პუბლიკაციები
„ახალგაზრდა ადვოკატები“: გიორგი მარგველაშვილი - 47%, დავით ბაქრაძე - 15%, ნინო ბურჯანაძე - 12%

1-polit-1-analit-advokatebiსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში: საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი მონაწილეობა 1000–მა რესპონდენტმა მიიღო. სოციოლოგიური კვლევა თბილისში, 2013 წლის 5–6 ოქტომბერს, 6 სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, მოქალაქეების გამოკითხვის შერჩევითი პრინციპით ჩატარდა და მას ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა ხელმძღვანელობდა.

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასე გადანაწილდა:

1. იღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? დიახ - 78 %, არა - 14 %, არ ვიცი - 7%, მიჭირს პასუხის გაცემა -1%.

2. თქვენი აზრით, მომავალმა პრეზიდენტმა რომელ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალოს სტრატეგია შედეგის მისაღწევად? ტერიტორიული მთლიანობა - 61 %, სოციალური პოლიტიკა - 21 %, საგარეო პოლიტიკური კურსი - 6 %, დემოგრაფიული კრიზისი - 3 %, უმცირესობების უფლებები - 6%, სხვა - 3 %.

3. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რომელი კანდიდატი მოგწონთ? გიორგი მარგველაშვილი - 47 %, დავით ბაქრაძე - 15%,  ნინო ბურჯანაძე - 12 %, შალვა ნათელაშვილი - 5%, თავი შეიკავა - 18%, სხვა კანდიდატები - 3%.

4. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვევს: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას - 37 %, ხელისუფლების კონტროლს - 15 %, მთავრობის გავლენის შესუსტებას - 32 %, საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერებას - 16 %.

5. რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას? ცესკოს მიმართ ნდობა - 16 %, ახალი ხელისუფლებისადმი ნდობა - 30 %, საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება - 23 %, მოქალაქეების აქტივობა და რწმენა სამართლიანი არჩევნებისადმი - 31 %.

6. თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა ქართული პოლიტიკა ახალ სახეებს? დიახ, საჭიროებს - 91%, არა, არ საჭიროებს - 9 %.