რედაქტორისგან
ქართველები ვალდებული არიან, იარაღი აიღონ და უკრაინაში საომრად გაემგზავრონ! – “საქინფორმის” მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის საგანგებო მიმართვა ერს

pol-1-red-1ძმებო და დებო! მოკლედ ვიტყვი, როგორც არასდროს!
1941 წლის 22 ივნისს გერმანელი ფაშისტები ჩვენს სამშობლოს თავს დაესხნენ და უკრაინა დაბომბეს.
2014 წლის 2 ივნისს უკრაინელი ფაშისტები თავს დაესხნენ საკუთარ მოქალაქეებს და ლუგანსკი დაბომბეს.

რომელი მათგანია უარესი? რა თქმა უნდა, ბანდერელები, რომელთა მთავარსარდალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა 27 მაისს პრეზიდენტობა მიულოცეს, რომლის სისხლიან ინაუგურაციაზე 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიემგზავრება.

პოროშენკო პარაშას და კრემაციას იმსახურებს, და არა პრეზიდენტობას და ინაუგურაციას - იმისათვის, რომ არჩევის შემდეგ საკუთარი მოსახლეობის განადგურება ორგანიზებულად და მასობრივად დაიწყო, მაგრამ მარტო მან არა. უკრაინელი ნაცისტების გვერდით ერთგულად დგანან ქართველი ნაციონალები - მეთაური სააკაშვილი და მისი მომხრეები - მრჩეველები, ბოევიკები და დაქირავებულები, რომელთა დახმარებითაც მოხდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება.

ქართველებო! ეს - ჩვენი სირცხვილია და ვალდებული ვართ, ის ფაშისტთა სისხლით ჩამოვირეცხოთ, რომლებიც დღეს, 73 წლის შემდეგ, ისევ დაესხნენ თავს ჩვენს სამშობლოს! უფალმა განსაჯოს ყველა, ვინც ქრისტეს დაბადებიდან 21-ე საუკუნეში ფაშიზმთან ბრძოლას უკრაინის საშინაო საქმედ მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ, ქართველები, ვალდებული ვართ, ხელში იარაღი ავიღოთ და საომრად წავიდეთ, რათა ერს სირცხვილი ჩამოვრეცხოთ.

სააკაშვილო და ბენდუქიძე, დაგველოდეთ, არამზადებო, თქვენც გაგისწორდებით, მერე კი თქვენს მეგობრებს გავესაუბრებით, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩვენი სამშობლოს განადგურება 1941-ში და ვერაგულად დაშალეს ის 1991-ში, დღეს კი, 23 წლის შემდეგ, უკრაინა დაშალეს!

იარაღით და თვითმფრინავებით ვალდებულია უზრუნველგვყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ქართულ ჯარს აიარაღებს და საომრად აგზავნის ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში!

მე, “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, მზად ვარ, უკრაინაში პირველსავე ჯგუფთან ერთად გავფრინდე, და კიდევ, მოვუწოდებ საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანებს - სხვისი ამბიციების გამო ქვეყნის სასაცილო ნუ გახდებიან, ქართველი მოხალისეების გამგზავრებას ორგანიზება გაუწიონ და თვითონაც ჩემთან ერთად გამოფრინდნენ!

 

2014 წლის 4 ივნისი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი