მთავარი, რაც დაკარგა პოლონეთის ეკონომიკამ 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ქვანახშირის წარმოებაა, რომელიც თავის დროზე პოლინეთის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა, ბოლო წლებში სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებდა. დაიხურა ქვანახშირის საწარმოთა 90%, სადაც 300.000 კაცზე მეტი მუშაობდა. დანარჩენი 10 % რეორგანიზებული და პრივატიზებული იქნა. მთლიანობაში პოლონელ მეშახტეთა 75%-მა სამსახური დაკარგა.
მეორე, ჯერჯერობით არასრული დანაკარგი გდანსკის სახელგანთქმული ნავსაშენია, რომელმაც 1960-1970 წლებში სანაოსნოდ ჩაუშვა მსოფლიოში ყველაზე მეტი გემი და სარეწაო ხომალდი, ახლა კი ორ კერძო საწარმოდაა გაყოფილი, რომლებიც ჯერჯერობით უძრავად დგას. ევროკავშირის ფულით მიმდინარეობს ნავსაშენის რეკონსტრუქცია, თუმცა ბოლო ხანს სამუშაოები საერთო კრიზისის გამო შენელდა. ათობით შედარებით მცირე გემთმშენებელი ქარხანა დაიხურა, იქაურმა მუშახელმა კი დასავლეთ ევროპას მიაშურა.
სხვათა შორის, პოლონეთის საგარეო ვალი ევროკავშირში გაწევრებისას 99 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2011 წლის დასაწყისში კი 2.45.5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბალტიის ყველა ქვეყანაში დაზარალდა თევზის მრეწველობაც. ევროკავშირი აწესებს კვოტებს რეწვაზე და ე. წ. სოლიდარობის ნორმებს ევროპის წყლების რესურსების გამოყენებაზე, რასაც შედეგად მოსდევს თევზის ქარხნებისა და თევზსარეწაო ფლოტის შემცირება.