სამართალი
ჟურნალისტები - ძმები ბეჟუაშვილების წინააღმდეგ

mashaveraსტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება დღეს გაიმართება. გამოძიება სააქციო საზოგადოება "მადნეულის" მიერ მდინარე მაშავერას დაბინძურებას ეხება. როგორც ფილმშია ნაჩვენები, საწარმოს მიერ გამოყენებული დაბინძურებული (მძიმე მეტალების შემცველი) წყალი სხვადასხვა ადგილებიდან ჟონავს, მდინარეს ერთვის და აბინძურებს.

ვენახებისა და ბოსტნების დიდი ნაწილი რეგიონში აღნიშნული წყლით ირწყვება, ხოლო მოწეული პროდუქტი საქართველოს მასშტაბით ნაწილდება. მადნეული კი, ნაცვლად იმისა, რომ პრივატიზების დროს აღებული გარემოს დაცვითი ვალდებულებები შეასრულოს, გასართობი ღონისძიებების დაფინანსებითაა დაკავებული. საქინფორმი მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა სს ,,მადნეულის’’ თბილისის ოფისს ნომერზე (+995 32) 47 45 45, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ოფისში ტელეფონს არც ერთი ოპერატორი არ პასუხობს. გამორთულია ტელეფონი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც.  ცნობისთვის; სააქციო საზოგადოება მადნეულის საწარმო ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში, მდებარეობს. მადნეული სპილენძის კონცენტრატების მწარმოებელი კომპანიაა და მისი მფლობელები ძმები - დავით და გელა ბეჟუაშვილები არიან. გელა ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსია, დავით ბეჟუაშვილი კი - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.