უცხოეთი
საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული კავშირი დიდი ხანია ანალურ სექსთან ასოცირდება, დღეს კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ პოლონეთისა და აშშ-ს კავშირი ორალურ სექსს შეადარა!

Stategia-zar-1საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პოლონურმა ჟურნალმა Wprost გამოაქვეყნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის სკანდალური შინაარსის კერძო საუბრის ჩანაწერი. საუბარია სიკორსკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი იაცეკ როსტოვსკის სატელეფონო საუბარზე.
საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა პოლონეთისა და აშშ-ს კავშირი და ვარშავის ამჟამინდელი პოლიტიკა აფრიკული სახელმწიფოს პოლიტიკას შეადარა. სიკორსკიმ უხეში ფორმით განაცხადა, რომ ვარშავის ორიენტაცია ვაშინგტონზე ძირს უთხრის ბერლინსა და მოსკოვთან ურთიერთობას და ორი ქვეყნის კავშირი ორალურ სექსსაც კი შეადარა.

პოლონელი ექსპერტების აზრით, ამ გამონათქვამებმა შესაძლოა ჯვარი დაუსვას დიპლომატის კარიერას, თუმცა საქინფორმს არ მიაჩნია სიკორსკის განცხადება მაინცდამაინც ორიგინალურად, რადგან ქართველი ხალხისთვის საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული კავშირი დიდი ხანია ანალურ სექსთან სოცირდება...

საქინფორმის მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი რადოსლავ სიკროსკი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის თანმიმდევრული კრიტიკოსი და აშშ-თან ურთიერთობის მომხრეა. იგი ღიად ამჟღავნებდა უკმაყოფილებას 2009 წელს გამოცხადებული მოსკოვისა და ვაშინგტონის „ურთიერთობათა გადატვირთვით“ და აშშ-ს უარით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განეთავსებინა. სიკორსკიმ არაერთგზის დაუშვა ანტირუსული გამოხდომები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და მხარს უჭერდა რეჩ პოსპოლიტაში ამერიკის სამხედრო ყოფნას.