რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მუსიკა ვილნიუსში პირადად ფანჯიკიძემ შეუკვეთა! ევროკავშირთან დაახლოებით საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაშორდა. საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირების საკითხი ვაშინგტონში გადაწყდა და არა თბილისში”

1saz-3-kintoროგორც ცნობილია, 2013 წლის 29 ნოემბერს, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სამიტის მეორე დღეს, ხელმოწერილი იქნა შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ქართული ხალხური მელოდიების - სიმღერა “სულიკოს” და ცეკვა “შალახოს” თანამედროვე საფორტეპიანო არანჟირების თანხლებით. ამან თბილისში იმდენად ბობოქარი რეზონანსი გამოიწვია, რომ სრულიად დაჩრდილა ისედაც ცოტასათვის გასაგები “პარაფირების” თავად ფაქტი.

“რომელმა ჭკვიანმა შეარჩია ეს მუსიკა?!” - აღშფოთებით ან, უბრალოდ, სიცილით ეკითხებოდნენ ერთმანეთს თბილისელები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და „Facebook“-ის გვერდებზეც, რეკავდნენ საქინფორმის რედაქციაშიც. იგივე შეკითხვა დაუსვეს ქართული ტელევიზიის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემების წამყვანებმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს, რომლებმაც იცრუეს, რომ ამაზე წარმოდგენა არა აქვთ.

მაგრამ ეს შეუძლებელია! დიახ, მართალია, მოახდენდა თუ არა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას - არც პეტრიაშვილისთვის, არც ფანჯიკიძისთვის, არც პრეზიდენტი მარგველაშვილისთვის, არც პრემიერი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი არავის უკითხავს. ჩვენ მაგივრად ეს, როგორც ყველაფერი დანარჩენი ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს 1 სტრატეგიულმა კურატორმა - აშშ-მა გადაწყვიტა.

ხოლო ყველა ტექნიკურ, პროტოკოლურ-საორგანიზაციო საკითხს ინგლისურ ენაზე 1000-გვერდიანი შეთანხმების პარაფირების პროცედურასთან დაკავშირებით პირადად საგარეო საქმეთა მინისტრი წყვეტდა, და თანამდებობით ვალდებულიც იყო, ეს გაეკეთებინა. სწორედ ფანჯიკიძის მითითებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინასწარ გაგზავნა ვილნიუსში სიმღერა “სულიკოს” დ ცეკვა “შალახოს” ნოტები და ჩანაწერები, ხოლო ქალბატონმა მაიამ პირადად მოუსმინა პიანისტს რეპეტიციაზე და მისმა იმპროვიზაციამ აატირა კიდეც.

მეორე საკითხია, რატომ აქვს გამოჩენილი ქართველი მწერლის ქალიშვილს გემოვნების პრობლემები, მაგრამ მკითხველს ამ “საიდუმლოსაც” გავუმხელ. საქმე ის არის, რომ ქალბატონი მაიას ჩანაფიქრით, “სულიკოს” მელოდიას ევროპელებისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქართველი - სტალინი უნდა გაეხსენებინა, რადგან მის შესახებ ყველა უცხოურ კინოფილმში და წიგნში ნახსენებია, რომ ეს სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე ყველა დროისა და ხალხის ბელადს ძალიან უყვარდა. ხოლო სტალინის სახელს, თავის მხრივ, გენერალისიმუსის სამშობლოსთან - საქართველოსთან ასოციაცია უნდა გამოეწვია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ევროპელებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, დღეს კი “სტალინურ წარსულზე უარი თქვა და ევროპისკენ მიისწრაფვის”.

რაც შეეხება ტფილისელი კინტოების ცეკვა “შალახოს”, ფანჯიკიძის იდეით, მას ხაზი უნდა გაესვა ევროპელებისთვის პირველხარისხოვნად მნიშვნელოვანი კრიტერიუმისთვის - ეს არის საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცულობა, როგორც შეეფერება ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანას. იმიტომ რომ კინტოები, ქალბატონი მაიას აზრით, განასახიერებდნენ ერთდროულად სამივე უმცირესობას - ეროვნულსაც, რელიგიურსაც და სექსუალურსაც. კინტოები იყვნენ სომხები, გრიგორიანელები და, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი წერს თავის გამოკვლევაში “კინტო - აკძალული თემა?”, პედერასტები.

სამართლიანობა მოითხოვს დავძინოთ, რომ პარაფირების დროს, “სულიკოს” და “შალახოს” შემდეგ, პიანისტმა დაუკრა ბეთჰოვენის №9 სიმფონია რე მინორის ფინალი ცნობილ გუნდთან შილერის ოდის - “სასიხარულოდ” - ტექსტზე. და კვლავ გაუგებარი იყო - ვის სასიხარულოდ? ევროპასთან დაახლოებით ხომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც მოლდოვა - დნესტრისპირეთს...

P.S.
«საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
«სადა ხარ, ჩემო სულიკო?!»

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 2 დეკემბერი, ტფილისი

(ფოტოზე - ტფილისელი კინტო დარტო გალუსტიანი თავისი ევროატლანტიკური ორიენტაციით)