რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი ისევ გამართლდა - ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელთა პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინა!

1-karabax-obS-12014 წლის 28 აპრილს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პოპულარულ ქართულ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აფრთხილებდა:

“ფუნთუშების დამრიგებელი ნულანდისა დამის მომხიბვლელობა - 2014“-ის, ეშტონის ხელით წინდაუხედავად დაწყებული პროცესი უკრაინის ფარგლებს გასცდებატერიტორიების დაკარგვის დიდი სპეციალისტი მიშა სააკაშვილი 27 აპრილს შემთხვევით არ ჩასულა ბაქოში. უკრაინის მერე შემდეგი ქვეყანა, სადაც მღელვარება დაიწყება, აზერბაიჯანი იქნება, რამდენადაც კასპიის ზღვა აშშ- უკრაინაზე არანაკლებ აღელვებს. არა, ბაქოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, როგორც კიევში, სააკაშვილი ვერ შეძლებს, ყველაზე მეტი, უკრაინელი დაქირავებულების დახმარებას დაჰპირდეს, რითაც ყარაბაღში მორიგი ესკალაციის პროვოცირებას მოახდენს”.

და აი, 2014 წლის 23 მაისიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ისევ იფეთქა საბრძოლო მოქმედებებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება. ორივე მხრიდან არიან მოკლულები და დაჭრილები. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ, მაგრამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიუხედავად, ორივე მხარემ ზავის დარღვევის 500-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირა.

დასკვნა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: სანამ საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე და პროვოკატორი სააკაშვილი ჰააგაში განსასჯელთა სკამზე არ დაჯდება, მსოფლიოში ვერსად იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ! ვერც უკრაინაში, ვერც საქართველოში, ვერც სომხეთში, ვერც აზერბაიჯანში, ვერც რუსეთში, ვერც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში…

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 29 მაისი
საქართველო, თბილისი