რედაქტორისგან
საქინფორმი: “საქართველოს კონჩიტა” - ევროქართველო მამაკაცებო! მოემზადეთ ჩაიცვათ და აიწიოთ ქვედატანები, როგორც საფრანგეთში!

pol-1-an-red-ConCitaსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. გუშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე (მეტსახელად “კაკადუ”) და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი პეტრიაშვილი (მეტსახელად “ალექს-პეტრიოტი”) თბილისის აეროპორტში ჯერ კიდევ ხელს უქნევდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ რომპეის თვითმფრინავებს, როდესაც თავდაცვის მინისტრი ალასანია (მეტსახელად “ტუჩა”) აფრიკაში გასაგზავნად ამზადებდა დაქირავებულთა მორიგ პარტიას - ათას ხუთას ქართველ ჯარისკაცს, ამჯერად - ევროკავშირის ომში, რომელთანაც ასოცირების შეთანხმებას საქართველო 27 ივნისს მოაწერს ხელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი (მეტსახელად “ვერიტასი”) უკვე წინასწარ ტკბებოდა იმით - როგორ შესანიშნავ ჩხირებს და საქსოვ ძაფებს იყიდიან ხოლმე ქართველები პარიზში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის განათლების სამინისტრომ 2014 წლის 16 მაისს სექსიზმთან ბრძოლის დღის ჩატარების შესახებ გამოაცხადა და დაჟინებით ურჩია მოსწავლე ბიჭუნებს და პედაგოგ მამაკაცებს, სკოლაში ქვედატანებით მოსულიყვნენ, გამოაცხადა რა ხვალინდელ დღეს აქცია “აიწიე ქვედატანი” (Ce que Soulève la jupe)!. განმარტებული იქნა, რომ აქცია მიმართულია ქალთა დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე და მოწოდებულია, სქესებს შორის ურთიერთობა გააუმჯობესოს და თანასწორუფლებიანობის შესახებ დისკუსია განაახლოს.

იუწყებიან, რომ აქცია ქალაქების ნანტის, შატობრიანის, ლე მანის, ანჟეს, ლავალის და სხვათა 27 ლიცეუმში გაიმართება. The Local-ის მონაცემებით, ნანტის აკადემიის წინადადებამ, რომელიც საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ იქნა სანქცირებული, უკვე გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებთა და ფრანგი პოლიტიკოსების აღშფოთება. ასე მაგალითად, სტუდენტური კავშირი UNI-ს პრეზიდენტმა ოლივიე ვიალმა უკვე უწოდა აქციას “უაზრობა, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ქალებს თავიანთი დამოუკიდებლობის გამოხატვაში დაეხმაროს, როგორც ქალური, ისე მამაკაცური იდენტიფიკაციის უარყოფაზეა მიმართული”. ცნობილმა ფრანგმა საზოგადო აქტივისტმა და ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგე ფრიგიდ ბარჟომ თავის Twitter-ში ჰკითხა საფრანგეთის განათლების მინისტრ ბენუა ჰამონს - “ხომ არ აპირებს ის, ბარემ გოგონებს იმ დღეს სკოლაში წვერით მოსვლისკენ მოუწოდოს?!”. ამით მან “ევროვიზიის” გამარჯვებულზე. ავსტრიელ ტომას ნოივირტზე მიანიშნა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც კონჩიტა ვურსტი.

ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ აქციის ჩატარება დაემთხვა განათლების სამინისტროს გეგმებს, სასწავლო დაწესებულებებში სექსუალური განათლების გაკვეთილები შემოიღონ, რომელთა შინაარსი ბევრ მშობელს შეუფერებლად მოეჩვენა.