რედაქტორისგან
“ბატონო დავით, იმაში, რომ დღეს მინისტრი ხართ, ჩვენი წვლილიც არის!” - საქინფორმის რედაქციის ღია წერილი მინისტრ დარახველიძეს, რომლის წაკითხვა ყველა ქართველი მინისტრისთვის სასარგებლოა

saz-2-redaq-2-A2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი.
ბატონო მინისტრო!
ვინაიდან თქვენი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია გაძნელებულია, ხოლო თუ არა მოდური, არამედ უბრალო სიტყვებით ვიტყვით - თქვენთან და თქვენს მოადგილეებთან დაკავშირება შეუძლებელია, იძულებული ვართ, გამოქვეყნებული ღია წერილის ფორმით მოგმართოთ, რაც კანონით ოფიციალურ დოკუმენტს უთანაბრდება.
არც 2014 წლის 25 თებერვალს, არც წინა დღეებში, სატელეფონო-საცნობარო სამსახურ 118-09-ში არსებულ არცერთ ნომერზე (მინისტრ დავით დარახველიძის მისაღები 231 15 98; მინისტრის მოადგილე გოგ (ასეა მითითებული საცნობაროში) ფაცაციას მისაღები 231 15 76, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილის მისაღები 247 52 04) საქინფორმის ჟურნალისტებს არ უპასუხეს, ხოლო საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ნომერი 231 15 77 საცნობაროში არასწორად არის მითითებული და მოქმედი ნომრის გაგება მხოლოდ მოდური Facebook-ის საშუალებით გავიგეთ (სხვათაშორის,,Facebook-ზე სამინისტროს «დევნილთა სამნისტრო MRA» ჰქვია, ხოლო ოფიციალურ ვებგვერდზე test.mra.gov.ge «საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო». მაშ როგორ მოვიხსენიოთ სწორად თქვენი სამინისტრო?) რაც შეეხება “ცხელი ხაზის” ნომრებს 032431100 და 140, მათზე რეკვას აზრი არ აქვს - ისინი გამუდმებით დაკავებულია, ზოგიერთი სამინისტროსა და საქალაქო სამსახურის “ცხელი ხაზების” მსგავსად, რის გამოც ჩვენ მათ “ცივი ხაზები” ვუწოდეთ.

ბატონო დავით!

მთელი 9 წლის განმავლობაში საქინფორმის ჟურნალისტები, ისევე როგორც “ასავალ-დასავალის” და “ობიექტივის” ჟურნალისტები, უთანასწორო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდნენ სააკაშვილის რეჟიმთან. 9 წელიწადი ჩვენს ოჯახებში შუქი არ ქრებოდა, სანამ შინ არ დავბრუნდებოდით, რადგან შეიძლებოდა ვერც დავბრუნებულიყავით. 9 წლის მანძილზე ვითმენდით მუქარას, შანტაჟს, შეურაცხყოფას და თავდასხმებს, რათა საქართველოში ყოფილიყო უკეთესი, და არა უარესი, ხალხისთვის მიუწვდომელი მთავრობა!

მაგრამ ტყვიაზე იმისათვის კი არ მივდიოდით, რომ მინისტრები ჩვენგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების “ჯავშანს” ამოფარებოდნენ! საზოგადოებრიობა - თქვენი დამქირავებელია, როგორც სამართლიანად შენიშნა ივანიშვილმა, ამიტომ საზოგადოებრიობას უფლება აქვს პასუხი მოითხოვოს მის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკების - საქმეზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელებისგან, და არა არაფერზე პასუხისმგებლობის არ მქონე არაკომპეტენტური გოგონებისგან ზემოხსენებულ სამსახურებში და კარგი ხელფასის მქონე მდივნებისგან, მოდურად - თანაშემწეებისგან.

ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ბევრი მინისტრი ახალ მთავრობაში ისე სწრაფად მოერგო თბილ სავარძლებს (რომლებშიც ხალხის, ივანიშვილის და ჩვენი - ხალხისთვის სიმართლის მთქმელების წყალობით მოხვდნენ!), რომ ამ სავარძლების წინა ნაც-მფლობელებისგან დასნებოვდნენ - ისინი უწინდებურად მხოლოდ ნაც-მედიის, ანუ “რუსთავი 2”-ის, “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” არიან მისაწვდომი.

ბატონო მინისტრო!

სრულიად შემთხვევით საქინფორმისთვის ცნობილი გახდა ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში ლამის ყველაზე სენსიტიურ საკითხს, უფრო მარტივად თუ ვიტყვით - უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ტკივილს უკავშირდება (დევნილებ დაარქმევთ მათ, ლტოლვილებ თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებ, ამით პრობლემა არ გადაიჭრება).

გვიპასუხეთ, თუ შეიძლება:

1. სად, რომელ მისამართებზე ხდება დევნილების მიერ საცხოვრებლის მიღებაზე აპლიკაციების შევსება? აქვს თუ არა მნიშვნელობა - სად შეივსება აპლიკაცია? ინფორმაცია ამის შესახებ რატომ არ არის „გამჭვირვალე”, ანუ, თუ არამოდურად ვიტყვით, რატომ არ არის საყოველთაოდ ცნობილი?

2. რა პრინციპით ხდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება, ანუ რატომ იღებენ ზოგიერთები ბინებს თბილისში, სხვები კი - საქართველოს რაიონებში? მათი ტერიტორიული რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილიდან გამომდინარე, სურვილის მიხედვით თუ სხვა პრინციპით?

3. სად შენდება ან აშენდება სახლები დევნილებისთვის? რა ვადებში და რომელმა სამშენებლო კომპანიებმა მიიღეს დაკვეთა მათ მშენებლობაზე?

4. აამოქმედეთ თუ არა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ბინების განაწილების და მშენებლობის საკითხებში კორუფციას გამორიცხავს? არის თუ არა გამოქვეყნებული ბინის მიღებაზე რიგების სიები?

საქინფორმის რედაქცია სამინისტროს ხელმძღვანელობისგან პასუხს ნებისმიერი ფორმით ელის: ელექტრონული წერილის E-mail-ზე  saqinform@mail.ru ან ჩვეულებრივი წერილისა მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0119 დავით ბაქრაძის ქუჩა №6, მე-4 სართული, საქინფორმის ოფისი.