აქტუალური
სასტუმროს ტიპის კერძო სახლების მესაკუთრეებს კონკრეტული ვარსკვლავის მინიჭებისთვის წელიწადში 100 ევროს გადახდა მოუწევთ

sastumros-tipisსასტუმროს ტიპის კერძო სახლების მესაკუთრეებს "გლობალ სტარის" მიერ კონკრეტული ვარსკვლავის მინიჭებისთვის საწევროს სახით წელიწადში 100 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ "გლობალ სტარის" დამფუძნებლის - მიხეილ ბატიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. "სასტუმროებისა და რესტორნების შემდეგ ჩვენი კომპანია სასტუმროს ტიპის კერძო სახლების კლასიფიკაციას იწყებს.

"GLOBAL STAR"-ის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაცია, რომელიც 1-4 ვარსკვლავს მოიცავს, ევროპულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მასში 159 მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, რომლებიც, როგორც შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას, ასევე სასტუმრო სახლების შიდა მოწყობასა და სერვისს ეხება", - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თქმით, სასტუმრო სახლების აუდიტი ისეთი პუნქტების მიხედვით განხორციელდება, როგორიცაა მისასვლელი და მანქანის პარკინგი, შენობის ექსტერიერი, ბაღი, ოთახები, სააბაზანოები, მაგიდის მომსახურება, პერსონალთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.  შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს ეკონომიკური განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებსა და კომპანია "გლობალ სტარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაციას (ვარსკვლავების მინიჭებას) ითვალისწინებს.