რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ხელები დაიბანეთ, მარგველაშვილო!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის დახურული წერილი საქართველოს პრეზიდენტს

1-glavni-margvelaბატონო გიორგი!
საქართველოში ასეთი ტრადიციაა - გასვენებიდან დაბრუნებისას ხელებს იბანენ: თქვენ დაიბანეთ ხელები კიევიდან დაბრუნების შემდეგ? ხელები დაიბანეთ, მარგველაშვილო, იმიტომ რომ ისინი  შოკოლად “ROSHEN”-ში კი არა, სისხლშია გასვრილი - 2014 წლის 7 ივნისს თქვენ ხელი ჩამოართვით სისხლიან პრეზიდენტს, რომელიც ინაუგურაციის დროსაც კი თავის ხალხს სამხედრო ავიაციით და “გრადით” ანადგურებდა!
მაგრამ მხოლოდ თქვენ არა - უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არჩეულ პრეზიდენტს ხელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმაც ჩამოართვა. და კიდევ, თქვენ, სამივემ, ხელი ჩამოართვით მეორე სისხლიან პრეზიდენტს, რომელიც თავის ხალხს სამხედრო ავიაციით და “გრადით” ანადგურებდა - მიხაილო სააკაშვილს!

1-tatbiri-margvela

ზიგ ჰაილ, თეიმურაზოვიჩ! მას შემდეგ, რაც 2012 წელს სააკაშვილი მივაბრძანეთ, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ “სიხარულისადმი” დავწერდი - როგორც შილერი, რომლის ოდაზე ბეთჰოვენმა მე-9 სიმფონიის ფინალური ნაწილი შექმნა, შემდგომში ევროპის ჰიმნად რომ იქცა. მაგრამ მე ისევ “მაინ კამპფს” ვწერ, იმიტომ, რომ თქვენი წყალობით 10 წლის შემდეგ ჩემი ბრძოლა გრძელდება და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ნაცისტებთან - ნეოფაშისტებთან ურთიერთობს...
არა, პირადული არაფერია, ბატონო გიორგი!

თქვენ - კეთილი და ინტელიგენტი ადამიანი ხართ, რომელსაც ცხოვრების აზრზე ფილოსოფიური შეხედულება აქვს და პირად თავისუფლებას აფასებს, ამავე დროს - ნამდვილი თბილისელი, რაც მე მომწონს. დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად სასიამოვნოა ბოკალი ქართული ღვინის ან შოტლანდიური ვისკის წრუპვა და სხვადასხვა არაპოლიტიკურ თემაზე საუბარი, მაგალითად - ქალის სილამაზეზე, ან რუსულ ლიტერატურაზე. მეტიც, ადრე თქვენ ღრმა პატივისცემას იწვევდით, როდესაც გაბედულად გამოხვედით “მაესტროზე” და განაცხადეთ, რომ რუსული ენა ქართული კულტურის ნაწილია, ანდა როდესაც “კავკასიაზე” განაცხადეთ, რომ მოკლული ჟვანია თქვენი მეგობარი იყო და მისი სახელის შებღალვის უფლებას არავის მისცემთ!

1-xeli-margvela

ბატონო გიორგი!

თქვენ არ შეხვედრიხართ კიევში მეზობელ პრეზიდენტებს: არც პუტინს, არც ალიევს, არც სარგსიანს, სამაგიეროდ, ბაიდენს, მაკკეინს, ნულანდს და რომპეის ჩაეხუტეთ, იმიტომ რომ ეს ინაუგურაცია კი არა, კრემაცია და ექსჰუმაცია იყო! კრემაცია ჩაუტარეს ერთიან უკრაინას, ხოლო ექსჰუმაცია პრეზიდენტის ინსტიტუტს - საწყისშივე პოლიტიკურ გვამ პარაშენკოს, რომლის მიახლოებისას საპატიო ყარაულის ჯარისკაცი წაბარბაცდა და შიშისგან კარაბინი გაუვარდა... და რომელიც უფრო ადრე წავა, ვიდრე იუშჩენკო, რომლის ინაუგურაციაზე მტრედმა მისი ხელიდან აფრენა არ მოისურვა, და გაცილებით ადრე, ვიდრე იანუკოვიჩი, რომლის ინაუგურაციაზე რადას კარი მის ცხვირწინ უცნაურად დაიკეტა და რომელსაც უცნობი ჯარისკაცის საფლავზე უზარმაზარი გვირგვინი დაეცა.

შემთხვევითობაა? და ის, რომ ევროპის ჰიმნად იქცა ტექსტი, რომელიც შილერმა დრეზდენის მასონთა ლოჟისთვის დაწერა - ესეც შემთხვევითობაა?!

“ძმებო, მჭიდრო წრედ შეიკარით,
და ღვინით სავსე თასზე
ვარსკვლავური მსაჯული დაიფიცეთ,
რომ სიტყვას ყველაფერში დაიცავთ!” - ამ სტროფით მთავრდება ევროპის ჰიმნი. სხვათაშორის, ღვინოსა და ევროპის შესახებ: გასულ კვირას - 7 ივნისს - “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში ღვინის ფესტივალზე გახლდით და, მრავალრიცხოვანი მწარმოებლების სტენდებთან მიახლოებისას, საგანგებოდ ვუსვამდი შეკითხვებს მხოლოდ რუსულ ენაზე. პასუხად ყველგან - ხაზს ვუსვამ - ყველგან! - ხაზგასმით მიღიმოდნენ და გამართული რუსულით მპასუხობდნენ, ამასთან, მათი პროდუქციის დეგუსტაციას მთხოვდნენ! “სამწუხაროდ, საქართველოში მაღაზიები არ გვაქვს, რადგან მხოლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ, ძირითადად - რუსეთი, აგრეთვე უკრაინა და დსთ-ს სხვა ქვეყნები” - ხშირად მპასუხობდნენ უაღრესად თავაზიანი და მიმზიდველი სტენდისტი გოგონები. მაშ შეგვიცვლის თუ არა რუსულ ბაზარს ევროპა, რომელთანაც საქართველო რამდენიმე დღის შემდეგ “ასოცირდება”?!

1-patriarqi-margvela

ბატონო გიორგი!

რისი გულისთვის შეურაცხყავით 700 ათასი ჩვენი ბაბუა და ბებია, რომელთაგან 350 ათასი დიდ სამამულო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში დაეცა? მხოლოდ “როშენი” შოკოლადისთვის, რომელსაც, წესით, “რაშენი” უნდა ერქვას, რადგან მისმა მწარმოებელმა თავისი პირველი მილიარდი სადმე კი არა, „რაშაში“, ანუ რუსეთში იშოვა?! ნუთუ ის ომი თქვენთვის - მხოლოდ მეორე მსოფლიო ომია?!

ქართველმა ხალხმა აპატია თავის “პლასტილინის” პრეზიდენტს ქსოვით გატაცება, ცხოვრების ბოჰემური წესი, რომელიც მოულოდნელად რესპექტაბელური გახდა დიქტატორი სააკაშვილის სისხლზე აგებულ სასახლეში (მეფის ნაცვალი ვორონცივის დროს იქ მოქმედი ქალაქის ციხის ადგილზე რომ აშენდა, რომლის მიწისქვეშა საკნებში დახოცილთა ძვლები და თავის ქალები მიწიდან ჩემს თვალწინ ამოჰქონდათ!). ქართველი ხალხი შეეგუა პირველი ლედის არარსებობას და ცოლ-ქმარ ბოკერიებთან და ძმებ მაჭავარიანებთან თქვენს მეგობრობას.

მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს გაპატიებთ ეროვნული ტრადიციების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას - თქვენ მიერ ხელმოწერილ ანტიდისკრიმინაციულ კანონს! და კიდევ ქართველი ხალხი არ გაპატიებთ რუსოფობობას ვაშინგტონელი მეთოჯინეების საამებლად!

დასასრულ შეგახსენებთ, რომ თქვენს ახალ ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ რუსეთთან მტრობის შეწყვეტის და მეგობრობის აღდგენის იმედი ჰქონდა!

ასე რომ, ხელები დაიბანეთ, მარგველაშვილო...

1-margvela-venoki

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 13 ივნისი
საქართველო, თბილისი