რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “რატომ უბიძგებს აშშ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინტერვიუ გაზეთს “Каспiй”

anal-redaq-A1საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის გაზეთმა Каспiй” გამოაქვეყნა ახალი ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილთან “უნივერსალურფორმულა ყვლასთვის, გარდა..., რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ მკითხველს.

- რატომ განაცხადა ა.წ. 15 ნოემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე: “ქართველები აფხაზებს და ოსებს დაახლოებით ისევე ეპყრობოდნენ, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს, და მათ ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწევთ. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს თემა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განიხილებოდეს და სწრაფი გადაწყვეტილება, როგორც ასეთი, აქ არ არსებობს. რუსეთთან ურთიერთობა უფრო წარმატებით უნდა იმართებოდეს...”? რისი თქმა უნდოდა ამ საკმაოდ მოულოდნელი განცხადებით ბატონ ამერიკის ელჩს საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე?

- აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი - გამოცდილი დიპლომატია ძალიან სერიოზული ბექგრაუნდით, ამასთან, კარგად იცის რუსული და ქართული ენები. ამიტომ აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ მან, ზოგიერთი ქართველი დიპლომატის მსგავსად, თავს იმპროვიზაციის უფლება მისცა. აშშ-ის ელჩი ყოველი თავისი სიტყვით გამოხატავს იმ ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც აქვს პატივი წარმოადგენდეს - ანუ აშშ-ს.

თავისი სიტყვებით თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე მან ურჩია ქართველ საზოგადოებას, იმ აზრთან შეჩვევა დაიწყონ, რომ თუ მათ ნატოში შესვლა სურთ, ჯერ საქართველოს საზღვრები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, ამისათვის კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარონ და მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ, თანაც - მოსკოვის, როგორც ხელშეკრულების გარანტის მონაწილეობით.

სწორედ ამაზე, და არა რფ-ში ქართული ღვინის და “ბორჯომის” მიწოდების გაზრდაზე მიანიშნა ბატონმა ნორლანდმა, როდესაც თქვა, რომ “რუსეთთან ურთიერთობა უფრო წარმატებით უნდა იმართებოდეს...”. თუმცა, ქართველების მენტალობის გათვალისწინებით, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის 9 წლის მანძილზე საღად და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი დაკარგეს, ბატონი ელჩი დასძენს, რომ “თემა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განიხილებოდეს და სწრაფი გადაწყვეტილება, როგორც ასეთი, აქ არ არსებობს”.

ამავე კუთხით უნდა გავიგოთ რიჩარდ ნორლანდის სიტყვები ვითომდა ტრადიციულად ცუდ ურთიერთობაზე რუსებსა და ქართველებს, ქართველებსა და აფხაზებს, ოსებს შორის. პოსტსაბჭოთა სივრცის ექსპერტმა 20-წლიანი სტაჟით შესანიშნავად იცის, რომ სსრკ-ის დაშლამდე ეს ურთიერთობა კარგი იყო, უბრალოდ, ის უნიკალურ ევროპულ ფორმულა-განტოლებას იმეორებს: “შენ - დიდი ხარ, ის - პატარაა = შენ - მჩაგვრელი ხარ, ის - ჩაგრულია”. “დიდი რუსეთი პატარა საქართველოს ჩაგრავდა, ამიტომ საქართველო მასთან ყოველთვის მართალია. დიდი საქართველო პატარა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჩაგრავდა, ამიტომ საქართველომ მათ ბოდიში უნდა მოუხადოს”. (ამ უნივერსალურ ფორმულაში ერთი ხარვეზია - ის ყველას მიმართ შეიძლება გამოიყენო, დიდი ამერიკის გარდა...)

- 18 ნოემბერს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში რატომ განსაზღვრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შემდეგი სამი მთავარი ამოცანა საქართველოსთვის: 1 - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლა; 2 - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირება; 3 - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დარეგულირება? განა პირველი ამოცანა ბოლო ორთან შეთავსებადია?

- ჯეიმს აპატურაის, როდესაც ის საქართველოს მომავლისთვის სამ “ერთმანეთთან შეუთავსებელ” რეკომენდაციას აძლევს, მხედველობაში აქვს აბსოლუტურად იგივე, რაც აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, რაზეც მე თქვენს წინა შეკითხვაზე პასუხისას უკვე ვთქვი. იმიტომ რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ისევე როგორც ბატონი რიჩარდ ნორლანდი - ემოციური ქართველი კი არა, პრაგმატული ამერიკელი ჩინოვნიკია, რომელიც მის მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ან ორგანიზაციის (მოცემულ შემთხვევაში - ნატოს)  ოფიციალურ აზრს გამოხატავს. “საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მიიღებენ, თუ ის რუსეთთან კონფლიქტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გზით ამოწურავს” - აი რის ჩაგონებას ცდილობს ბატონი აპატურაი შეუსმენელი ეგზალტირებული ქართველებისთვის, რომლებიც ამ დღეებში ჭორაობით უფრო არიან დაკავებული - რომელი კუტიურიეს კაბები ეცვათ ინაუგურაციის დღეს ივანიშვილის, მარგველაშვილის, ღარიბაშვილის, ალასანიას და კალაძის მეუღლეებს.

- იმ დროს, როცა საქართველოს წინა და ახლანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, მიუხედავად ამისა რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლება რატომ აცხადებ, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მოსვლაზე დიდ იმედებს ამყარებენ? რას უკავშირდება რუსეთის ხელმძღვანელობის იმედები, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ კავკასია - მისი სტრატეგიული ინტერესების ზონაა? რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის რუსეთს ნატოს და ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ?

- რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აშშ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად კმაყოფილია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ელემენტარულად ადეკვატური ადამიანები მივიდნენ, რომლებისგანაც სიურპრიზებს “a la სააკაშვილი” არ უნდა ელოდონ. რუსეთი კმაყოფილია, რომ შეუძლია აღარ ეშინოდეს აფხაზების და ოსების წინააღმდეგ მორიგი საომარი ავანტიურის, ამით აშშ-ც კმაყოფილია, რადგან ამით, და კიდევ ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებით სააკაშვილის ხელისუფლებამ ირიბად მოახდინა აშშ-ის, როგორც საქართველოს №1 სტრატეგიული პარტნიორის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყო მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობის ზრდას.

ბატონების ნორლანდის და აპატურაის მიერ საქართველოსთვის მომავალში განსაზღვრული სამი ამოცანიდან, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რუსეთი ეთანხმება ბოლო ორს: ურთიერთობის დარეგულირებას რუსეთის ფედერაციასთან და ურთიერთობის დარეგულირებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

რაც შეეხება პირველ ამოცანას - საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - აქ რუსეთს შეუძლია ძალიან მიმზიდველი წინადადება გააკეთოს - ევროატლანტიკურის ნაცვლად, საქართველოს ევრაზიული ორიენტაცია შესთავაზოს, ანუ - რეალური შესვლა ევრაზიულ საბაჟო კავშირში ნატოში შესვლის საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივის და ევროკავშირში შესვლის აბსოლუტურად არარეალური პერსპექტივის ნაცვლად. პირველ ნაბიჯად კი რუსეთს შეუძლია შესთავაზოს საქართველოს დახმარება მისი საგარეო ვალის გადახდაში, რომელსაც საქართველო მარტო ვერასოდეს გადაიხდის, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და რომლის მომსახურება მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ანუ - მის ყველა მცხოვრებს.

ამ შემთხვევაში აშშ და დასავლელი პარტნიორები ვერაფერში შეედავებიან - ვალი ისტუმრება, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აღდგენილია. აშშ იძულებული იქნება შეეგუოს საგარეო ვალის ტვირთისაგან გათავისუფლებული ქართველი ხალხის ნებას, რომელიც სწრაფად აღადგენს ეკონომიკას და ავითარებს ბიზნესს შეღავათიან პირობებში ევრაზიული კავშირის ჩარჩოებში.

ან იქნებ აშშ-მ ეს სიხარულითაც კი აღიქვას, როგორც გათავისუფლება კიდევ ერთი “მუქთამჭამელის და თავის ტკივილისგან” მზიური საქართველოს და ძნელად პროგნოზირებადი ქართველების სახით, რომლებიც ჯიუტად არ ივიწყებენ თავიანთ მრავალსაუკუნოვან კულტურას...

ინტერვიუ მიჰყავდა რომან ტემნიკოვს