელი პოსტისაბჭოთა სივრცისთვის, გახდეს გლობალური განვითარების დამოუკიდებელი ცენტრი, და არა პერიფერია ევროპის ან აზიისთვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევრაზიული ინტეგრაცია ასევე მრავალფეროვნების პრინციპზე იქნება აგებული. ეს არის გაერთიანება, რომელშიც თითოეული შეინარჩუნებს თავის სახეს, თავის თვითმყოფადობას და პოლიტიკურ სუბიექტობას. პარტნიორებთან ერთად თანმიმდევრულად, ნაბიჯ–ნაბიჯ განვახორციელებთ ამ პროექტს. და იმედი გვაქვს, რომ ის იქცევა ჩვენს საერთო წვლილად მსოფლიო განვითარების მრავალფეროვნებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

პატივცემულო კოლეგებო!

91–ის შემდეგ წლებს პოსტსაბჭოთა ეპოქას უწოდებენ. ჩვენ გადავიტანეთ, დავძლიეთ ეს ბობოქარი დრამატული დრო. რუსეთი, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გარდატეხების, განსაცდელების გავლის შემდეგ საკუთარ თავთან ბრუნდება, თავის ისტორიაში ბრუნდება.

განვამტკიცებთ რა ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, გავამაგრებთ საკუთარ ფესვებს, დავრჩებით რა ღია და გახსნილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო იდეებისა და პრაქტიკების მიმართ, ჩვენ უნდა წავიდეთ და წავალთ კიდეც წინ“.