პუბლიკაციები
სააკაშვილის ტრადიცია გრძელდება: მსოფლიოს 39 ქვეყანაში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი, რუსეთის გარდა! მილიონზე მეტ ქართველს – ყველაზე დიდ საზღვარგარეთულ ქართველ დიასპორას – საქართველოს პრეზიდენტის არჩევის უფლება ჩამორთმეული აქვს!

SAARCHEVNOსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სია.

ჩამონათვალი ასეთია: ავსტრია, ვენა (1), აზერბაიჯანი, ბაქო (3), აშშ, ვაშინგტონი, ნიუ იორკი (3), ბელარუსი, მინსკი (1), ბელგია, ბრიუსელი (1), ბულგარეთი, სოფია (1), გერმანია, ბერლინი (1), დანია, კოპენჰაგენი (1), დიდი ბრიტანეთი, ლონდონი (1), ეგვიპტე, კაირო (1), ესპანეთი, მადრიდი, ბარსელონა (2), ესტონეთი, ტალინი (1), თურქეთი, ანკარა, ტრაპიზონი, სტამბოლი (3), იორდანიის ჰაშმიტური სამეფო, ამანი (1), ირლანდია, დუბლინი (1), ისრაელი, თელ-ავივი (1), იტალია, რომი (1), კანადა, ოტავა (1), კვიპროსის რესპუბლიკა, ნიქოზია (1), ლატვია, რიგა (1), ლიტვა, ვილნიუსი (1), მოლდოვა, კიშინიოვი (1), ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა (1), პოლონეთი, ვარშავა (1), პორტუგალია, ლისაბონი (1), რუმინეთი, ბუქარესტი (1), საბერძნეთი, ათენი. სალონიკი (7), საფრანგეთი, პარიზი (1), სლოვაკეთი, ბრატისლავა (1), სომხეთი, ერევანი (1), უზბეკეთი, ტაშკენტი (1), უკრაინა, კიევი, დონეცკი, ოდესა (3), უნგრეთი, ბუდაპეშტი (1), ქუვეითი, ალ-ქუვეითი (1), ყაზახეთი, ასტანა (1), შვედეთი, სტოკჰოლმი (1), შვეიცარია, ბერნი (1), ჩეხეთი, პრაღა (1).

ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ვადაზე ცოტა ადრე გაიმართება.

როგორც ხედავთ, ძვირფასო საქინფორმის მკითხველებო, ამ სიაში რუსეთი არ არის. ანუ, მსოფლიოს 39 ქვეყანაში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი, ავღანეთში – ორიც კი, რუსეთის გარდა! მილიონზე მეტ ქართველს – ყველაზე დიდ საზღვარგარეთულ ქართველ დიასპორას – საქართველოს პრეზიდენტის არჩევის უფლება ჩამორთმეული აქვს! ! სააკაშვილის ტრადიცია გრძელდება...