უცხოეთი
სოჭში მოქმედებას იწყებს „ოლიმპიური“ რეჟიმი: უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და აკრძალვა სხვა ქალაქების ტრანსპორტისთვის

SoCiსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ზამთრის ოლიმპიადა-2014-ის დედაქალაქ სოჭში  7 იანვრიდან ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ამოქმედდა. ამასთან, 21 მარტამდე ქალაქში განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდება.

უკვე დღეს საბრძოლო მორიგეობას შეუდგა საგანგებო ვითარების სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, რომლებიც სტუმრებისა და თამაშების მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„დაიურება ყველა ობიექტი, აოქმედდება კოსმოსური მონიტორინგის სისტემა. ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების ყველა საკითხი უმაღლეს დონეზე წყდება“, - აცხადებს ვლადიმერ პუჩკოვი.

7 იანვრიდან ძალაში შევიდა ვლადიმერ პუტინის ბრძანებაც, რომელიც სოჭის ხელისუფლებას ნებას რთავს დაარეგულიროს საკითხები, რომლებიც ოლიმპიადასა და პარალიმპიადასთან კავშირში არ არის. კერძოდ, ბრძანება იუწყება, რომ „შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები, მსვლელობები და პიკეტები 7 იანვრიდან 21 არტამდე პერიოდშ შეიძლება გაიართოს საჯარო ღონისძებების მონაწილეთა გადაადგილების მარშრუტებზე იმ რიცხოვნობითა და ვადით, რომელსაც განსაზღვრავს სოჭის მუნიციპალური წარმონაქმნის ადმინისტრაცია რფ-ის შსს-ს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით“.

შეიქმნება, ასევე, კონტროლირებადი ზონები, სადაც მოხვედრა მხოლოდ პოლიციური ჩხრეკის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სოჭში შეღწევას გააკონტროლებს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 000-ზე მეტი თანამშრომელი.

ძალაში შევიდა საგზაო გადაადგილების განსაკუთრებული წესებიც. პირადი ტრანსპორტის მფლობელებს ავტომანქანების დატოვება სპეციალურ ავტოსადგომებზე მოუწევთ, ხოლო სხვა ქალაქების მკვიდრთათვის ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება.