რელიგია
ილია II: „აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში - ბაღები გვაქვსო მოსავლელი...“

obS-rel-2-afxazetსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და აფხაზეთის ომის გმირი ჟიული შარტავა გარდაცვალების შემდეგ წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ჯვართამაღლების დღესასწაულის დღეს და სოხუმის დაცემის 20 წლისთავზე უწმიდესმა ქადაგებისას აფხაზეთის ომის შესახებ ისაუბრა და ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი.

აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში. როცა ვუსაყვედურებდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ.

განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი – ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს – ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება! იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ჰყავს საქართველოს, – წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!”, – აღნიშნა უწმიდესმა.