უცხოეთი
საქართველომ და აფხაზეთმა ომის დასრულების 20 წლისთავი აღნიშნეს

gruzia-abxaziaსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ზუსტად 20 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველო-აფხაზეთის ომში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ქართველმა სამხედროებმა ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი დაკარგეს. ამის შემდეგ საქართველომ კონტროლი დაკარგა ყოფილ ავტონომიაზე. იმ დროიდან 27 სექტემბერი ქართველებისათვის – ხსოვნისა და მწუხარების, აფხაზებისთვის კი გამარჯვების დღეა. ამიტომ ომის დასრულების 20 წლისთავი მათ სხვადასხვაგვარად აღნიშნეს.

საქართველოს დედაქალაქში ტრადიციულად გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილ მემორიალსა და მარადიულ ცეცხლთან შეიკრიბნენ.  სხვადასხვა მონაცემით, იმ ომში 11 ათასი ქართველი, 4 ათასი აფხაზი და აფხაზეთის მხარდამჭერი 2 ათასი მოხალისე დაიღუპა ჩრდილოეთ კავკასიიდან. ლტოლვილად იქცა 300 ათასზე მეტი ქართველი და სხვა ერების წარმომადგენელი.

მემორიალთან სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

მასთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ მინისტრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა.

gruzia-abxazia-2

ამავე დროს საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულმა ადამიანმა - პატრიარქმა ილია მეორემ წმიდა სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა.

სოხუმში 27 სექტემბერს გვირგვინები მიიტანეს დიდების პარკში. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელები, ომის ვეტერანები. ცერემონიის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი და დეფილე „ნაციონალური კოსტიუმი“.