რედაქტორისგან
„მხოლოდ პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი შეძლებს პრეზიდენტი მარგველაშვილის დროს საქართველოში სიტუაცია კონსტიტუციის ფარგლებში შეინარჩუნოს“ – საქინფორმის მთავარი რედაქტორი მკითხველს პასუხობს

1polit-2-gariba-mtსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის მუდმივმა მკითხველმა ჯემალ მაგალიანმა გუშინ საიტზე შემდეგი კომენტარი გამოგზავნა: „პატივცემულო ბატონო არნო! თქვენ – პროგნოზების დიდი სპეციალისტი ხართ. მზად ვარ, ერთ ბოთლ კონიაკზე და სიგარაზე დაგენაძლევოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მერაბიშვილი ციხიდან გამოვა. ნაძლევზე თანახმა ხართ?“
გუშინვე საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მკითხველ ჯემალ მაგალიანს უპასუხა:

„ბატონო ჯემალ მაგალიანო! 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავისუფლებაზე მხოლოდ ვანო მერაბიშვილი როდი გამოვა, რომელიც ციხეში საკუთარი თხოვნით ზის – რათა ეს პერიოდი გადაატაროს და სააკაშვილის დავალებებზე ფული არ ხარჯოს, არ შეასრულოს მისი დანაშაულებრივი ბრძანებები – მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ცნობილი წევრის მკვლელობა ამაში „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დადანაშაულების, არჩევნების ჩაშლის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნით.

ახლა სააკაშვილს უჭირს შემსრულებლის პოვნა, რადგან ასეთი მასშტაბის ამოცანის შესრულების შემძლე შს მინისტრები ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში სხედან.

სხვათაშორის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ციხიდან ბაჩო ახალაიაც გამოვა, რომელსაც ბრალდებები ერთმანეთის მიყოლებით ეხსნება და რომელმაც, სააკაშვილზე შურის საძიებლად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს – საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრს.

ბიძინა ივანიშვილი დროებით მიდის პოლიტიკიდან, რადგან არაკორექტულად მიაჩნია ხელისუფლებაში ყოფნა, როცა სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე დააპატიმრებენ. და მხოლოდ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს საქართველოში სიტუაცია კონსტიტუციის ფარგლებში შეინარჩუნოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს – ინტელექტუალის, ინტელიგენტის. ქალაქელის, ბუნებით ძალზე კეთილი, რბილი ადამიანის“.

1polit-2-gariba-qv-2 1polit-2-qv-1-gariba