რედაქტორისგან
საქინფორმი: 2014 წლის 26 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ და ასეთი სამომავლო გეგმებიც კი არ არსებობს! რისთვის ომობდნენ ქართველები ერაყში, ომობენ ავღანეთში და იომებენ აფრიკაში?!

1-afrika-pol-1-red-12014 წლის 26 მარტს, ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ, ბრიუსელში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ ნატოს “უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე გაფართოების უახლოესი გეგმები არ აქვს”. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ქვეყნები “ნატოსკენ მიმავალ გზაზე არ დგანან”: “ნატოს გაფართოების არავითარი უახლოესი გეგმები არ არსებობს” - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა აგრეთვე, რომ ის უახლოეს მომავალში უკრაინის ნატოში მიღების პროცესის დაწყების პერსპექტივებსაც კი ვერ ხედავს. “ვიცი, რომ თავად რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, ბექგრაუნდის საფუძველზე, ამბობდა, რომ უკრაინის მიმართ მისი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი ნატოში მისი პოტენციური წევრობა იყო. მეორე მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინას დღემდე არ შეცუტანია განაცხადი ნატოს წევრობაზე, რუსეთთან მისი რთული ურთიერთობაა. გულახდილად რომ ვთქვა, არა მგონია, ეს შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში - უახლოეს მომავალში”, - თქვა გუშინწინ ბარაკ ჰუსეინის ძემ.

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმს საქართველოს ხელისუფლებასთან  3 შეკითხვა აქვს

1. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტებად აქცია და ისინი ერაყსა და ავღანეთში სასიკვდილოდ გაგზავნა; საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ავღანეთში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტი შეინარჩუნა, ხოლო თავდაცვის მინისტრი ალასანია ამერიკელებს მოელაპარაკა, რომ ქართველები იქ მომავალშიც (პოსტ-ISAF-ის პერიოდში) დარჩებიან; პრეზიდენტი მარგველაშვილი ა.წ. მაისში 100 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ესვროკავშირის სწრაფი რიეაგირების ძალების შემადგენლობაში ცენტრალურ აფრიკაში აგზავნის - აბორიგენების მოწამლული ისრებისა და მაჩეტეებისაგან დასაღუპავად.

ქართველ ხალხს განუმარტავდნენ, რომ ქართველი სამხედროები ბრძოლას ცხრა მთას იქით იმიტომ სწავლობენ, რომ მადლიერების ნიშნად აშშ-მ საქართველო ნატოში მიიღოს, რათა შემდეგ, ნატოსთან ერთად, რუსეთისგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ გამოდის, რომ ქართველი ჯარისკაცები იქ ტყუილად იბრძოდნენ და იღუპებოდნენ?! კონკრეტულად ვინ აგებს პასუხს ათეულობით დაღუპულ ქართველ სამხედროზე? რატომ არ წაუყენეს სააკაშვილს ეს ბრალდება?

2. რომელ საათზე უნდა იჯდეს ტელევიზორებთან საქართველოს მოსახლეობა, რათა საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ შეიტყოს, რადგან ძველი ათწლიანი - 2004 წლიდან 2014 წლის 26 მარტის ჩათვლით - ნატოში საქართველოს უსწრაფესად შესვლაზე იყო აგებული? ვინ გააკეთებს ამ განცხადებას - თითქმის ყოველთვის ნასვამი მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექს პეტრიაშვილი გადადგომის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ხელში “საკუთარი სურვილით” სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ეკავება თუ პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი?

3. ნატოს ნაცვლად სად, რომელ ქაქში ეცდებიან ამჯერად საქართველოს შეკვეხებას? თუ უწინდებურად მოგვატყუებენ - ახლა უკვე საქართველოს ევროკავშირში წევრობის თაობაზე?! ნუთუ საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ჩინოვნიკებმა არ იციან - როგორ მოატყუა ევროკავშირმა უკრაინა, რა დოკუმენტს მოაწერა მასთან ხელი და როგორ კატასტროფად მოუბრუნდება ეს უკრაინას უახლოეს ხანებში?!

საქინფორმი
2014 წლის 28 მარტი