პუბლიკაციები
„ბაქრაძე მეგრელებს ქართველების ყველაზე ჩამორჩენილ, კანიბალებთან მიახლოებულ ეთნიკურ ჯგუფს უწოდებდა“ – ბოკერიამ აშშ–დან ინსტრუქციები მიიღო – ბაქრაძემ ბურჯანაძეს და მარგველაშვილს სექსუალური უმცირესობების დახმარებით უნდა გადაასწროს!

1-pol-3-chiptopaსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკულ საიტ chictopia.com–ზე 2013 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა კომპანია Greenberg Quinlan Rosner–ის (ვაშინგტონი) ვიცე–პრეზიდენტ Jeremy D. Rosner–ის წერილი, რომელიც მან მანამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – 2013 წლის 15 სექტემბერს – მისწერა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.

წერილი წარმოადგენს ამერიკელი პოლიტტექნოლოგების ინსტრუქციას თავიანთი კლიენტის – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძისადმი. ამერიკელი ინსტრუქტორები ცნობილი კომპანიიდან, რომლის სპეციალობაა პიარი და რომლის ოფიციალური კლიენტი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ჭკუას არიგებენ – როგორ გაასწროს ჯერ რეალური რეიტინგების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს, მერე კი – საპრეზიდენტო მარათონის ლიდერ გიორგი მარგველაშვილსაც კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

მკითხველს ვთავაზობთ ყველაზე საყურადღებო ფრაგმენტებს საიტ chictopia.com–ის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციებიდან (ორიგინალები ინგლისურ ენაზე – იხ. ქვემოთ).

 

„ჩვენ არ გვამშვიდებს ბოლო გამოკითხვის შედეგები, აშკარაა, რომ ქალბატონი ბურჯანაძე მყარად იკავებს მეორე პოზიციას რეიტინგებში და თანდათან უახლოვდება 10–პროცენტიანი ჩამორჩენის ნიშნულს პირველი პოზიციისგან, რომელიც მარგველაშვილს უკავია. ამასთან დაკავშირებით, ვთავაზობთ ჩვენს მეგობრებს ТВШ–დან გამოაცხადონ იმგვარი შედეგები, რომლებიც ეჭვქვეშ არ დააყენებდა:

– მეორე ტურის პერპექტიულობას; 

– დავითის უეჭველ მეორე ადგილს; 

– ბურჯანაძის პოზიციების სრულ უპერსპექტივობას.

გარდა ამისა, აუცილებელია მკვეთრად გაძლიერდეს ნეგატიური კამპანია მარგველაშვილის და განსაკუთრებით – ბურჯანაძის მიმართ. ოჯახის წევრების, ცოლების, შვილების, მამების და ქმრების მაკომპრომეტირებელი მასალები. ამ თვალსაზრისით, გარკვეული გამონაკლისის გარდა, დავითს, კონკურენტებისგან განსხვავებით, ნაკლები სუსტი ადგილები აქვს.

სხვათაშორის, გადაეცით დავითს, რომ თავი დაანებოს მეგრელების საჯაროდ ლანძღვას. ჩემი თანდასწრებით მან რამდენჯერმე უწოდა მათ ქართველების ყველაზე ჩამორჩენილი, კანიბალებთან მიახლოებული ეთნიკური ჯგუფი. ირონია იმაშია, რომ ჩვენს მეგობარს ამ რეგიონში – ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

გამოკითხვის შედეგების შესწავლისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბურჯანაძისთვის ძირითადი სტრატეგიული რესურსია „მეოცნეებისგან“ იმედგაცრუებული ამომრჩეველი. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ, ნაკლები რესურსი დახარჯოთ მთელი „ოცნების“ ნეგატიურ სარეკლამო კამპანიაზე და ძალ–ღონე მიმართოთ პერსონალურ კამპანიაზე მარგველაშვილის  და, პირველ რიგში – ბურჯანაძის მიმართ. გიორგი (ბოკერია – საქინფორმი), მხედველობაში იქონიეთ, რომ ჩვენი მოკავშირეა ამომრჩეველთა დაბალი გამოცხადება და თქვენი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია.

კიდევ ერთხელ გთხოვდით, გაააქტიუროთ კამპანია მედიასა და სოციალურ ქსელებში. ნეგატიური და აგრესიული კამპანია ოპონენტების მიმართ და ბაქრაძის კონსტრუქციული, მშვიდი და პოზიტიური პოზიციონირების გაგრძელება. გთხოვთ გააძლიეროთ ინფორმაციული კამპანიის მიმართულება ახალგაზრდებს შორისაც. ის, რაც გამოკვლევის შედეგებში ვნახე, მამხნევებს, მაგრამ მეჩვენება, რომ არის რეზერვებიც, რომელთა მობილიზებაა საჭირო.

რაც შეეხება ვაშინგტონში მომავალ ვიზიტებს. უკვე მიღწეულია რიგი უაღრესად მნიშვნელოვანი შეთანხმებები. ბუნებრივია, ეს დიდი შრომისა და დროის ხარჯზე მოხდა, მაგრამ ამაზე ევროპაში ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრებთ.

ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაშიც მოვიპოვოთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა. დამკვირვებლების ჯგუფი უკვე კომპლექტდება. ჩვენ, ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვეცდებით ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოში დაახლოებით 10 ევროპული მისიის, აგრეთვე აშშ–დან დამკვირვებლების შთამბეჭდავი ჯგუფის ჩამოსვლას. ჯერჯერობით ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებ, მაგრამ ვფიქრობ, ერთ კვირაში უფრო კონკრეტული ციფრის დასახელებას შევძლებ.

რაც შეეხება ჩვენ მიერ ევროპული მედიას ამოქმედებას, აქ გაუთვალისწინებელ პრობლემებს ვაწყდებით. ბევრი ჩვენი მეგობარი სხვადასხვა საბაბით თანამშრომლობაზე უარს ამბობს. მე მგონი, საინფორმაციო სტრატეგია უნდა შევცვალოთ, რადგან ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თანდათან ცვლის საქართველოს საგარეო კურსის აღქმის პარადიგმას. ახლა ცოტას თუ ეპარება ეჭვი დღევანდელი ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციაში. მე ინტუიციით ვგრძნობ, თუმცა რაღაცის აღმოჩენა ბოლო გამოკვლევებშიც შეიძლება, რომ ხელისუფლების კრიტიკა სამოქალაქო, ძირითადად კი რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების პარადიგმაზე უნდა გადიოდეს. ეს პარადიგმა ადვილად ეგუება და მხარდაჭერას პოულობს ევროპულ და ამერიკულ მედიაშიც. იფიქრე ამაზე და შემატყობინე“.

1-pol-3-chiptopa-1
1-pol-3-chiptopa-2