რედაქტორისგან
რუსეთის პრეზიდენტ ვ. პუტინის ადმინისტრაციამ საქინფორმის მთავარ რედაქტორს ა. ხიდირბეგიშვილს უპასუხა

administracia-pol-1-redსაქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2014 წლის 17 იანვარს გამოქვეყნდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის ა. ა. ხიდირბეგიშვილის ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს ვ.ვ. პუტინს “რატომ არ მიიწვიეს სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი ჟურნალისტები?”

მესამე დღეს, 2014 წლის 20 იანვარს, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა პასუხი მიიღო - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მოცემული მიმართვა “განხილული იქნა და გადაეგზავნა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ობიექტური და ყოველმხრივი განხილვის მიზნით”.

აგრეთვე, ოფიციალური წერილი იუწყება,  რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს - “განხილვის შედეგების შესახებ თქვენი (არნო ხიდირბეგიშვილის - საქინფორმი) ინფორმირება მოახდინონ”.

საქინფორმი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პასუხს. დღეს კი ამ ინფორმაციას ვაქვეყნებთ მიზნით - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ უცხოელის წერილი, როგორიც არის რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქე არნო ხიდირბეგიშვილი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2 დღეში იქნა რეგისტრირებული, განხილული და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილი, რაც დაუყოვნებლივ შეატყობინეს მის ავტორს.

განა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, არ უნდა წამოეწია სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი ჟურნალისტების აკრედიტაციის საკითხი?