რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მიშა+ხატია=სიყვარულს” - რას ნიშნავდა სააკაშვილის გამოსამშვიდობებელი სექსი პრეზიდენტის სასახლის მინის გუმბათის ქვეშ

1-khatia-miSa2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” - მმართველი პარტიის, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თვითონ იყო - პარტიული დროშა აქცია, რაც ნიშნავდა: “მე, პრეზიდენტი, ჩემი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ჩემი სახელმწიფო და ჩემი ხალხი - ერთიანი ვართ!”.

2013 წელს, ხელისუფლებიდან წასვლისას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოლო პარტიულ ყრილობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახე უცვალა პარტიულ დროშას - 4 ჯვრის ნაცვლად 5-ჯვრიან დროშაზე 4 გული გაჩნდა, როგორც “სიყვარულის სიმბოლო, რომლის ნიშნის ქვეშ განახლებული პარტია მომავლისკენ მიაბიჯებს!”.

თუმცა “ნაციონალების” რებრენდინგს, რომლებიც საქართველოში გულთან კი არ ასოცირდებიან, არამედ ცოცხებთან პატიმრების უკანალში, არავინ დაუჯერა: “ეს - 4 უკანალია, ოღონდ თავდაყირა!” - მაშინვე ალაპარაკდნენ ხალხში. სინამდვილეში ეს იდეა პრეზიდენტის ბოლო ფავორიტს - პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ეკუთვნის: 4 გულმა გამუდმებით უნდა გაახსენოს სააკაშვილს მათი სიყვარული და მისი ვნებიანი კოცნ, რომლის კვალს მისი გულის ფორმით შეღებილი ტუჩები ტოვებდნენ!

2013 წლის 9-10 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლის მინის გუმბათზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად სწორედ ეს, მიშას და ხატიას სიყვარულის სიმბოლო დროშა ფრიალებდა, რამაც თბილისელების დიდი აჟიოტაჟი და საქართველოს მთავრობის საპროტესტო განცხადებაც კი გამოიწვია. პრეზიდენტის სასახლეში მხოლოდ კლიპს იღებდნენ, დამშვიდდით, ხვალ სახელმწიფო დროშა თავის ადგილზე დაბრუნდება!” - კამერას თვალს არიდებდა და ისე ცდილობდა ამ ნონსენსის ახსნას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრო ბარნოვი, რომელმაც, ეჭვგარეშეა, მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზი იცოდა: თავის აშენებულ პრეზიდენტის სასახლეში ყოფნის ბოლო დღეებში სააკაშვილმა მის მინის გუმბათზე სიყვარულის დროშა აღმართა და მის ქვეშ  ამ დროშის ავტორთან - ხატია ბუნიათიშვილთან სიყვარულის ზეიმი მოაწყო!

თეთრი შამპანური, თეთრი როიალი და თეთრი პიანისტი, ალისფერი ვარდები, ალისფერი ღვინო და ალისფერი გულები თეთრ ბაირაღზე, რომელიც თეთრი აფრასავით ფრიალებდა, უკიდეგანოდ ღია სივრცე მინის გუმბათის თავზე და უკიდეგანოდ თავისუფალი სიყვარული გამჭვირვალე მინის ქვეშ - ეს პერფორმანსი სუფთა რომაულ სტილში მართლაც იყო კინოგადაღების ღირსი, თუმცა ვიდეოზე მხოლოდ მისი ოფიციალური ნაწილი გადაიღეს - კლიპი პრეზიდენტის პიანისტზე,რომელსაც აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ასეთ ანტურაჟში დაუკრას...

ექსტრემალური სექსის მოყვარულმა სააკაშვილმა კი “ორი კურდღელი ერთად მოკლა”: პირველი - მადლობა გადაუხადა სიყვარულისთვის თავის ერთგულ თანამოსაგრეს, რომელიც ძლიერი PR-ინსტრუმენტი იყო მის ხელებში - მისი სულის სიმებზე და როიალებზე უკრავდა ყველაზე ექსტრემალურ პირობებში (მაგალითად, ანაკლია-განმუხურის ხის ხიდზე, რომელიც მეორე დღეს ზღვის ტალღებმა წაიღო); მეორე - გამოსამშვიდობებელი მესიჯი დაუტოვა ქართველ ხალხს: “რაკი თქვენ, უმადურებო, ამბობთ, რომ ეს - სააკაშვილის ავლაბრის სასახლეა და არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე - რეზიდენცია, და აქ სახინკლის მოწყობა გსურთ, უკანასკნელ დღეებში აქ მართლაც ისე მოვიქცევი, როგორც საკუთარ სასახლეში - დავლევ, ვიქეიფებ და გავერთობი! და მასზე იფრიალებს დროშა გულებით, ტუჩებით და უკანალებით, როგორც იმ “ბარდაგის” სიმბოლო, რომლადაც საქართველო თქვენ მიერ არჩეულმა ივანიშვილმა გადააქცია!”.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, 11.11.2013